სექსლანდია

სექს-მოტივატორის ძირითადი შეცდომები


აურზაურმა წინა სტატიების შემდეგ („შენი მტრები ამას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ“, „საზოგადოება არასწორად აღიქვამს ამ ყველაფერს“, “შენი მდგომარეობის ადამიანს არ შეფერის ამაზე წერა“ და ათასგვარი „ღრუტ-ბლა-ბლა-ღრუტ-ღრუტ-ბლა“), ცოტა დამაფიქრა ჩვენი საარსებო გარემოს და ჩვენი სოციუმის მართლაც ტრაგიკული მდგომარეობის შესახებ და გადამაწყვეტინა ამ რუბრიკის ზოგიერთი დეტალი უფრო დამეკონკრეტებინა და დამეზუსტებინა. კეთილმოსურნე ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ გასულ სტატიებში თურმე ცინიკურად ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მამაკაცმა მანდილოსანი და ერთი სექსის შემდეგ (რომლის დროსაც მამამაკაცში ქალი ზიზღს გამოიწვევს) –  მიაგდოს. ზოგი გაოგნდა კიდეც: ნეტავ თურმე როგორ შეიძლება მამაკაცი მხოლოდ სექსით იყოს დაინტერესებული, და ისიც, სექსით „ყველა ქალთან“?! ერთმა მოაზროვნემ აღნიშნა, რომ თავდადებული აღმსარებლები ამ ყველაფერს სექსისაკენ პირდაპირ მოწოდებად ჩათვლიან (?) (არადა სექსი ხომ უნდა ლანძღო და შეაზიზღო ხალხს?!) და ლამის ჩამქოლავენ სხვადასხვა, მათთვის კარგად ნაცნობი პიარ-ხერხებით. ყველაზე კეთილგონიერებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ თუ ქალი გათავისუფლდა, ანუ მარცხნივ და მარჯვნივ მიცემა დაიწყო (რატომღაც მავანსა და მავანს თავისუფლება ტოტალური „მიცემომანია“ ჰგონია), „ერთი საბოზეთი იქნება“-ო და საქართველოს ნაცვლად ეს მრავლისმთქმელი ტერმინ-ქვეყანა დაისადგურებს-ო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მკითხველი დაინტერესდა თემით „სექსლანდია“ და, როგორც ჩანს, საკმაოდ ადექვატურად აღიქვა დაწერილი, მაინც აუცილებელი გახდა გარკვეული განმარტებების გაკეთება გამოქვეყნებულთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

 I

პირველი… რაც შეეხება ქალის „მიგდებას“ სექსის შემდეგ. ქართულ და უცხოურ მუსიკალურ კომპოზიციებს, სიმღერებს, მთლიან პროდუქციას თუ დააკვირდით, „მიტოვებულობა“ არა მხოლოდ ქალების საყვარელი თემაა, არამედ მამაკაცი პოეტებისა და მომღერლების. საბჭოთა, და კაცმა არ იცის, რომელი იდიოტიური მენტალობიდან მოდის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ქალი უქორწინო სექსის შემდეგ არის გაუბედურებული, დაზიანებული, გათელილი, ნირწამხდარი და, რბილად რომ ვთქვათ, გაბანძებულ-გაფარჩაკებული. ამ შეხედულებების თანახმად სექსის შემდეგ ქალს, როგორც მინიმუმ, თუ არა რეანომობილი, მამაკაცის გვერდში 24-საათიანი ყოფნა-თანადგომა, მოვლა-წამლის- მირთმევა-კლიზმა-სუდნოზე დასმა და ა. შ. ჰაერივით ესაჭიროება. 30-იანი წლების საბჭოთა მუშა-მეუღლის სამახსოვრო ფურცელში წერია, რომ სქესობრივი აქტის დასრულებისას თურმე კაცმა უნდა მისცეს ცოლს საშუალება დარჩეს მარტო, რადგან შეიძლება ქალს ტირილი მოუნდეს და ამ დროს მისი შეწუხება უბრალოდ დაუშვებელია!!! უკუნეთი წყვდიადი!

არც თანამედროვე სექსუალურ ლიტერატურაში, არც უძველესი მანუსკრიპტებში, სექსისადმი მიძღვნილ ინდურ, ჩინურ, იაპონურ, ვიეტნამურ და რომელ აღარ ტრაქტატებში, ქაჯურაჰოს უძველეს, არქიტექტურულ სექს-ანსამბლში, არც ერთ რელიგიურ წიგნში, სადაც ნახსენებია კოიტუსი, არსად არ არის ნახსენები, რომ სექსის შემდეგ ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უახლოვდება დანგრეულს, „გაცამტვერებულს“ და განადგურებულს. როგორც პარადოქსი, ჩვენთან დღესაც, XXI საუკუნის მეორე ათწლეულში, როდესაც მოწინავე საზოგადოებები მარსის, ვენერას, მზის სისტემის სხვა პლანეტების და რამის ირმის თანავარსკვლავედის „დაპყრობას“ გეგმავენ, ქმნიან კლიმატურ იარაღს, სინჯარებში ბავშვები გამოყავთ, კლონირება და გენური ინჟინერია ყოფითი მოვლენა ხდება, სასიცოცხლო რესურსების (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტერიტორია) მსოფლიო ომისათვის სერიოზული მოთელვები მიმდინარეობს, მრავალ გულანთებულ ადამიანს ისევ ჰგონია რომ:

ა) ქალი სექსის მერე არის დაჭმუჭნული ხელსაწმენდივით „ნახმარი“:

ბ) სექსი არის უსაზიზღრესი რამე/ან ყოველ შემთხვევაში შედეგები აქვს უსაზიზღრესი;

3) ლიბიდო, სექსის სურვილი, კოშმარული სატანური იარაღია და ჯობდა ეს სურვილი საერთოდ არ შეექმნა უფალს.

და ასეთი „საძაგელი“, ფორმითა და შინაარსით გამანადგურებელი, აქტის შემდეგ თუკი მამაკაცი ადგა და წავიდა (თუნდაც შემთხვევით ან რაიმე აუცილებელ საქმეზე), გამოდის, რომ ქალი „მიგდებულია“, ფასდაკარგული და გათელილი.

დღეს უკვე არსებობს რამდენიმე ვარაუდი თუ ვის აწყობდა მსგავსი, მართლაც დამანგრეველი, მენტალური კონსტრუქტის ჩანერგვა საზოგადოების ცნობიერებაში.

  1. საბჭოთა ხელისუფლებას, უკიდურესი ტოტალური შიშისა და დანაშაულის გრძნობის ჩაბეჭდვა ადამიანის ფსიქიკაში, კარგად ადგებოდა ტრანსფორმირებადი გეოეთნომასის სამართავად. სექსზე, ადამიანის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნილებაზე, დანაშაულის გრძნობის მიბმა, განსაკუთრებით მზაკვრული იარაღია, რომლითაც ათასწლეულების განმავლობაში საზოგადოება საცირკო ცხოველივით იწვრთნებოდა. აი, სად არის და უნდა ვეძებოთ ეშმაკის ხელი!
  2. საბჭოთა მმართველობის პერიოდში, როდესაც ხალხთა მასების უზარმაზარ სახმელეთო სივრცეზე გადაადგილებები მოხდა და სისტემატურად ხდებოდა (რაც შეედრება, ალბათ, ჩვენი ერის დასაწყისში ხალხთა და ტომთა დიდ გადასახლებებს) ქართველი ქალი აღმოჩნდა სლავ ქალთან უძლიერესი და არნახული კონკურენციის პირობებში. ძნელია და ხშირად არაეთიკურია ამ საკითხზე საუბარი განზოგადებებით, მაგრამ მაინც საჭიროა ითქვას. მთლიანობაში, რუს და უკრაინელ ქალს გააჩნია ფენომალური ხიბლი: დახვეწილი გარეგნობა, სადომაზოთამაშებით ნაკლებად გადატვირთული ფსიქოლოგია, გულისხმიერება, კომუნიკაბელურობა, მისაწვდომობა, ხალისი, შინაგანი უბრალოება და სხვა, რაც იშვიათი ერის ქალში ვლინდება ასეთი ჰარმონიით, ერთდროულობითა და სიუხვით. თავისთავად ეს მოსაზრება არ არის მხოლოდ სლავი ქალის აპოლოგია. უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართველ ქალს XX საუკუნეში, ფაქტიურად, ბრძოლა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოუწია ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქესთან. ეს მეტოქე ადვილად იპყრობდა ქართველი მამაკაცის გულსა და გონებას თავისი ყოფაქცევითი მოდელით „ფერია“, ადგილობრივი „სწერვის“ საპირისპიროდ. შესაბისამად, საყოველთაო ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში და მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ქარიშხალმა მრავალი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაიყოლა, საჭირო იყო აბობოქრებული „რუსული“ ქარ-ბორბალასათვის რაღაც დაეპირისპირებინათ. რა თქმა უნდა, თვითონ ეთნოკოლექტიური არაცნობიერიდან წამოვიდა ძვალში და რბილში გამჯდარი უძველესი ქართული შიდასაშუალება: დისკრედიტაცია, კომპრომეტაცია, გაშავება, ხალხის ზიზღის გადამისამართება, ცილისწამება და სხვა. და სულ მალეც ჩამოყალიბდა გარკვეული ხატი: „ბოზებისა და ლოთების ერი“, რომელსაც არ აქვს სიღრმე, უინტელექტოა, მდაბიო და ა. შ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული იყო ქალზე, რომელიც იყო: „პირწმინდად ბოზი“, „ჟიმაობდა 10-12 წლიდან“, შედეგად იყო გამყიდველი, არამდგრადი, მხოლოდ ის „იცოდა, როგორ ებოზა და მიეცა“, „მასთან ოჯახის შექმნა არ შეიძლებოდა“ და სხვა. გავრცელებული იყო წამოდგენა, „აბა როგორ მოვა რუსი ქართველი ქალის ერთგულებასთან?“, „რუსი მხოლოდ ბინძური სექსისათვის არის გაჩენილი“, „თუ შანსი ჩაუვარდა, გათხოვილიც რომ იყოს, მაინც მისცემს!“ და სხვა (საინტერესოა, რომ „შანსი თუ ჩაუვარდა“-ს პრობლემა დღეს ქართველი ქალის წინაშეც დგება).

სლავების/რუსების გაშავება-დაკნინების ხარჯზე შეიქმნა ქართველი ქალის უდიდესი უმწიკვლოების ხატი (ნუ თითქმის იმ დონეზე, რომ ქართველი ქალი ტუალეტში არ დადიოდა, არ იგინებოდა, არ ეწეობდა, ნარკოტიკს არ მოიხმარდა, სექსზე ხო საუბარი საერთოდ აღარ იყო). და თუკი საიდანღაც მაინც ამ ქალს სექსი მოუნდებოდა და ვინმე ბედოვლათი მამაკაცი ჩათრეული იქნებოდა ამ ქალის თამაშებსა და სექსუალურ მორევში, უმალვე მამაკაცის ჩადენილი „საზიზღრობა“ ქართველი ქალის მიმართ, ამ უკანასკნელის ზღაპრულ ხატს დაანგრევდა და მოსპობდა; მისი სახე ეთერის უმცირესი ატომებისა და მზის სხივებისაგან მოქსოვილი, განჰქრებოდა. ასეთი ქალისაგან წასვლა სექსის შემდეგ ქალის ფსიქო-ფიზიკური მკვლელობის ტოლფასი იყო და ამ დანაშაულილსათვის ერთადერთი საზღაური-გამოსასყიდი მამაკაცის საოჯახო უღელში შებმა იყო. ნუ ამის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი და საკმაოდ მაღალი შთაგონების უნარის მქონე ჰაერისა და მზის სხივებისაგან მოქსოვილი არსებები იმდენად დაამარიონეტებდნენ ხოლმე კაცს, რომ „რუსული საფრთხე“ მეტ-ნაკლებად ნეიტრალდებოდა. დღესაც, როდესაც საუბრობენ რუსეთთან დაახლოებაზე, საზღვრების განხსნაზე, უვიზო რეჟიმზე, რფ-სადმი უფრო ლოიალურ პოლიტიკაზე და ა. შ., აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ პროცესის მომხრეები ძირითადად ქართველი მამაკაცები უფრო არიან, რომლებსაც საბჭოთა პერიოდის პოლიგამია ან მონაყოლი პორნოისტორიები ახსენდებათ. რაც არ უნდა იყოს, ქართველ ქალებს რუსეთთან დაახლოვების თუ არ ეშინიათ, დიდად არც ეპიტნავებათ ეს იდეა. ჯერ ისედაც ქვეყანა შეწუხებულია „კაცის“ (ტიპაჟი: „გამიგე, მაჭამე-მასვი, დამაფინანსე, გამართე სანახაობებით, მითხარ, რა მინდა!“) არარსებობის“ პრობლემით, და თუ რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგების ფაზაში გადავიდა, თქვენ მერე ნახეთ მამაკაცების მასობრივი მიგრაცია ქვეყნიდან, უბრალოდ სექსუალური თავგასდასავლების წყურვილით! ასე რომ, უნდა ითქვას – რუსოფობებს ქვეყანაში საიმედო მომხრეები ჰყავთ ქართველი ქალის სახით.

II

 მეორე, რაზეც მინდა რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო, ეს არის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება და არსებული რელიგიური დოქტრინები.

თავისუფალი და უღელდადებული სექსი! ეს თემა ჩვენი საზოგადოებისათვის მთლიანობაში იმდენად სენსიტიურია, რომ მასზე მსჯელობაში თუ შევტოპეთ, არ გამოვრიცხავ, რომ სისხლიც დაიღვაროს. (რისთვის? – იკითხავთ. ჩემთვისაც, სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგებარია, რადგან, სადაც საჭიროა იქ, ხალხი გვარიან „ზადნს“ აძლევს!), მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიხმაუროთ, საქმე მაინც მიდის სოციალური სტატუსის დაცემამდე, რომელისაც თავისუფალი სექსის იწვევს. საზოგადოების აზრით, ქალს, რომელსაც რამდენიმე (თუ რამდენიმე ათეული არა) სექსუალური პარტნიორი ჰყავდა „ბოოოოოოზიიიიიაა!!!“. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთ ქალს:

ა) გაუჭირდება მაღალი ან „კულტურული“-ელიტური წრის მამაკაცთან შეუღლება („ფუ, რა ბანძი კაცია/გიჟი ხომ არ არის?! ბოზი უნდა შეირთოს!“);

ბ) გაუჭირდება სოციალური ლიფთინგი, რადგან, როგორც გასულ სტატიებში აღინიშნა, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სექსუალური ცხოვრების ქალი ავანტიურისტ და ნაკლებად სანდო პირად ითვლება (ხშირად არც თუ უსაფუძვლოდ);

გ) მოექცევა მეგობრებისა და საზოგადოების მუდმივი წნეხის ქვეშ (თუმც ამ ფუფუნებას, ანუ საზოგადოებრივ ზეწოლას, არც სხვა, უფრო სათნო ადამიანები არიან მოკლებულნი).

ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, როდესაც ადრეული ქორწინება (14 წლიდან) ან ქალიშვილობის შენარჩუნება ყველა საშუალებით (პეტინგის ნაირფეროვნების ჩათვლით), ხდება იდეა-ფიქსი. არც „მარაზმეა“ და არც „ედეოტეზმე“, არამედ ჩვეულებრივი კომპრომისი სექსუალურ და თვითგადარჩენის ინსტინქტებს შორის – ძვირფასი ხარკი ტრადიციებს და იმავდროულად გამძვინვარებულ ლიბიდოს. საინტერესოა, რომ თუკი ქალ-ვაჟის ურთიერთობები ამ დონეზე შეწყდება (ხშირია შემთხვევები ორალური, ანალური, კლიტორალური და სხვა სექსის), აქ ქალი არ ითვლება „მიგდებულად“! პირიქით, ის გადარჩენილია და ამაყად აგრძელებს გზას, როგორც სექსგამოცდილებანაზიარები, ცოტა არ იყოს, რელაქსირებული ადამიანი! ვაგინალური სექსის ასეთი საკრალიზაცია („გააკეთებ – ყველაფერს დაკარგავ!“ „რაც გინდა გააკეთე, მაგას ნუ შეეხები!“), რა თქმა უნდა, მიუთითებს რიგ არქაულ და საკმაოდ ქვეინსტინქტურ აკრძალვებზე, რომელთა გამოტანა სამსჯავროზე ჯერჯერობით ყველას უჭირს (მიმოიხედეთ და იპოვეთ ყველგან ფალიური და ვაგინალური სიმბოლიკა) და, სინამდვილეში, უფრო პროფესიული და დახურული დისკუსიის საგანია.

ამ საკითხის ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მიგდებული და შეურაცხყოფილი ქალის როლი, ეს ჩვეულებრივი ქალური თვითგადარჩენის, სოციალური სტრესისადმი ადაპტაციისა და შურისძიების მოდელია. ეს მოდელი გამოიყენება მაშინ, როდესაც ქალი ვერ თამაშობს საკუთარ თამაშს და ვერ მართავს მამაკაცის გადაწყვეტილებებს. მთლიანობაში თითქმის ყოველ ქალს დადმგული აქვს  ერთი, და არაერთი, ფილმი სახელად „მიტოვებული და დაიმედებული კაცი“, სადაც ეს პერსონაჟი სასტიკად იტანჯება და გულმწორული ოცნებით მოელის ქალის დაბრუნებას. ამასთანავე იშვიათი გასათხოვარი ქალია წინააღმდეგი მის გარშემო პატარა კარნავალი გაჩაღდეს: გალოპით დაჰქროდეს გავეშებულ მამაკაცთა რემა, საბურავებს წვამდეს, უმესიჯებდეს რადიოებსა და ცენტრალურ ტელეკომპანიების მორბენალ სტრიქონებს ამ ქალისადმი მიძღვნილ სასიყვარულო სმს-ებს და ა. შ. ქალი კი ამ დროს იმეორებდეს „ვაემეეეე, გეჟეა! წავედეს-რა, თავე დამანებოს-რა, ათასჯერ ვუთხარე, რომ არ მიყვარს!“.

 რაც შეეხება, დამოკიდებულაბას თავისუფალი სექსუალური ცხოვრების მიმართ. მსჯელობა იმაზე, რომ სექსი აუცილებელი კომპონენტია ადამიანური ცხოვრების, შეიძლება უაზროც არ იყოს, იმის გათვალისწინებით რა ველური წარმოდგენები მეფობს ჩვენს საზოგადოებაში. თუმც ეს აბზაცები მაინც სოციუმში გაბატონებულ მორალიზირებას ეძღვნება! ისინი, ვისაც სექსის თემა სიბინძურედ მიაჩნია, ამ სტრიქონებამდე, წესით, არც უნდა მოსულიყივნენ და მარჯვენა მაღალ კუთხეში დიდი ხანია უნდა დაგეკლიკებინათ. სექსი ის თემა არაა, რომელიც მსჯელობით დასტურდება ან ვერბალური არგუმენტაციით მყარდება. სექსუალობა უბრალოდ ადამიანის ძირითადი ინსტინქტია!

ხოლო მას, ვისაც სექსის თემა აინტერესებს, უნდა შესწევდეს სიმამაცე არ ატყუოს საკუთარი თავი. ამ სტატიების მიზანი არ არის ვინმე გადაიყვანოს საკუთარი მრწამსიდან, ან რაიმე სკოლის ან შეხედულებების სისტემაზე დაიყოლიოს. უბრალოდ, არსებობს რიგი პრინციპული მომენტების, რომელიც თავისუფალ ადამიანს ცხადად უნდა ესმოდეს.

  1. თუ მამაკაცს მოსწონს ქალი და ქალს მოსწონს მამაკაცი, და მათ შორის არსებობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული ურთიერთმისწრაფებები, არავის აქვს უფლება არეგულიროს/შეზღუდოს მათი სექსუალური სურვილები. სექსი მხოლოდ მათი პირადი მოლაპარაკების თემაა. თუ საზოგადოება ამ საკითხებში ერევა – ერევა გარკვეული ანგარებიანი მიზეზებით; რაც უფრო დანევროზებულია საზოგადოების ყოველი წევრი მით უფრო მართვადია იგი და პროგნოზირებადი მისი ყოფაქცევა. რაც უფრო დათრგუნულია საზოგადოების წევრის ლიბიდო, მით უკეთესი მომხმარებელია ეს წარმომადგენელი ათასგვარი საინფორმაციო პროდუქტის, პრეპარატების თუ საქონლის – სოც-ქსელები, თამაშები, პროგრამები, ავტომობილები, პირადი ჰიგიენის ხაზები, მსუბუქი ნარკოტიკები, ფილმები, იდეები და ა. შ. საუბრები დაუგეგმავ ორსულობაზე, ვენერიულ დაავადებებზე, ფსიქოლოგიური ეკოლოგიის ნგრევაზე და სხვა, მართებულია იმდენად, რამდენადაც. ამ პრობლემებზე უფრო დიდ ზიანს წყვილისათვის მოაქვს იმ ზოგად ნევროტიზაციას, რომელსაც მძლავრი საზოგადოებრივი ცენზურა იწვევს.
  2. ნებისმიერი სექსუალური აქტი მონაწილე მხარეების პირადი პასუხისმგებლობაა. სექსს მოაქვს ძლიერი სიამოვნება, დადებითი ჰორმონალური პროცესები, ცხოვრებისეული გამოცდილება, მაღალი თვითშეფასება და, შესაძლებელია, აქვს გარკვეული უკუშედეგებიც.
  3. მამაკაცს, აქვს უფლება უბოდიშოდ და დანაშაულის გრძნობის გარეშე ეძიოს სასურველი ქალი/ქალები, დაუახლოვდეს მას/მათ და ეცადოს მის/მათ სექსისათვის მოტივირებას, თუ ეს არ ლახავს მის/მათ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს. იგივენაირად ქალს! ნებისმიერი, ვინც ცდილობს აკონტროლოს ადამიანის ყოფაქცევა ღვთის, მეფის, კონსტიტუციის, პარტიის, წმინდანის, ბოდჰისატვას, მონღოლეთის სახალხო ხურალის, კიმ ირ სენის, წინაპრების ურყევი ტრადიციების და ა. შ. სახელით, ჩვეულებრივი მანიპულატორია. თითოეული ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი თავის სექსუალურ ცხოვრებაზე, თავის სქესობრივ ორგანოებზე, თავის სულიერ მდგომარეობაზე.
  4. ფიქაფერი, სექსუალური მოტივატორი, შემბმელი, რაც არ უნდა ვუწოდოთ, ეს არ არის რაღაც პროფესია, ან ყოველდღიური საქმიანობა. ეს არის უნარ-ჩვევების გარკვეული ჯგუფი, რომლის გამოყენება მამაკაცს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ, როდესაც მოინდომებს სასურველი ქალის გულისა და სხეულის მოგებას.
  5. ცხოვრება და ყოფიერება გაცილებით უფრო რთული და გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ერთ ცალკეულ ადამიანს, დოქტრინას, სისტემას ან სკოლას შეუძლია გადმოსცეს. მაშასადამე, XXI საუკუნის კაცი თვითონ უნდა იყოს საკუთარი ცხოვრებისეული ნაბიჯებისა და მორალის განმსაზღვრელი.

 III

 მესამე ისაა, რომ არსად არ მქონდა ნახსენები, თითქოს სექს-მოტივატორი სექს-მანიაკი და სატირიაზია; ან თითქოს გააჩნია საშინელი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა და ცდილობს სექსუალური ურთიერთობები ყოველ შემხვედრთან დაამყაროს; აგრეთვე, მოეფეროს გასაბერ, კედელზე დახატულ, გახმოვანებულ, და ღრუბლებში მოცეკვავე ქალის სიმბოლოებს🙂. პირიქით, სექს-მოტივატორი საკმაოდ დახვეწილი გემოვნებისა და არჩევანის ადამიანი უნდა იყოს. მას უნდა გააჩნდეს მაღალი ესთეტიკური თვისებები, ყურადღება და დაკვირვებულობა, ინტუიცია და ემპათია. ადექვატურად პოზიტიური თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, სილამაზის გრძნობა, შინაგანი კეთილშობილება ეხმარება მას ზუსტი არჩევანი შესაბამის ქალ-პარტნიორებზე გააკეთოს. სექს-მოტივატორი კარგად აცნობიერებს სწორი არჩევანის ფასს და არ ეძგერება ხოლმე ყოველ მეორე ნევროტიკს, რომელთანაც ურთიერთობა აუცილებლად დასრულდება ყველაზე უფრო აკრძალული ქიმიური იარაღის ტოლფარდი შხამისნთხევით.

 IV

 მეოთხე, ესაა სექსუალური თავისუფლების პერიოდის დადგომა ჩვენს ქვეყანაში, ანუ ე. წ. სექსუალური რევოლუცია. რა მოხდება თუ ქართველმა ქალმა დაიწყო თავისუფალი სექსუალური ცხოვრება და ქართველმა კაცმა ეს ყველაფერი, როგორც ბუნებრივზე ბუნებრივი მოვლენა აღიქვა? პასუხი მარტივია. გვინდა არ გვინდა, ვირტუალურად ასეთი პროცესი უკვე დაწყებულია (შეიხედეთ და ნახეთ ვინ, რამდენ დროს და რაში ატარებს სოცქსელებში); რეალურად კი – დიდი ხანია ნაწილობრივ მაინც შესულია აქტიურ ფაზაში. აკრძალვები, რომლებიც ღრმად დანაჭდევებულია ქართულ ტვინში, ჯერ კიდევ საკმაოდ მძაფრია (იგივე ვაგინალური სექსის აკრძალვისა არ იყოს) რეგიონალურ თემებში. სწორედ ამიტომაც ძირითადად თემი ინარჩუნებს იმ ძველი, ტრადიციული „საქართველოს“ სახეს. მაგრამ ურბანიზაცია, თემებიდან მოწყვეტა, თემური ურთერთკონტროლის შესუსტება, ქალის საყოველთაო დასაქმება, ქალის შემოსავლების ზრდა და საქმიანობების დივერსიფიკაცია, დამოუკიდებელი გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ იწვევს სრულიად სხვა ტიპის მანდილოსნის ჩამოყალიბებას. ის, რაც ჯერ კიდევ აყოვნებს ქალს დაიწყოს აქტიური სექსუალური ცხოვრება ესაა:

  • მაღალი კონკურენცია ადგილობრივი მამაკაცისათვის;
  • ადგილობრივი მამაკაცის ნამდვილი თუ მოჩვენებითი მასკულინური, ბრუტალურ-დომინანტური თვისებები;
  • რელიგიურ-ტრადიციული მოტივები.
  • მამაკაცური სქესის ზოგადი დეპრესია და აპათია ქალის მიმართ; ალტერნატიული სტიმულების გაჩენა – ვირტუალური რეალობების სახით – ნარკოტიკები, თამაშები, პორნო, როსკიპები და ა. შ.

კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის ე. წ. „თავისუფლებისაგან გაქცევა“. შინაგანი თავისუფლების დეფიციტის პირობებში, გარე თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს პიროვნებისათვის და იგი წყეულ გალიაში საკუთარი ფეხით ბრუნდება. ანუ გარე, საკანონმდებლო დონეზე გარანტირებული თავისუფლებები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქალი/კაცი შინაგანად თავისუფალია.

სხვათა შორის, მსგავსი მოვლენა ეროვნულ დონეზეც შეინიშნება კითხვის სახით „რაში მჭირდება ეს თავისუფლება?“. თუ დამოუკიდებლობის პერიოდის განთიადისას პოპულარული იყო ლოზუნგი „თუნდაც შავი პური ვჭამოთ, მაგრამ ჩვენი!“, დღევანდელი ტენდენცია, ალბათ, როგორც შედეგი სახალხო დაკვირვევებისა და თაობების გამოცდილების დაკრისტალიზების, გამოსჭვივის მოსაზრებაში: „პატარა ქვეყანა ყოველთვის ზესახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული!“.

ასეა თუ ისე, მიმდინარე ურბანიზაცია და ქალაქური ცხოვრების ტემპი აჩქარებს სექსუალური პარტნიორების ცვლას ორივე სქესის ცხოვრებაში, ან, ყოველ შემთხვევაში, ამძაფრებს ახალ-ახალი პარტნიორების შერჩევის მოთხოვნილებას.

მიმდინარე გაცხადებული სოციალ-კულტურული კონფლიქტი არის დაპირისპირება არა მხოლოდ აგრარული და პოსტინდუსტრიული ცივილიზაციების, მოდერნისა და კონტრმოდერნის, ტრადიციულისა და დასავლურის, რელიგიურისა და გეოპოლიტიკურის. ეს არის ბრძოლა ინტელექტუალური და პოსტინდუსტრიული ცხოვრებისათვის აუცილებელი რესურსების გამოსავლენად, რაც ახლო მომავალში დაუფარავად გამალებულ სახეს მიიღებს. ამ ბრძოლაში ქალის კონტროლის თემა სამუდამოდ ამოვარდება დღის წესრიგიდან. მისთვის არავის აღარ ეცლება – არც ეკლესიას, არც სახელმწიფოს, არც თემებს, რადგან ნებისმიერი, XX საუკუნიდან გადმოსული, სტრუქტურის რევიზიისა და ყოფნა-არყოფნის საკითხი მწვავე სისასტიკით დადგება საზოგადოების წინაშე.

პირველი და მეორე ესე-სტატიების სკანდალურმა რეზონანსმა გარდა ამ ყველაფრისა გადამაწყვეტინა, კიდევ უფრო ზუსტად ამეღწერა სექს-მოტივატორის პიროვნება. ამ აღწერილობის მეტი სიმკვეთრისათვის კი უმჯობესი იქნება არა ძლიერი მხარეების, არამედ ძირითადი შეცდომების ჩამოთვლა, რასაც სექს-მოტივატორი უშვებს ხოლმე სასურველი სუბიექტის სექსისათვის მოტივირების პროცესში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სექს-მოტივირება ეს არ არის პროფესია, არ არის საშოვარი, არ არის გარყვნილება (მარტივი ჭეშმარიტება – გარყვნილობას  ყველაზე ადვილად გარყვნილები ამჩნევენ ხოლმე!). სექსუალური მოტივირება ეს არის უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც კაცის ხასიათში, თვისებებში უნდა იყოს გამჯდარი და გამოყენებულ იქნას საჭიროების შემთხვევაში. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება პარალელი მებრძოლთან გავატაროთ, რომელმაც იცის ტაქტიკური თავდაცვა და შეტევა, მაგრამ მთელი დღე სროლით, გამაყრუებელი ყიჟინითა და ყუმბარების ტყორცნით როდის არის გატაცებული?!

სექს-მოტივირება ეს არის საქმიანობა, რომლითაც ერთხელ მაინც დაკავებულა მამაკაცთა უმრავლესება განურჩევლად რასის, წარმოშობის, ეროვნების, ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების. სექს-მოტივატორი არ ძალადობს, არ ცდილობს ვინმეს მოახვიოს საკუთარი სურვილები და პიროვნება. როგორც წესი, თუ იგი ოსტატურად მოქმედებს, მისი საქმის დიდ ნაწილს უკვე თავად პოტენციური პარტნიორი (ქალბატონი) აკეთებს ხოლმე. სექს-მოტივირება არ არის არც მეორე ადამიანის გარყვნა, არც მუქარა და არც შანტაჟი. სექს-მოტივირება ხელოვნებაა, რომელიც მიმართულია პარტნიორთან მაქსიმალურად სასიამოვნო და შინაარსიანი კომუნიკაციის დამყარებისაკენ, პარტნიორის ფსიქოლოგიისა და სულიერი სამყაროს დაზიანების გარეშე.

სექსუალური მოტივირება არ არის რაიმე განსაკუთრებული ფორმა მოტივირებისა. მას გამოიყენებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში – საჯარო გამოსვლებში, პოლიტიკაში, ტელეპროექტებში, შოუ-ბიზნესში, მარკეტინგში და ა. შ. ადამიანში ფუნქციონირებადი სექსუალური მოლოდინის რეჟიმის გამძაფრება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ილეთია რეკლამაში, ორატორულ ხელოვნებაში, კინოში და სხვა.

ასე რომ გთავაზობთ მოცემული ესეს ყველაზე საინტერესო ნაწილს: რა ძირითად შეცდომებს უშვებს მამაკაცი, როდესაც იწყებს სასურველი ქალის სექსისათვის მოტივირებას.

  1. ზედმეტად აჭიანურებს საწყისი კომუნიკაციის, გაცნობის პროცესს. მისალმებას, გამოჩენას, შთაბეჭდილების მოხდენას, დამშვიდობებას – ამ ყველაფერს ძალიან მცირე დრო სჭირდება და ძირითადი მესიჯების მოქცევა-მოსწრება ამ ინტერვალში თავისუფლადაა შესაძლებელი. გაცნობის პერიოდში დრო კაცის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მივედი, ვნახე, გავიცანი, გამოვართვი ტელ. ნომერი – მეტი ამ ეტაპზე არაფერი საჭირო არ არის.
  2. კარგად არ იცნობს ადგილობრივ მენტალობას და კულტურას და ამასთანავე ბოლომდე გარკვეული არ აქვს საკუთარი ღირებულებები ანუ „რას ნიშნავს შებმა?“ „რატომ აკეთებს ის ამას?“, „რა მოაქვს მისთვის ასეთ ცხოვრებას?“. დროდადრო დანაშაულის გრძნობაც ტანჯავს – „ვაიმე, ნაღდად დავისჯები!!!“. თუ კაცს ქალებთან ურთიერთობა და თავისუფალი სექსი სატანის მსახურებად მიაჩნია, სულაც არ არის აუცილებელი საკუთარი მორალის წინააღმდეგ აჯანყებებისა და დემარშების მოწყობა. სხვათა შორის არავინ არავის არ აძალებს ქალების შებმას. ქვეყნად არსებობს უფრო მარტივი, უბრალო და უსაფრთხო საქმიანობები.
  3. ეჭვი ეპარება საკუთარ მოქმედებების სამართლიანობაში, მართლზომიერებაში, „ადამიანობაში“ და ა. შ. და აქტიურ ქმედებების განხორციელებისას ორჭოფობს და  ბორძიკობს.
  4. არასწორად ურთიერთქმედებს პოტენციურ სექსუალურ პარტნიორთან. იგულისხმება არასწორი სტრატეგიის შერჩევა; სტრატეგია „ყურადღების მათხოვარი“, მაგალითად, თავიდან ბოლომდე წამგებიანია და „დაუნიზმის“ ნაირსახეობას წარმოადგენს. იშვიათი ქალი წვება მათხოვართან (წაიკითხე ესე #2).
  5. კონკრეტულად არ იცნობს ქალთა სეგმენტს მოცემულ თემში, ქალაქში, რეგიონში, რომლის წარმომადგენლებთანაც შესაძლებელია რეალური სექსუალური ურთიერთობების დამყარება. დროს კარგავს იმ ადამიანურ გარემოში, სადაც წინდაწინვე ყველაფერი გაჭიანურდება და უაზრობების, ძიძგილაობის სფეროში გადავა.
  6. გარკვეული არ აქვს ვინ და რა უნდა სექსში. შესაბამისად, მუდმივად განწირულია მიიღოს მრავალჯერადი განხიბვლები ურთიერთობების ყველა სფეროში.
  7. არ იცნობს ადგილობრივ ქალს, უფრო მეტიც, ამ ქალის მიერ სექსის შესახებ გადაწყვეტილებას მიღების სტრატეგიებს. ის, თუ როგორ იღებს ქალი გადაწყვეტილებას კაცთან დაწოლის შესახებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა სექს-მოტივატორისათვის.
  8. აქვს რიგი არაადექვატური შეხედულებების, როდესაც ფიქრობს, რომ ნივთების შეგროვების შედეგად მის მოტრფიალე ქალების კონტინგენტი ერთიათად გაიზრდება. „ბეენვე“ და სხვა „დერზკი-ავტომობილები“, ოქროს აქსესუარიკა, ბარსეტკები და ძონძები, რა თქმა უნდა სტატუსის მიმანიშნებელია. თუმცა ნამდვილად მაღალ სოციალურ სტატუსს, რომელიც ქალებს ძალიან ხიბლავთ, სხვა სხვანაირი ინვესტიციები ესაჭიროება.
  9. ვერ ახდენს ქალის ფსიქო-ფიზიოლოგიური მდგომარეობის ზუსტ დადგენას, დიაგნოსტირებას, რათა შემდეგ ადექვატურად იმოქმედოს. ანუ არ იცის რას ფიქრობს ქალი და რა სურს ქალს მოცემულ მომენტში. ჩვენთან ეს თემა (რას ფიქრობს ქალი) მით უმეტეს რთულია. შეიძლება ქალის სხეულის ენა, ალან და ბარბარა პიზები, ჯულია ფასტი, მაქს ეგერტი, არავერბალური კომუნიკაციის სხვა დიდი სპეციალისტები, პირადი გამოცდილება ჩაგჩიჩინებდნენ, რომ ქალს ძალიან-ძალიან უნდა სექსი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ქალი უბრალოდ მეგობრულად გიყურებს და „შენგან ამას ვერ წარმოიდგენდა“. ამ თავსატეხების თავიდან ასაცილებლად მრავალი ქართველი ჯენტლმენი „საუნას“ მიაშურებს ხოლმე: ლაკონური და „უბრალოდ“ სექსი!
  10. ეშინია, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოტივირების პროცესის შედეგებს, ან კიდევ პოტენციური პარტნიორი თავისზე უფრო მაგარი/ლამაზი/მიმზიდველი/კარგი ჰგონია.  
  11. ნაადრევად ნებდება ან ჩქარობს. უარის, უარყოფის, „არა“-ს შემდეგ თავს ანებებს მოტივირების პროცესს, მაშინ როდესაც ეს მხოლოდ შუალედური ეტაპია ქალ-ვაჟური კომუნიკაციის, ანუ მამაკაცის შემოწმებაა.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “სექს-მოტივატორის ძირითადი შეცდომები

  1. საჭირო და დროული სტატიაა.

    Posted by ia | August 26, 2013, 9:48 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: