კახეთის ეკონომიკა

კახეთის რეგიონის ეკონომიკის ზოგიერთი დარგის ანალიზი/დიაგნოსტიკა


Economics-Kakheti region.pdf – გადმოიწერე
Untitledკახეთის რეგიონის ეკონომიკის დეტალური შესწავლა და ანალიზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა. უკანასკნელი ათწლეულის (2003-2012 წწ) ფორსირებულმა სოციალ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა რეფორმებმა ასახვა ჰპოვეს რეგიონის განვითარებაზე. ადგილი ჰქონდა და აქვს რეგულარულ სახელმწიფო ინვესტირებას საქალაქო და სოფლის ინფრასტრუქტურის, ქუჩების, გზების, მოედნების კარგი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. მოსახლეობასა და მცირე და საშუალო საწარმოებს უწყვეტად მიეწოდებათ გაზი და ელექტროენერგია, თვისობრივად გაუმჯობესდა წყალმომარაგება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებულია ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და  ექსპორტის წახალისების უპრეცედენტო ზომები: ა) თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან (2008 წლიდან) ბ) უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (MFN) –მსო-ის წევრ ქვეყნებთან გ) პრეფერენციული რეჟიმი (GSP) – აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან დ) პრეფერენციული რეჟიმი (GSP+) – ევროკავშირის ქვეყნებთან (7200 დასახელების პროდუქცია 2005 წლიდან).

რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აქვს ინტერნეტ-წვდომა და, შესაბამისად, მზარდ ინფორმირებულობასთან ერთად გააჩნია ინტერნეტ-ბიზნესის განვითარების ფართო შესაძლებლობები.

რესპუბლიკური, საქალაქო, შიდა და სხვა დონის გზების ინფრასტრუქტურის რემონტის შედეგად იზრდება კომუნიკაცია ადგილებს შორის, იბადება ახალი ინტერრეგიონალური, ტრანსასაღვრო და საერთაშორისო პროექტების იმპლემენტაციის ალბათობა.

მეორეს მხრივ, რეგიონს გააჩნია მთელი რიგი არახელსაყრელი პირობების, რომლებიც ანელებენ მის წინსვლას. მაგალითად, არც გეოპოლიტიკურად და არც გეოეკონომიკურად კახეთს არ უკავია ხელსაყრელი მდებარეობა. ამასთანავე იგი ემიჯნება აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეკონომიკურად შედარებით სუსტად განვითარებულ რაიონებს შეკი-ზაქათალა. კახეთის რეგიონზე არ გადის უკანასკნელ ათწლეულებში შექმნილი „ნავთობისა“ და „გაზის“ გეოსტრატეგიული გზები. კახეთი საკმაოდ დაცილებულია ძირითად მსოფლიო ბაზრებს (ევროატლანტიკური, წინააზიური, სამხრეთაზიური, ხმელთაშუაზღვისპირეთი და სხვა) და მას პერიფერიული ადგილი უკავია თვით საქართველოს რუკაზეც. კახეთის აქტიური ეკონომიკური ცენტრები (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, სიღნაღი) თბილისიდან საშუალოდ 70-90 კმ მოშორებით მდებარეობენ და ქვეყნის ცხოვრებაში არ თამაშობენ წამყვან როლს. რეგიონის არაჩვეულებრივი ლანდშაფტი (მთები, ქედები, მინდვრები, საძოვრები, ტყეები, უხვმდინარეობა), განვითარებული მეღვინეობა და კულტურული ძეგლები იზიდავს სულ უფრო მეტ სხვადასხვა სეგმენტის შიდა და უცხოელ ტურისტს, თუმცა აქაც თავს იჩენს პოლიტიკური უსაფრთხოების თემა. ჯერ ერთი, კახეთი ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის ორ „ცხელ“ ავტონომიურ რესპუბლიკას, დაღესტანსა და ჩეჩნეთს, რომლებთანაც აქვს უღელტეხილებით დამაკავშირებელი საფეხმავლო გზები. მეორე, აზერბაიჯანთან არ არის დასრულებული სადემარკაციო პროცესი, და ამის კვალდაკვალ  რეგიონში დროდადრო მძაფრდება სასაზღვრო მიწების, საძოვრების, ისტორიული ძეგლების განაწილების პრობლემა…

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: