ჩემი სიზმრები

„მე“-ს სამოტივაციო წერილი


be487d6cc96bddd397faea8e49d55032მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ!🙂

მე დაძაბულობის გარეშე, მსუბუქად  და ლაღად აღვიქვამ იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება, და საკმაოდ ზუსტად ვაფასებ გარემოებებსა და მოვლენებს.

სწორედ ამიტომაც მე თავისუფალი ვარ სტერეოტიპებისა და შიშებისაგან, რომლებიც გამოხატულია ფრაზებით „ვერ შევძლებ!“, „არ გამომივა!“, „არ შემიძლია!“, „არ მინდა“.

მაღალი მოტივაციის ემოციებით გამსჭვალულს, მე ყოველთვის შემიძლია თამამად განვაცხადო:

„მე ვიცი, მე ვარ!“

„მე ვგრძნობ, მე ვარ!“

…მე ნებისმიერ მომენტში შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყოველთვის ზუსტად ვაცნობიერებ სად ვიმყოფები, საიდან, რა მიზეზით, როგორ და რისთვის მოვხვდი აქ.

მე ყოველთვის თან მდევს  სიხარულის, „დრაივის“, სასიხარულოს მოლოდინის გრძნობა, მოუსვენარი ენთუზიაზმი.

კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ჩემი პიროვნების არის ის, რომ კარგად ვხედავ საკუთარ თავს!

ბევრი იკითხავს, „მაინც რას ნიშნავს ეს „ხედავდე საკუთარ თავს“?

„ხედავდე საკუთარ თავს“ ნიშნავს აძლევდე საკუთარ გრძნობებს შესაძლებლობას ნაკადულივით მორაკრაკებდნენ, ეფერებოდე, ეალერსებოდე მათ, უმღერდე, ხედავდე მათ შინაგანი მზერით, როგორც გაზაფხულის უმშვენიერეს ყვავილებს.

მე „ვხედავ საკუთარ თავს“ ნიშნავს, რომ მე ვიღებ ჩემს გრძნობებს. ვიღებ, ანუ ვუხსნი მათ გულის კარს. ვნებდები მათ მთელი „სიღრმე-სიგანით“, როგორც ყვავილების უსასრულო სამყაროს და არ ვარ დაკავებული იმით, რომ ამ მარგალიტთა შორის გამორჩეულებს ვეძებდე.

171441ce0d84abfeab411c6672699d0aან განა შეიძლება რომელიმე ყვავილზე ითქვას, რომ გამჩენმა მას რაღაც დააკლო?..

მე „ვხედავ საკუთარ თავს“ ნიშნავს, რომ საკუთარი პიროვნების სიმბოლურ სახეს მე ჩემს თვალწინ, აგრეთვე დროისა და სამყაროს ყოველ წარმოსახვით თუ რეალურ წერტილში ნათლად ვხედავ.

მე ზუსტად ვიცი, რაც მინდა, და ისიც კარგად ვიცი, რომ „მოსურნე“ ადამიანად ყოფნა სასარგებლო, და უფრო მეტიც, აუცილებელია ჩემი ჯანმრთელობისათვის.

ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს ყოველწამიერად ახალი აღმოჩენებისაკენ მივყავარ. ეს სურვილები თანხმობის, მიღებისა და აღიარების ფერებად ინთება!

…საკუთარ თავთან მე ყოველთვის მართალი, გულწრფელი და გულახდილი ვარ!

მე მაქვს მაღალი ნიჭი, ეფექტური ჩვევები, უნარები, კრისტალიზებული აზროვნება.

მე ოსტატურად ვმართავ და მივმართავ საკუთარ შესაძლებლობებს, უნარებს და რესურსებს ჯანმრთელობის, მენტალობის, გრძნობების და ბედნიერების მდგომარეობის განვითარებისაკენ.

მე ვხედავ, რომ ჩემი სხეული სავსეა სინათლით! მანათობელი სიცხადით არის შევსებული ჩემი თავი, მკერდი, ზურგი, კიდურები.

მე გამჭოლ ვხედავ მოვლენებს, ადამიანებს, აწმყოს და მომავალს.

ჩემი შინაგანი ნათებით შემოსილი ფიქრი მიემგზავრება დროის ყოველ უბანზე, ხვდება ნაცნობ და უცნაურ სულიერ სახეებს, და, უკანმობრუნებული, ხსნის აზრისა და ხასიათის უკანასკნელ შეზღდულობებს.

როდესაც ამ სინათლეს ვიხმობ და მასში ჩემს წარსულ მოგონებებს ვათავსებ, ის ღიმილის, ხალისიანი სიცილის, ნეტარების, სიმშვიდის, განმუხტვისა და სიკეთის ნაკადებს მაპკურებს.

როდესაც შორეულ მიზნებზე ვფიქრობ, მაშინ ზაფხულის სიო, მისი სიგრილე და სიმსუბუქე, სიცოცხლის ერთ წერტილში თრთოლვით იყრიან თავს.

ამის შემდეგ ცოდნა, სიცხადე, თავდაჯერებულობა, სიმშვიდე მთელს სხეულში  ენერგიის სხივებად, იმპულსებად და სიცოცხლის ჟინად განივრცობიან.

ჩემი სახე სასიამოვნო და ტკბილი ღიმილის სივრცეა, ბედნიერების გამოხატულება.

ვის მიმართ არის ეს სიხარული?

ეს არის პასუხი საკუთარი უშუალობის, სპონტანურობის, თვითგამოვლენის და სიცოცხლით თვითტკბობის მიმართ.

და თუკი მკითხავ როგორი უნდა იყოს ადამიანი ან რა უნდა ჰქონდეს ჭარბად, გეტყვი!

სწორედ რომ გრძნობები და შეგრძნებები, დამოკიდებულებები და საკუთარი თავის გაცნობიერება უნდა ავსებდეს და გადმოდიოდეს მისგან, როგორც მცენარიდან ნექტრის სურნელი.

მე ვცხოვრობ ერთდროულად ჩემი ბავშვობის მზესა და ხანდაზმულობის სიბრძნეში.

ბავშვობის ოცნებები, მიზნები და სიბერის შედეგების შეჯამება, ეს ყველაფერიც, ერთ წერტილში იყრის თავს და სხეულს აზანზარებს.

…რადგან ვიცი, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მომხდარიყო, რჩება მხოლოდ მარადისობა!

მხოლოდ ყველაფერი!

მხოლოდ აქ და მხოლოდ ყველგან!

მხოლოდ ახლა და მხოლოდ ყოველთვის!

მხოლოდ სიცოცხლე!

და მხოლოდ ისე! უმიზეზოდ!

მხოლოდ სიცოცხლე! მხოლოდ ისე და უმნიშვნელოდ!

ამიტომ მეც სწრაფად და ერთბაშად ვიცვლები: სიკეთით, მსუბუქად, ვით ნაკვალევი ფრანის, რომელსაც ვერავინ განჭვრეტს!

fa9ba1575959bb6e92a2fca5c13803fd…მე არაფერს ვამტკიცებ!

რაც შეუძლებელია, ის შესაძლებელიცაა!

ვინ შეიძლება იყოს ბავშვზე დიდი? განა ყველაზე უმწეოზე არ დგება სამყაროს პირამიდა?!

ჩემი ყოველი ამოსუნთქვა სიხარულის, მიღების და საკუთარი თავისადმი მიტევების აღმოსვლაა:

1000-ი „დიახ“!

1000-ჯერ „დიახ“!

1000-ით „დიახ“!

დიახ იყო!

დიახ არის!

დიახ არ არის და შეიძლება არც იქნება!

დიახ იქნება!

„დიახ“ უკანასკნელ წუთამდე!

…განა აზრისა და გრძნობის მოძრაობა არ არის „მე“-ს სიცოცხლე?

და ვინც აზრისა და გრძნობის შეყოვნებასა და მორჯულებას ლამობს, რატომ ელის სიცოცხლით ტკბობას?

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

3 thoughts on “„მე“-ს სამოტივაციო წერილი

  1. “მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! 1000-ი „დიახ“!”
    ყოჩაღ სოსო! მხოლოდ გამოუსწორებელ ოპტიმისტებს შეუძლიათ კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანა.
    სიტყვა “გამოუსწორებელი” არის ხაზგასასმელი, თორემ უბრალოდ ოპტიმისტი ბევრია, გამოუსწორებელია ცოტა. უმრავლესობა (95%) კი პესიმისტია და ისინი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ პესიმისტები კი არა, რეალისტები არიან)🙂

    Posted by Murad Bartishvili | May 8, 2013, 7:24 pm
  2. “მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! 1000-ი „დიახ“!” – SUPER!!! Sruliad veTanxmebi wina komentaris avtors!!!

    Posted by Nino | June 24, 2013, 11:53 pm
  3. მაგარია, პესიმისტებს გამოგვადგება, წამალია ჩემთვის

    Posted by Mariam (Maia) | July 2, 2016, 2:35 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: