"ლიდერის დღიური"

ლიდერის ფსიქოტრენინგი


enemy2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საზოგადოება ერთბაშად ჩაეფლო მძაფრ სამოქალაქო დაპირისპირებებში. როგორც ჩანს, ეს „შინაომი“ და „დემოკრატია“ დაგეგმილი, მიზანმიმართული და გრძელვადიანი სოციალური პროექტია. ამიტომ თითოეული ლიდერის და ძლიერი პიროვნების წინაშე დგება ახალი რეალობის შექმნის და სრულიად ახალი ცოდნის ათვისების აუცილებლობა. ეს ეხება როგორც პროცესების და სოციალ-პოლიტიკური ტრენდების შესახებ ადექვატური წარმოდგენების შექმნას, აგრეთვე პირად ფსიქოტრენინგს, რომელიც მოახლოებული კრიზისების ვითარებაში ნამდვილად ურიგო არ იქნება.

 

რჩევა # 1

ვინც და რაც არ უნდა დაგიპირისპირდეთ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის ადამიანური ბუნების და, შესაბამისად, წარმავალი და მოკვდავი. ამასთან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი პიროვნების როლი თქვენს ცხოვრებაში მართლაც შეუფასებელია. ჯერ ერთი, ტრადიციული საომარი სტრატეგიის პირობებში აღზრდილი მოწინააღმდეგე, პირველყოვლისა „სუსტ“, ან, მისი წარმოდგენის მიხედვით, სუსტ, წერტილებში დაგარტყამთ. დამიჯერეთ, რომ ვერც ერთი ოჯახი, საშუალო თუ უმაღლესი სასწავლებელი, საყვარელი მეგობარი, „ახლობელы“ თუ „ფსიქოლьოგი“, ვერ მოგაწვდით იმდენ ინფორმაციას თქვენს შესახებ, რამდენსაც ეს ადამიანი და მისი შეტევა.

„მტერი“ შემოდის რათა მკვეთრად გამიჯნოს თქვენი სუსტი მხარეები და თქვენი სიძლიერეები. ესეც დამიჯერეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საშუალო კაცის მონობა შემდეგნაირი სტრატეგიით იწყება და გრძელდება. უბრალო მოქალაქეს მას-მედია და კულტურა „აიძულებენ“ გამუდმებით იფიქროს იმაზე, თუ რაოდენ იდიოტია იგი! რეგულარულად იფიქროს იმაზე, რამდენად ცუდი და არასრულფასოვანია, რამდენი პრობლემა აქვს, რამდენი სისუსტე ახასიათებს, რა ბანალურია და რამდენი რამ აქვს გამოსასწორებელი ზოგადად. საკუთარ ხარვეზებზე აკვიატებული ფიქრის მიზანია გადაავიწყოს „მოქალაქეს“, რომ ის უბრალოდ ადამიანია – შესაბამისად, უსუსურიცა და იმავდროულად ყოვლისშემძლეც!

იგავი ლომზე


lev
„ერთხელ ძუ-ლომი ახალშობილ ბოკვერთან ერთად სანადიროდ გავიდა. ცხვრების დევნაში დედა კლდეში ჩაიჩეხა და მოკვდა.

ბოკვერი დარჩა ცხვრის ფარასთან ერთად და ასე გაიზარდა ცხვრებთან ერთად. წლების შემდეგ ფარას თავს უკვე სხვა ლომი დაესხა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც ფარის დევნაში მტაცებელმა სხვა უზარმაზარი ლომი დაინახა. ეს ვეებერთელა ცხოველი შიშისაგან ცხვარივით ბღაოდა.

თავდამსხმელი ლომი შეშინებულ ლომს დაეწია და ჰკითხა. „რა გჭირს? შენ, ასეთი უძლეველი, ლომი, რატომ იქცევი მხდალი, უგონო ცხვარივით?“

მშიშარა ლომმა აუხსნა, რომ ის ცხვარია და რომ მშობლებმა მას კიკინი და უძლეველი ლომებისაგან, რომლებიც ყველაფერ ცოცხალს შიშის ზარს სცემენ, პანიკური გაქცევა ასწავლეს.

ამის შემდეგ თავისუფალმა ლომმა მიიყვანა ფარაში გაზრდილი ლომი ნაკადულთან და მას საკუთარი ანარეკლი აჩვენა.

და მაშინ ლომს თვალი აეხილა! მან იპოვა საკუთარ თავში მისთვის უცნობი სიმამაცე, ძალა, სიდიადე და შესაბამისად დაიწყო ცხოვრება.“

ასეა თუ ისე, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი „ლომის“ პოვნა, რომელიც „ნაკადულთან მიგიყვანთ“ და ჩაგახედებთ საკუთარ თავში.

ხშირად ამ მოვალეობას, რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს, არც მოყვასი, არც მშობელი, არც ახლობელი, და არც არავინ ჩვენი სანაცნობო წრიდან საკუთარ  თავზე არ იღებს. და ამ ფუნქციას ნებსით თუ უნებლიეთ უბრალოდ ჩვენი მეტოქე კისრულობს.

მტერი შემოდის რათა გამოგაღვიძოთ ძილისგან, მიამიტობისაგან, საცოდავი გონებადაბინდულობისაგან, მარაზმამდე მისული ილუზიებისაგან, ხათრიანობისაგან, საკუთარი თავის უკიდურესი თვითდაკნინებისაგან, „კარგობანასაგან“, პერმანენტული, იდიოტური თავშეკავებისაგან, გრძნობების მუდმივი გათელვისაგან, საკუთარი აზრების „გადაგხრეხვისაგან“.

და მტერი შემოდის იმისათვის, რომ ისწავლოთ სამი დიდი მასწავლებლის – ტკივილის, მარცხისა და დროის პატივისცემა  – მათი რიდი, მათი მოსმენა და მათი დაფასება.

„მტრის“ ყოველი შეტევა და თავდასხმა გაჩვენებთ არა მხოლოდ მის ძალას, არამედ იმას, თუ რად წარმოუდგენიხართ გარშემომყოფებს.

ცოტა გაგიკვირდათ? აბა რა გეგონათ? მტერს, წესისამებრ, თქვენი დაწვრილებითი და  ზუსტი პორტრეტი აქვს. და ის თუ როგორც გექცევათ თქვენი მეტოქე, ასახავს იმას, თუ რა წარმოდგენები არსებობს თქვენს შესახებ საზოგადოებაში.

სწორედ ამიტომ შეიყვარეთ მტერი თქვენი მთელი გულით, მოეალერსეთ მას ფიქრად, დაინახეთ მასში ბავშვი, ჩვილი, შემდეგ – აღზევებებული სამოქალაქო პირი, შემდეგ –დღავანდელ პიროვნებაში ჩარჩენილი სუსტი არსება.

მადლობა გადაუხადეთ თქვენს მტერს მთელი გულით!

ეს ადამიანი მოვლენილია, რათა თქვენში მონა გამოააშკარაოს, გამოიყვანოს მზის სინათლეზე, მიგიყვანოთ სულიერების სარკესთან (გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ იგავი ლომზე): თქვენი მონური, დაუფიქრებელი რეაქციები, „ვაზელინური“ აზრები, სნობურ-ჯოგური ყოფაქცევა, ამომრჩევლურ-ტომური შიში და სხვა.

ილოცეთ თქვენი მტრებისათვის! „…გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის…“ (მათეს სახარება, 5:44)

იცოდეთ, რომ თუ რამე აზრიანი და სასარგებლო გისწავლიათ ან შეგიქმნიათ, ძირითადად მათგან!

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი.

როგორც წესი, თქვენს ცნობიერებაში არსებობს პიროვნული ნაწილები (სუბპიროვნებები), რომელთა უარყოფასაც თქვენ გამუდმებით ცდილობთ. მაგალითად, თუ თქვენ მთელი ძალით „წესიერი და პატიოსანი“ ადამიანის სუბპიროვნებას ავითარებთ საკუთარ თავში, მაშინ ავტომატურად თქვენს  შიგნით საწინააღმდეგო სუბპიროვნებებს ბლოკავთ („თავხედსა და ცბიერს“ და სხვა). ამ ბლოკის შენარჩუნება კი თქვენგან უდიდეს ფსიქო-ფიზიკურ ძალებს მოითხოვს.„წესიერებისა და პატიოსნების“ ნევროზი თავისთავად გულისხმობს, რომ ეს ტაბუ თქვენთვის რაღაც დიდი წარსული ტკივილის საკეტს წარმოადგენს. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ ამ საკეტის ახსნა განსაკუთრებულ შვებასა და სილაღეს მოგიტანთ. სწორედ ამისათვის თქვენ უნდა ისწავლოთ გრძნობებისა და აზრების გათავისუფლება, აზრების კონტროლის შეწყვეტა.

მიუშვით ნებაზე თქვენი აზრები, ნუ იჭერთ აზრებს, არც თქვენ და არც არავის, ისინი არ გჭირდებათ! არც თქვენ და არც არავის არ ძალუძს სააზროვნო პროცესის შეჩერება–შეყოვნება.

მიუშვით ნებაზე თქვენი გრძნობები, თქვენი სული, რადგან „ცენზორის“, „მაკონტროლებლის“, „დიადი ინკვიზიტორის“ რანგში თქვენი თავი გვერდიდან რომ დაგენახათ, ნამდვილად გაგეცინებოდათ!

ამჟამად თქვენ ფაქტიურად ბლოკავთ საკუთარ თავს რათა გარკვეულ თემებზე უბრალოდ არ იფიქროთ (გულდასმით გააცნობიერეთ რა თემები შეიძლება იყოს ეს!).

fokus vnimaniaაზრის შეკავება – ეს არის ერთ–ერთი ძალიან მყარი და ფუნდამენტური აკრძალვა. მართალია, ეს ბავშვობის ყოფაქცევისთვის არის ნიშანდობლივი, მაგრამ იგი უბოდიშოდ გადმობარგდება ხოლმე ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში და მისი ყოველდღიური ეფექტურობის ხარისხს უსასრულო ნულამდე სცემს.

თავისუფლებისათვის ბრძოლაში თქვენ უნდა ისწავლოთ იმ ბარიერების მოშლა, რომლებიც აღიმართება ხოლმე თქვენ აზროვნების, წარმოსახვისა და გრძნობის წინაშე. თუ აცნობიერებთ, რომ „რაღაცაზე ფიქრი არ გინდათ“, „გუნება–განწყობილება გიფუჭდებათ“ სწორედ აქ შეიძლება იმალებოდეს თქვენი ძალა, აქ იყოს ბლოკირებული და შეკავებული თქვენი ენერგეტიკა და საკუთარი თავის გაცნობიერება.

მთავარია ისწავლოთ ზეკრიტიკისა და ზეთვითცენზურისაგან გათავისუფლება. ცხოვრებისეული პრობლემები ყოველთვის იმიტომ გექმნებათ, რომ გაჩვენოთ სად „გატყდით“ ოდესღაც და რომ შეძლოთ ჩაკეტილი აზრების გამოთავისუფლება–გამოშვება. მხოლოდ საკუთარი თავის, აზრების, გრძნობების, წარსულის მიღება ისეთად, როგორიც ეს ყველაფერი არის და ხდებოდა, გაძლევთ შანსს გული სტაბილურად ხანგრძლივი სიხარულისა და ბედნიერების გრძნობით აღავსოთ.

ლიდერის კიდევ ერთი მეტად ეფექტური მენტალური ტექნიკა არის „დაშვება“. თავიდან უბრალოდ დაუშვით და ნუ გააკეთებთ! უბრალოდ დაუშვით ალბათობა, რომ თქვენ ამას შეძლებთ! გააკეთეთ სია იმ საქმეების, რასაც თქვენს ცხოვრებაში ადევს გრიფი „შეუძლებელი“. ეცადეთ ეს სია, მაქსიმალურად ვრცელი იყოს, არანაკლებ რამდენიმე თაბახის ფურცლის! შემდეგ იფიქრეთ თითოეულ მოვლენაზე და უბრალოდ გონებაში დაუშვით, რომ ეს შესაძლებელია. ვიმეორებ, დაუშვით, რომ ეს შესაძლებელია – შესაძლებელია მოხდეს, არსებობდეს, იყოს დაწყებული და ა.შ.

მუდმივად უთხარით საკუთარ თავს, რომ ის, თუ რანაირადაც დღესდღეობით აღიქვამთ სამყაროს – მხოლოდ ილუზიაა, სამყაროს დამახინჯებული ნაწილი – ის, რაც ვიღაცამ ერთდროს ჩაგაგონათ. ახლა კი თქვენ უკვე სხვა ხართ – „ზრდასრული ლომი“ – მართლაც, რომ ვეებერთელა ძალისა და სულის პატრონი!

ეძებეთ ეს „საარაკო სარკე“ თქვენს გონებაში და თქვენს გარეთ – ცხოვრებაში. ირწმუნეთ, რომ საკუთარ თავზე არსებული დღევანდელი წარმოდგენა ეს მხოლოდ პროექციაა; რადგან ჯერ არც თქვენ და არც არავინ რეალურად არც უწყის რაოდენ დიდ შინაგან რეზერვებს ფლობთ!

თვითმოტივირებასთან ერთად ეს სავარჯიშო მოგცემთ საშუალებას იპოვოთ ფსიქიკაში „შინაგანი კრიტიკოსი“. როგორ? დამატებით უბრალოდ სთხოვეთ ვინმე ახლობელს მწარედ გაგაკრიტიკოთ, ან წაიკითხეთ რამე თქვენთვის მტკივნეული კრიტიკის ამსახველი წერილი, დახასიათება და ა. შ. სავარჯიშოს შესრულებისას დააკვირდით; სადაც სხეული გეტკინებათ, იქ ჩაბუდებულა თქვენი „კრიტიკოსი“. შემდეგ უთხარით მას გააზრებულად და მკაცრად.

„რაც არის, ის არის. მაზოხიზმის დრო წავიდა, მე უკვე ზრდასრული და ეფექტური ადამიანი ვარ! ამიტომ ეს ავადმყოფური და გამანადგურებელი თვითკრიტიკა აღარ მჭირდება. გმადლობ და მშვიდობით!“.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შინაგანი თვითკრიტიკა, როგორც წესი, იშვიათად არის ლოგიკური და აზრიანი. იგი უფრო მეტად ირაციონალური და აკვიატებულია, რადგან სულ სხვა დროის, სხეულის, უნარების, შესაძლებლობების, გარემოს და საზოგადოებრივი წყობილების პიროვნებისათვის იყო განკუთვნილი.

 

რჩევა #2

rebenok-liderსიტყვასიტყვით მხარში და გვერდში ამოუდექით იმ ბიჭუნას/გოგონას, ვინც იყავით ადრეულ ბავშვობაში, 6–7 წლამდე. მიეცით მას დღევანდელობის ძალა და სითბო, სიბრძნე და ცოდნა, თავდაჯერებულობა. გულმოდგინედ დაარწმუნეთ, რომ იგი ყველაზე მაგარი და საუკეთესოა მთელს დედამიწაზე, ყველაზე კრეატიული, ყველაზე ნათელი და ლამაზი, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი ნებადართულია. აანთეთ ეს ბავშვი სიცოცხლის მზით, იმეგობრეთ მასთან, გამოიყვანეთ სინათლეზე, მოუსმინეთ მის სურვილებს. იცოდეთ, რომ თუ ეს ბავშვი თქვენი მოგონებებიდან „მოხალისდა“ და ენერგიული გახდა, მოიხსნა შებოჭილობა, ეს თქვენს ყოველდღიურობაში ცუნამის ენერგეტიკას მოიტანს.

იმუშავეთ მოძრაობების სიმსუბუქეზე!

გონებაში სინათლისა და სიმსუბუქის ხატი, ხატება, აზრი გქონდეთ მუდმივად. მსუბუქად დაიხარეთ, მსუბუქად გაიშალეთ, მსუბუქად გადადგით ნაბიჯები, მსუბუქად აიღეთ. ყველაფერი გააკეთეთ მსუბუქად, საკუთარ თავზე ძალდატანების გარეშე! აი ისე, როგორც ამას ბავშვი აკეთებს, თითქოს არც მიზიდულობის ძალა არსებობდეს, არც ხელის სიმძიმე, არც შინაგანი წინაღობა. შემდეგ შეხედეთ ზრდასრულ ადამიანებს – რამდენ ძალას ხარჯავენ ისინი ყოველი მოძრაობის შესასრულებლად. თითქოს ჰაერში კი არ ხდება ეს ყველაფერი, არამედ რაღაც მტრულ და არაბუნებრივ სტიქიაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აქციეთ პრინციპად მსუბუქი მიხვრა–მოხვრა. იმოძრავეთ მსუბუქად, ნიმუშისათვის დააკვირდით ცხოველებს, ფრინველებს, მაგალითად, არწივის ირაოს – სულ არ სჭირდება მას მეგაჯოულებით ენერგიის ფლანგვა, რომ ჰაერში გაჩერდეს!

„მსუბუქი მოძრაობის“ ვარჯიშის შემდეგ დაიწყეთ მეცადინეობა მსუბუქ აზროვნებაში. ადამიანს, რომელიც მსუბუქად აზროვნებს სახის საკმაოდ ნათელი და ლაღი გამომეტყველება გააჩნია. ასეთი პიროვნებისათვის აზრები ნამდვილად არ არის ქვის ლოდები, რომელთა გონებაში ტრიალის დროს იგი გამუდმებით უნდა იღმანჭებოდეს.

  • იყავით შეურიგებელნი ნებისმიერ მტერთან, ნებისმიერ პრობლემასთან მიმართებაში. დათმობა, კომპრომისი გამოიწვევს საკუთარი თავის მიუღებლობას, ზიზღსა და აუტოაგრესიას! გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი კომპრომისები არ არსებობს! ნებისმიერი კომპრომისი იწვევს თქვენში დამთმობი და „ბულკი“ სუბპიროვნების წამოწევას, რომელიც ადვილად მანიპულირებადია მას-მედიისა და პიარის სხვა ინსტრუმენტარის საშუალებით. მათ აწყობთ თქვენში დეპრესიული პიროვნული ნაწილის განვითარება, რადგან იგი, როგორც არაფერი, შეესაბამება „მომხმარებლის“ სოციალ–ეკონომიკურ კონცეფციას. იცოდეთ, რომ სირთულე და სიმარტივე უბრალოდ სიტყვებია, სანამდე თქვენ არ ეცდებით შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენს გარშემო.

ინიციატიტორის, „ცვლილებების აგენტის“, დამპყრობლის, რესურსების მამოძრავებლის როლი ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება ლიდერს. თქვენ გამუდმებით უნდა ცდილობდეთ ჩაერიოთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებში და იმაში, რაც არ მოგწონთ. თუ თქვენ მზად იქნებით დახმარების მისაღებად, შინაგანი და გარე სამყაროები აუცილებლად მიგანიშნებენ სწორ სვლებს.

  • უმძაფრეს ემოციებამდე, ტკივილამდე იგრძენით თავი თქვენი თემის, უბნის, ქალაქისა და ქვეყნის პატრონად, ქომაგად.

ამ ქვეყანაში მონობა უკვე სტანდარტად დაკანონდა, მაგრამ სწორედ თქვენ იყავით სხვანაირი!

მოინდომეთ, შეისწავლეთ, განახორციელეთ ახალი მრწამსის მიღება–დამკვიდრება, ახალი შეხედულებების დაჯერება და გათავისება.

შეცვალეთ ყველაფერი და შეცვალეთ ერთბაშად!

სხვებს იმისი სჯერათ, რასაც დააჯერებთ, რომ ფანატიკურად გჯერათ.

ისწავლეთ იყოთ დამაჯერებელი!

და ეს მხოლოდ იმ გზით, რომ თქვენ გჯეროდეთ ყველაზე მეტად და პირადად ცხოვრობდეთ ამ რწმენების მიხედვით.

აკეთეთ ის საქმეები და რიტუალები, რაც გააძლიერებს თქვენს მებრძოლურ ჩვევებს.

შეცვალეთ, შეცვალეთ, შეცვალეთ, შეცვალეთ!

ცოცხალია მხოლოდ ის, ვინც ბედავს!

 

რჩევა # 3

fantaziiფსიქოლოგიის სპეციალისტები ამბობენ, რომ ცნობიერებაზე გაცილებით უშველებელი, უზარმაზარი სააზროვნო პროცესი მიმდინარეობს არაცნობიერში (ფსიქიკის არე, რასაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, „ვერ იგებს“). როგორც წესი, სწორედ არაცნობიერის თამაშია პიროვნების ცხოვრება, ყოველდღიური ყოფაქცევა, გუნება-განწყობილება.

პიროვნების არაცნობიერი ყოველთვის, თუმც ხშირად არაპირდაპირი გზებით, უბიძგებს პიროვნებას პირველადი მოთხოვნილებების, ლტოლვების, მოტივების დასაკმაყოფილებად. გონიერი ადამიანის ცნობიერების ფუნქციაა ამოიცნოს არაცნობიერის მიერ არჩეული გეზი და ცხოვრება სწორედ ამ მიზნისაკენ წაიყვანოს.

სისტემატურად შეასრულეთ ასეთი სავარჯიშო. ცნობიერების საშუალებით დაიჭირეთ, გააჩერეთ, მიაპყარით თქვენი შინაგანი მზერა მხოლოდ თქვენს ცხოვრებისეულ მიზანს, მხოლოდ სასურველს და სხვა არაფერს! არ აქვს მნიშვნელობა სად, ვისთან, როგორ და რა მდგომარეობაში ხართ ახლა. იფიქრეთ მხოლოდ მიზანზე!

იყავით, როგორც გემის კაპიტანი შტორმის დროს, რომელიც არ უშვებს ხელიდან შტურვალს. მხოლოდ წინ უყურეთ თქვენს მიზანს. რა დემონებიც არ უნდა ბობოქრობდნენ თქვენს გარშემო, რა ქაოსი და ორომტრიალიც არ უნდა ჩაგჩხაოდეთ ყურში, რასაც არ უნდა გპირდებოდნენ ყველგნით, იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რის მიღწევასაც აპირებთ! დარჩით თქვენი მიზნების ერთგული!

მიაჭედეთ ფიქრი მხოლოდ თქვენს მიზანს და მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, შესაძლებლობების ძიებასა და გასავლელ გზას. ნებისმიერი სხვა აზრი, რაც მიზანთან არ მიგიყვანთ, მოისროლეთ.

გონებაში დახატეთ მიზნის მიღწევის ნაბიჯები და ეტაპები, კონკრეტული ფერები, ფორმები, ადამიანები, საგნები და სხვა!

იცოდეთ, რომ თუ ასე მოიქცევით, აუცილებლად, აუცილებლად გაიმარჯვებთ!

და თუ იმარჯვებენ, მხოლოდ ამ გზით!

მხოლოდ მიზნისკენ ცქერა! მხოლოდ მიზანზე ფოკუსირება!

მთელი ძალით, სულიერი ძალისხმევით, ყოველ წუთს გადადგით თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ერთი მენტალური ნაბიჯი დასახულისაკენ!

დაიკიდეთ სხვების მოსაზრებები და შეხედულებები: „ო, ესე არ გამოვა!“, „ეს შეუძლებელია“, „შენ ავადმყოფული ფანტაზია გაქვს“, „რა აიკვიატე ეს უბედურება!“.

მიიღეთ მხედველობაში, რომ დღეს უმრავლესობას ფსიქიატრი სჭირდება, ამ უმრავლესობის დიდ ნაწილს კი – საერთოდ, სტაციონარული მკურნალობა.

უყურეთ მხოლოდ თქვენს მიზანს!

იყავით საძიებო აქტივობაში – ანუ ჩასაფრებული მტაცებელი, რომლის გრძნობათა ყველა ორგანო შესაძლებლობებს ეძებს.

ეძებეთ, ეძებეთ, ეძებეთ ეს შესაძლებლობები! თქვენში! გარეთ! ყველგან!

დააჩქარეთ აზრების გენერირება, ააჩქარეთ თვისობრივად თქვენი აზროვნება! ასწიეთ თქვენი აზრების ხარისხი მაღლა და უფრო მაღლა!

და ისევ – უყურეთ მხოლოდ მიზანს! რადგან თუ სხვაგან გაიხედავთ ასეთი რამ მოხდება: ხან ეჭვები შემოგიტევენ, ზოგი მხრიდან ცდუნებები შემოგეფეთებიან, ხან დაბნეულობა თქვენი გულს გაგიტეხთ და საბოლოოდ შორს აღარ იქნება არც დანებება და არ საკუთარ მიზანზე უარისთქმა, განხიბვლა და დეპრესია.

ერთი მუშის ამბავი

voobrajhenieწინასადღესასწაულო დღეები იდგა. ქარხნის ხელმძღვანელობამ ადრიანად გაუშვა მუშები სახლში. დაშლის წინ მშრომელებმა, დაუწერელი ტრადიციის მიხედვით, ერთი კარგად დალიეს. ჰოდა, ამ ნახევრადლოთურ აყალმაყალში, გადამთვრალმა კოლეგებმა ერთ-ერთი მუშა, ნიკ სიცმანი, ვაგონ-მაცივარში ჩაკეტეს. საწყალი კაცი დიდ ხანს აბრახუნებდა, ყვიროდა, მაგრამ ამაოდ. რკინიგზის სადგურზე უკვე არავინ აღარ იყო. მუშები, კმაყოფილები და ბედნიერები, სახლებში წავიდნენ.

საწყალ ნიკს ჯიბეზე პატარა დანა ჰქონდა და გაყინვის წინ მან კედელზე თავისი ოჯახის წევრებს გამოსამშვიდობებელი წარწერა დაუტოვა: აქ ისე ცივა, რომ ვიყინები. ხელები აღარ მემორჩილება, დავიძინებდი! ეს ჩემი ბოლო სიტყვაა!“

მეორე დღეს ნიკ სიცმანის გაყინული ნეშტი ვაგონ-მაცივარში კოლეგებმა იპოვეს. ეს სიკვდილი მთელი კაცობრიობისათვის ასე შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი რამ. საქმე იმაშია, რომ სწორედ იმ ღამეს მაცივარი არ მუშაობდა. საყინულის კამერაში დადებითი ტემპერატურა იყო. საკუთარი აზრის ძალით ნიკ სიცმანმა,  თავისი სხეული გაყინა, სიტყვასიტყვით. ხოლო სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მუშის სიკვდილი სხეულის გაყინვის შედეგად დადგა. ანუ ნიკ სიცმანმა თავისი სიკვდილით ადამიანებს დაუმტკიცა; „ადამიანებო, ფრთხილად იყავით თქვენს აზრებთან! რასაც დღეს ვფიქრობთ, დღეს თუ ხვალ აუცილებლად ახდება“

რჩევა # 4

focusთქვენს წარმოდგენაში, მიზანთან ერთად, საკუთარი თავი უნდა დაინახოთ!

საკუთარ წარმოდგენებსა და წარმოსახვაში უპირველესყოვლისა თქვენს მიზანსა და თქვენს თავს უნდა ხედავდეთ.

დაინახეთ მხოლოდ თქვენი თავი და თქვენი მიზანი – როგორიც ხართ ახლა და რაც გინდათ, რომ აისრულოთ!

საშუალო კაცის პრობლემა ისაა, რომ იგი საკუთარ თავს არ და ვერ ხედავს გონების თვალით! ჩვეულებისამებრ ის ხედავს სხვებს, სხვის ცხოვრებას, სხვის ყოველდღიურობას, სხვების მიერ მის ფსიქიკაში არეკლილ სურათ-რეაქციებს, სხვების მოქმედებებისა და ყოფაქცევის სცენებს.

თქვენ მამაცურად უნდა თქვათ უარი ასეთ აზროვნებაზე:

„სტოპ! ეს უნდა მორჩეს!“

რადგან სწორედ ეს არის ბატონყმობა! ეს არის ნამდვილი ბატონყმობა!

მუდმივად სხვების ყოფიერების, უსარგებლო რაღაცეების ყურება შინაგან სამყაროში ზუსტადაც რომ არის მონობა!

სხვა და სხვისი ცხოვრებისეული დეტალებით გატაცება არის ნამდვილი ყმობა!

სხვაზე ფიქრი, სხვისაზე ფიქრი, სხვის სასარგებლოდ ფიქრი, უშინაარსოდ ფიქრი –  აი გზა თავის დაკარგვისაკენ.

დაინახეთ საკუთარი თავი, დაუბრუნდით საკუთარ საწყისებს, მოაქციეთ თქვენი თავი საკუთარი ყურადღების ცენტრში და იყავით, ის, ვინც ხართ!

იცხოვრეთ მამაცურად!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “ლიდერის ფსიქოტრენინგი

  1. გამიხარდა, ამ ბლოგზე რომ მოვხვდი. ძალიან საინტერესო სტატიია, თუმცა მერჩია, მინიმუმ, 3 დამოუკიდებელ პოსტად ყოფილიყო გაყოფილი – “მოსანელებლად” უფრო ადვილი იქნებოდა. დიდი მადლობა🙂

    Posted by Keti Go | May 24, 2013, 12:16 pm
    • დიდი მადლობა ბატ. სოსოს. ეს არის ის რისი ცოდნაც
      ჩვენ ყველას გვჭირდება.

      Posted by ia | August 26, 2013, 9:35 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: