"ლიდერის დღიური"

ქართველი პიტეკანტროპი


2 კრებსითი ისტორია, რომლის მოსმენის შემდეგაც უნდა ზუსტად იცოდე, რომ შენს წინაშე ნამდვილად ქართველი სოფლელი პითეკანტროპია (ან ხვლიკის სახეობა).

  1. მოწვიმა. მანქანით მივდიოდი-რა… მაშინ ვტაქსაობდი 24-macho-man-randy-savage(ეხლა საპრეზიდენტო კანდიდატივით უნდა იბღინძებოდეს)… და რომ ჩამოვუხვიე ბაგებთან/გმირთა მოედანთან/უბანში/უნივერსიტეტთან/პიაცასთან/ ერთი მაღალი (ეს აუცილებელი ფაქტორია) ლამაზი (ესეც აუცილებელი) დამა-ქალი იდგა („დამა“ და არა „კაროლი“ – ეს მნიშვნელოვანია პირობაა მონათხრობის!). ხელი გამიქნია. გავუჩერე…. განერვიულებული იყო… მითხრა, „არ ვიცი სად წავიდეო, სახლში ვერ ვჩერდებიო. ქმარი მყავს ლოთი/ნარკომანი/უცხოეთში წასული/პედარასტი/მუქთახორა/ბოზების მუთაქა/დაჭერილი და ა. შ. „მე ფირმის/კომპანიის/საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსი ვარო.“ ავდექით და წავედით დასალევად/სასტუმროში/კინოში/წყნეთში/ქალის ვილაზე/ატაში  და ა. შ. ქალმა მითხრა – დავისვენეო შენთან, შენი ჭირიმეო. მაგრად მოვეფერე – ნუ მგონი, 5/10/15/50 ხელი შევუსრულე იმ ღამეს/5 საათში/30 წუთში/და ა.შ. დილით რომ გამეღვიძა, ქალი წასული დამხვდა… ყველაფერი გადამიხადა-რა – სასტუმრო, საჭმელი, ბენზინი და ა. შ. აზრობ? რომ წამოვედი „ბუმაჟნიკზე“ სამი კოხტად დაკეცილი თაზა ასდოლარიანი დამხვდა…
  2. „პეროვსკაიაზე“ შევედი ბარში. მთვრალი ვიყავი. კიდევ დავამატე. ერთ მაგიდასთან დამა/ბალზაკის ასაკის/მოწკეპილი/ნაშა ქალები იყვნენ, თითქოს მე მელოდებოდნენო. მე კიდევ სამეჯლისოებს მაგრად ვცეკვავდი. ერთი ძაან მაგარი ქალბატონი გავიწვიე საცეკვაოდ. ძაან მოვეწონე. ნომერი გამოვართვი… მეორე დღეს დავურეკე. არ მცალიაო და ცოტა ხანში თვითონ გადმომირეკა. სად ხარო? მე ვუთხარი… ესეო და ესეო… მითხრა შენი ნახვა მინდაო. მე აბა ფული არ მქონდა, როგორ ჩავიდოდი თბილისში და რაღაც მიზეზებს ვეუბნებოდი. მითხრა, „ბიჭო, განა ყველას კი არ აქვს ჩემთან შეხვედრის ბედნიერება?! გთხოვე და აქ უნდა გაჩნდე“. ბოლოს მითხრა მიდი, ეხლავე „ბაზის ბანკში“ გადი! შენს სახელზე 500/1000/2000/5000 ლარი/იახტის ფულს/ტოკიოს საფონდო ბირჟის ქონებას/და ა.ა.შ. ვრიცხავ. მაგრად დაიზმანე და რესტორან „ფიროსმანში“/“წუნა და წრუწუნაში“/“მიმინოში“/“ბლაბლაბლაში“ გელოდები. მოკლედ, მართლა მაგრად დავიზმანე ლილოზე/ვაგზალზე/სავაჭრო ცენტრებში/ცხონებულ ვერსაჩესთან/მეორადებში და ჩავედი (სოფლიდან – ეს აუცილებელი პირობაა), და მაგარი დრო გავატარეთ. მერე ბაითში წამიყვანა!!! ბიჭოოოოოო, რა მაგარი ბაითი ჰქონდა-რა! აუფ! მერე დავწექით და რა მითხრა, იცი?! ძაან კატა ვარო სექსშიო. მეც ავდექი და მეც ძაან ვასიამოვნე! 3-5-100-2000 ხელი (ნუ ეს ფანტაზიაზეა დამოკიდებული) მივართვი. ბოლოს, ამ ქალმა მითხრა, შენი ტელეფონი მათხოვეო. მივეცი, მოძებნა თავის ნომერი, წაშალა და მითხრა: „საყვარელო, ორივემ ვისიამოვნეთ! ეხლა კი დაივიწყე ჩემი სახელი, სიცოცხლე, და აღარ დამირეკო!“.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: