"ლიდერის დღიური"

სამიტინგო კი არა, საგლოვია ეს ამბავი!


ჩემი აზრით, სამიტინგო კი არა, საგლოვია ეს მოვლენები!
გასაკვირია პოზიცია: „ხალხმა თავისი თვალით ნახა და აღშფოთდა“! აბა თავისი თვალით „აღმშენებლობებს“, ანაკლიას, ბათუმს და ლაზიკას რომ ხედავენ -აღტაცებულები იყვნენ? საქმე ისაა, რომ არსებული ხელისუფლების ტოტალური შიშის რეჟიმი + საზოგადოებრივი სიმშვიდე + ყოფითი კომფორტი (შუქი, გაზი, გზა, წყალი, ავტომობილი აუქციონზე, ახალი ტელევიზორი, მაცივარი, ლეპტოპი, ფეისბუქი და ა. შ.) დე-ფაქტო მოსახლეობას აწყობდა და სხვის ტანჯვაზე გაფიქრებაც აღარ სურდა. სხვის შვილს რომ იჭერდნენ და ყველა ჯურის სადისტი და ნაძირალა არნახული აღმოსავლური სისასტიკით აწამებდა, ხალხი გუნებაში ამბობდა: „მე ხომ ეს ფაქტების დონეზე არ ვიცი! მე ხომ არ ვიცი! მე არ ვიცი! მე რა ვიცი? არ ვიცი! არ ვიცი-რავიცი! ვინ მეკითხება?! ეს მე ხომ არ დამემართა?! ალბათ, მაინც რაღაც დააშავა/ღირსია/ქურდს, ბოროტმოქმედს ასე უნდა მოექცნენ, რომ სხვისთვის მაგალითი იყოს! ნუ როგორღაც გადაიტანს! ყოჩაღ მიშას, რა სანიმუშო წესრიგი დაამყარა!“. ეხლა, ჩემო კარგებო, ხალხი არა მხოლოდ შეძრწუნდა! რაც მთავარია, გაახსენდა, რომ რაღაც პოზიცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველაფრის მიმართ. ნაწილს იმიტომ, რომ ქულები სჭირდება, ნაწილს იმიტომ, რომ „ამაზრზენობაა!“, ნაწილს იმიტომ, რომ „მაესტრომ“ თქვა, ნაწილს იმიტომ, რომ ხალხი მის რეაქციას ელოდება და მიკუთვნებული როლის თანახმად უნდა „აღშფოთდეს“, ნაწილს იმიტომ, რომ სრულიად გულწრფელია და სხვა ფორმა პროტესტის ვერ წარმოუდგენია, ნაწილს იმიტომ, რომ ვიღაცამ შესთავაზა და ა. შ.
ქუჩაში გამოვიდეთ! მაგრამ რისთვის? საყვირლად? სოლიდარობის ნიშნად? იქნებ უკეთესია ერთ მშვენიერ დღეს დავსხდეთ, ყველამ ერთად ვიმსჯელოთ და სადმე საგულეში ამოვიტვიფროთ დასკვნები, პასუხები კითხვაზე: სად ვუშვებთ ასე და ასე აუტანელ შეცდომებს, რომ შედეგად ასეთი საზიზღრობები სისტემატურად გვემართება? რა მექანიზმები შევქმნათ, რომ არათუ ეს მოვლენები ავირიდოთ თავი? თვითონ ის ბოროტება როგორ ავირიდოთ, რომელიც აწ გახმაურებულ ბოროტებას წარმოშობს?
ვის აწყობს ამ პროცესების წამოწყება? ჩემი პასუხი არაფერს არ შეცვლის ამიტომ თქმადაც არ ღირს. უბრალოდ, ვინც დადგება ხელისუფლების სათავეში – იმას აწყობს.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “სამიტინგო კი არა, საგლოვია ეს ამბავი!

  1. მომეწონა ძალიან! აბსოლუტური რეალობაა…

    Posted by Keti Shaverdashvili | სექტემბერი 21, 2012, 11:57 AM
  2. batono soso, me tqvenit agprtovanebuli var. dzalian magaria :))) tsisia

    Posted by Tsisia | სექტემბერი 22, 2012, 4:19 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,086 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: