"ლიდერის დღიური"

ჩარლი ჩაპლინი „როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე“


 
ჩარლი ჩაპლინი  „As I began to love myself”
 
 

This slideshow requires JavaScript.

 

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე აღმოვაჩინე, რომ ემოციური ტანჯვა და წამება მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნები იყო იმისა, რომ საკუთარი სიმართლის საწინააღმდეგოდ ვცხოვრობდი. და დღეს მე ვიცი, რომ ესაა „სიხალასე“.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე მიხვდი, რარიგ ძლიერი იქნებოდა გულისტკივილი, თუკი ვინმეს ჩემი სურვილების ასრულებას ვაიძულებდი, თუნდაც მცოდნოდა, რომ ამისთვის არც დრო არის სწორად შერჩეული და არც კაცია მზად; მით უმეტეს თუ ეს კაცი თავად მე ვიყავი. დღეს მე ამას „საკუთარი თავის პატივისცემას“ ვუწოდებ.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე შევწყვიტე სხვა ყოფის ნატვრა და უმალ დავინახე, რომ ცხოვრება ჩემს გარშემო ზრდის ყოველგვარ შესაძლებლობას მთავაზობს. დღეს მე ამას „მოწიფულობას“ ვეძახი.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე მივხვდი, რომ ნებისმიერი გარემოებების პირობებში სწორ დროს და სწორ ადგილას ვიმყოფები და ყველაფერი განსაკუთრებულად სწორ მომენტში ხდება; ასე რომ დამშვიდება შემეძლო. დღეს მე ამას „საკუთარი თავის რწმენას“ ვუწოდებ.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე შევწყვიტე საკუთარი დროის მოპარვა და დიდ პროექტებზე ოცნება. დღეს მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებს, რაც ჩემს გულს სახალისო განწყობას ჰგვრის. ამ ყველაფერს ჩემებურად და ჩემებური რიტმის მიხედვით ვაკეთებ. დღეს მე ამას „უბრალოებას“ ვეძახი.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე გავთავისუფლდი ყველაფერი იმისაგან, რასაც ჩემი ჯანმრთელობასათვის ზიანი მოჰქონდა – საკვები, ადამიანები, საგნები, სიტუაციები. ყველაფრისაგან, რაც მე ქვემოთ და საკუთარი გზის წაღმა მიმათრევდა. ადრე ამ დამოკიდებულებას მე ჯანსაღ ეგოიზმს ვუწოდებდი. ახლა კი ვიცი, რომ ეს არის  „საკუთარი თავისადმი სიყვარული“.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე შევწყვიტე ყოველთვის მართლად ყოფნა. და სწორედ მას მერე სულ უფრო და უფრო ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ. დღეს მე ამას „თამვდაბლობას“ ვუწოდებ.

როდესაც მე საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით ცხოვრებას და მომავალზე წუხილს თავი დავანებე. დღეს მე მხოლოდ ამჟამინდელი წუთით ვცხოვრობ და ამას „სიმრთელეს“ ვუწოდებ.

როდესაც საკუთარი თავი შევიყვარე, მე გავაცნობიერე, რომ გონებას ხელისშეშლაც კი ძალუძს, რომ მისგან დასნეულებაც კი არის შესაძლებელი. მაგრამ, როდესაც გონებისა და გულის შეკავშირება მოვახერხე, მაშინ გონება დაუყოვნებლივ  ჩემი მოკავშირე გახდა. დღეს ამ კავშირს მე „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.

ჩვენ მეტად აღარ უნდა გვეშინოდეს საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან კამათის, კონფრონტაციებისა და პრობლემების. ვარსკვლავებიც კი ეჯახებიან ერთმანეთს და ამ ჯახის წყალობით ახალი სამყაროები იბადება. და დღეს მე ვიცი, რომ ესაა „სიცოცხლე“!

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი (1889 – 1977), ამერიკელი და ინგლისელი მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და კომპოზიტორი.

Chaplin_The_Kid1-229x300 Annex - Chaplin, Charlie (City Lights)_01vg_chaplintaxcharlie-chaplin

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: