სექსლანდია

ვის აძლევენ ქალები ანუ მამაკაცი, რომელსაც ქალები უარს უბრალოდ ვერ ეუბნებიან


წინა სტატია უფრო მეტად ანალიტიკური და მიმოხილვითი გამოვიდა. ვერ შეგპირდები, მკითხველო, რომ წინამდებარე ჩანაწერი გასულზე მარტივი გამოდგება, თუმც მთლიანობაში ვეცდები დღევანდელი ჩვენი შეხვედრა უფრო ყოფითი, პრაქტიკული და კონკრეტული გავხადო. თემა „სექსლანდია“ იმდენად სახალისო და აზარტული აღმოჩნდა, რომ, ვფიქრობ, ახლო მომავალში გარკვეული კონკრეტული პროექტის სახეც მივცე – ტრენინგები, შეხვედრები, დისკუსიები, აუდიო და ვიდეოპოდკასტები – ყველაფერი ის რაც დახვეწს განვითარებით დაინტერესებული სექს-მოტივატორის საკომუნიკაციო ოსტატობას.

დავამატებდი, რომ გადმოსაცემი იდეების სიმრავლესა და ჩოჩქოლში, „სექსლანდიაში“ მოწოდებული მასალები მკითხველს შეიძლება ცოტა უსისტემოდ და ქაოტურადაც მოეჩვენოს.  იმასაც ვიტყოდი, რომ მოცემულ ეტაპზე ამ ყველაფერს ვერ ექნება წიგნის ან სისტემის აწყობილი კონცეფტუალობა, მაგრამ მაძიებელი აქ მაინც იპოვის იმ რაციონალურ მარცვალს, რომელიც მას ახლო მომავალში ძვირფას მოსავალს მისცემს.

ასე რომ, ვაგრძელებთ მსჯელობას „სექსუალური მოტივატორის“ შესახებ. ვინმე ესთეტს მოცემული ჩანაწერები შესაძლოა უგულო და ცინიკური მოეჩვენოს, თითქოს სექსუალური ურთიერთობების სურათს ისე წარმოვადგენ, რომ უარყოფილი იყოს გრძნობები და ყველაფერი გათვლითი, ანგარიშიანი და დადგმითი იყოს. კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ, შებმა მამაკაცისათვის საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს ადექვატურ ფსიქოლოგიას, ცოდნასა და უნარებს, შესაბამის ბრძოლისათვის მზაობას, რისკს, პიროვნულ თვისებებს და სხვა. შესაბამისად, გრძნობების და სურვილების რეალიზებას ყველაზე მეტად სტრატეგიის ცოდნა სჭირდება.

გასული ჩანაწერის ფინალურ ნაწილში მე სულ ვუტრიალებდი ქართველი ქალის სექსუალური შებოჭილობის თემას. ვფიქრობ, ქალბატონები არ დამადანაშაულებენ ტენდენციურობაში; გამოგიტყდებით, რომ ქალზე მეტად, ალბათ, ქართველი მამაკაცია დაკომპლექსებული. მაგრამ ეს ვინ უფრო მაგარი და ვინ უფრო-უფრო მაგარია, მოდით ტოქ-შოუებს მივანდოთ, ხოლო ჩვენ რეალობას  გავუსწოროთ თვალი და უბრალო, პრიმიტიულ ჭეშმარიტებების აღწერას შევუდგეთ.

  1. ჩვენთან (და ჯერჯერობით თითქმის ყველგან) სექსს ითხოვს მამაკაცი, ხოლო გასცემს ქალი. შესაბამისად, რაგინდ უნებისყოფო ან ფრიგიდულიც არ უნდა იყოს, მაინც ისევ ქალი განსაზღვრავს შედგება თუ არა საკომუნიკაციო პარტნიორებს შორის სქესობრივი აქტი. ნებსით თუ უნებლიეთ, დაკერილი თუ აღტაცებული, გაცნობიერებით თუ ხიბლშეპყრობით, გადაწყვეტილებას იღებს მანდილოსანი.
  2. მიუხედავად იმისა, რომ ოდითგანვე ქართველი მამაკაცი და საქართველოში მცხოვრები სექსის დაბალი შანსების მქონე ალქაჯი-ქალები, მთელი მათი უნიკალური ერთობლივი გონიერებით, ცდილობენ არეგულირონ საშუალო ქართველი მანდილოსნის სექსუალური ცხოვრება, ქვეყანაში მაინც „მოიპოვება“ (!) რაღაც ფენა ქალების, რომლებიც შედარებით თავისუფალ ცხოვრებას ეწევიან. ანუ თუკი ამ პირობითი სოციალური ფენის ქალს ახლადგაცნობილი მამაკაცი იზიდავს და მოსწონს, წყვილს შორის სექსუალური კონტაქტი მყარდება. ამ ფენას მეტ-ნაკლებად მიეკუთვნებიან:
  • ქალები, რომლებმაც ადრე დაიწყეს სექსუალური ცხოვრება;
  • განათხოვარი ქალბატონები, რომელთაც დაუნგრიეს/დაანგრიეს ოჯახები (ცოტა სასაცილოა ფრაზა „დაენგრათ ოჯახი!“ „რა, კახეთის ტორნადოა?“) და არ ჩქარობენ ახალ უღელში შებმას;
  • „გვიანგაღვიძებულები“, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდობაში პურიტანული აკრძალვების მარწუხებში გატარებულ წლებისათვის რევანში აიღონ და მოასწრონ;
  • ნიმფომანები;
  • ქალები, რომლებმაც გარკვეული ლიბერალური აღზრდის ან წრის გავლენის შედეგად უკონფლიქტოდ გადალახეს ქალიშვილობის ბარიერი და საკმაოდ მშვიდად აღიქვამენ სექსუალურ ურთიერთობებს;
  • ქალები, რომლებიც საკუთარი ძუძუებითა და ვაგინით იკვლევენ გზას კარიერის კიბეზე;
  • უცხოეთიდან, გარკვეული, არც თუ ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ დაბრუნებული ქალბატონები, რომლებიც სექს-ცხოვრების ჩვენებურ ტოტალურ კონტროლის გამო შეძრწუნდებიან ხოლმე („უეეეემეეე, ნუ რა მარაზმეა!“) და განაგრძობენ „ევროპელობას“;
  • გათხოვილი ქალბატონები, რომლებსაც სურთ, რომ ვინმე მაინც ადამიანურად მოეფეროს, შემდეგ  კარგად გაჟიმოს და თავი ცოცხალ მდედრობით არსებებად აგრძნობინოს.
  • სხვა!!!

გასაგებია, რომ თუკი ამ სიას ევროპელს ან, გნებავთ, სლავს გადაუთარგმნით, უკანასკნელს შეიძლება წინამდებარე ჩანაწერი ან ახალი პაპუა გვინეის განაპირა კუნძულის ტომის ბელადის ფირმანი ეგონოს, ან კიდევ რაიმე იუმორისტული სკეტჩის ფრაგმენტი. თუმცა, რანაირადაც არ უნდა იყოს, ხელმისაწვდომ ქალთა კატეგორიის სეგმენტაცია (გამოკვეთა), თანამედროვე შემბმელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა. ვთქვათ, რუსი ან უკრაინელი ფიქაფერის ქალთა სამიზნე აუდიტორიიდან ავტომატურად გამოირიცხებიან არასრულწლოვნები, შეურაცხადები, მიცვალებულები და ა. შ. ქართველი შემბმელისათვის კი აკრძალული ჯგუფების რაოდენობა იმდენად მიისწრაფვის უსასრულობისაკენ (ქალიშვილების ურდოები, „დაიკოები“, კლასელები, აღმსარებლები, უბნელ-მეზობლები, „კარგი ადამიანები“ და ა. შ.), რომ საბოლოოდ სამიზნე ჯგუფში დარჩენილ ქალთა რაოდენობა უკუპროპორციის წესით ასევე მიისწრაფვის… ოღონდ ახლა უკვე, უსასრულო მინიმუმისაკენ. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? თუ, მაგალითად, რუსეთში ან ევროპაში რაიმე წვეულებაზე (დისკოთეკა, კონფერენცია, კონცერტი, რაუტი და ა. შ) შეყრილი 100 ქალიდან სიმპათიურ ჯენტლმენს/სექსუალურ მოტივატორს აქვს მაღალი შანსი ჰქონდეს სექსი შეკრებილების არანაკლებ 60 %-თან, საქართველოში ეს მაჩვენებელი თავდაპირველად ჩამოდის 10 %-ზე, ხოლო შემდგომი გაცნობის ვითარებაში მერყეობს 1-დან 5 %-მდე და ისიც იდეალურ ვარიანტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადგილი აქვს ან დალევას, ან გლობალურ მარჯვენოხელომანიას, ან ტოტალურ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას; თვალებითა და სხეულით მოხტუნავე ქალ-ვაჟებს, არშემდგარ კოიტუსებს და მეორე დღეს უმიზეზოდ გამწარებულ უბრალო მოქალაქეებსა და თაყვანისმცემლებს.

წარმოიდგინეთ ახლა რა რთულ სიტუაციაში უწევს მუშაობა თანამედროვე ქართველ სექს-მოტივატორს :)!; იყოს გარემოცული ქალთა არმიით და ამ დროს მოფერება და სექსი შეეძლოს მხოლოდ მეასედთან, რომელსაც ჯერ კიდევ აღმოჩენა უნდა! ისიც გაითვალისწინეთ, რომ აქ არც არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს „მეასედი“ რაიმით გამორჩეული ქალბატონი გამოდგება! ამიტომ სექს-მოტივატორი საქართველოში და იგივე საქმიანობის მიმდევარი სლავურ, ევროპულ, ამერიკულ ქვეყნებში, მიუხედავად მრავალი პროფესიული საერთო ნიშნისა, მაინც დგანან სხვადასხვანაირი გამოწვევების წინაშე. და ეს გამოწვევები ისევ და ისევ ქალის განსხვავებული სექსუალური თავისუფლებებით არის გამოწვეული.

საქართველოს საშუალო ქალი არ ეძებს (ან ყოველ შემთხვევაში ამბობს და იქცევა ისე, თითქოს არ ეძებს) სექსუალურ პარტნიორს და ეძებს „ადამიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიაააააააააააააააააააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნს!!!. აღარ გავაგრძელებ ამ ყბადაღებული იდეის გაქილიკებას და მოგახსენებთ თუ რა დასკვნები მოსდევს ამ მაღალმორალურ შეხედულებას. გამოდის, რომ საშუალო ქართველი ქალისა და საშუალო ქართველი მამაკაცის სურვილები ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავდება („ქალს უნდა ადამიანი, კაცს უნდა სექსი“). და თუნდაც კოიტუსი შედგეს, გამოდის, რომ რომელიღაც მხარე მაინც ტყუვდება. ერთი მხარე თამაშობს/ან ცდილობს ითამაშოს „ადამიანი“, მეორე კი (ქალი ამ შემთხვევაში) თამაშობს – ვნებააშლილ „სექს-პარტნიორს“. გამოდის, რომ, ქრესტომატიური ქართული წყვილის წარმომადგენლები, კარგი მსახიობებივით სპექტაკლს კი ითამაშებენ, მაგრამ როგორც ადამიანები ერთმანეთს ბოლომდე ვერ და არ დააკმაყოფილებენ. და, წესისამებრ, ასეც ხდება! ანუ ხდება ერთი მწარე ტყუილის ხორცშესხმა. თუმცა ეს ტყუილი ეულად არ არის სხვა საზოგადოებრივ ტყუილთა შორის! იგი უფრო მასშტაბურ ტყუილში ჩასმული ტყუილია. იმაში, რომ ქალს სექსი სინამდვილეში მართლა ძალიან უნდა, ხოლო იმ ყბადაღებულ „ადამიანზე“ მეტად მძლავრი მამაკაცური საწყისით სქესობრივი და ფსიქოლოგიური დაკმაყოფილება/გაძღომა სურს. თავის მხრივ მამაკაცი, სექს-პარტნიორზე მეტად ლამობს საკუთარი თავის იპოვოს!

შედარებით გახსნილ კულტურებში, სადაც ქალმა იცის, რა არის სექსი და ორგაზმი, იგი, ეროტიული სურვილის შემთხვევაში, ამ სურვილს „ადამიანის ძიებას“ არ უწოდებს, არ გოდებს ამ მითიური ადამიანის არარსებობაზე, მაზოხისტურად არ აღვივებს მორიგი შინაგანი კონფლიქტის კერებს და უბრალოდ მიდის და ამყარებს თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს სასურველ კანდიდატთან. ასეთი კულტურების ქალბატონებს არ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა, რადგან ხედავენ, რომ მათი ყოფაქცევა არ განიხილება დევიაციად (მაშინ როდესაც საქართველოში ყველაზე დიდ ლიბერალებსაც კი უცებ ავიწყდებათ თავიანთი კრედო და ჩამოქვეითდებიან ხოლმე „ბოზი-ბოზი“-ს ტიპის ობსტრუქციამდე). ამ გეოეთნიკურ სივრცეებში ხდება ქალისა და კაცის ბუნებრივი სურვილების თავისუფალი გამჟღავნება, სინქრონიზაცია და თანხვედრა. მამაკაციცა და ქალიც ავლენენ გრძნობებსა და ნებას ჰქონდეთ სექსი სოციალური ვალდებულებების და  ქორწინების გარეშე. ასეთ ვითარებაში, როდესაც მრავალი ქალი დაუფარავად გამოხატავს თავის ავთენტურ ნდომასა და, რაც მთავარია, სექსისათვის მზაობას, გასაგებია, რომ კაცს უჩნდება, უფრო სწორედ კი, უფართოვდება არჩევანის საშუალება. ის იაზრებს, რომ სრულიადაც აღარაა საჭირო ღიმილს ემუდარებოდეს წვერ-ულვაშიან მდედრს, მაშინ როდესაც მის ირგვლივ სრულყოფილი წიწკვების ახურებული და ყველაფრისათვის გამზადებული ხროვა მოძრაობს. მაშასადამე, განსხვავება არჩევანში წარმოშობს მოთამაშეების განსხვავებულ მიდგომებსა და სექს-კომუნიკაციის მეთოდებს. და იგივე განსხვავება არჩევანში განასხვავებს ჩვენი და უცხოელი შემბმელების მიზნებსაც:

  • საქართველოში, საშუალო მამაკაცი პრაქტიკულად (ვიმეორებ, პრაქტიკულად) ვერ შეძლებს გარკვეული დროის განმავლობაში რაღაც რაოდენობაზე (ვთქვათ, თვეში ხუთი) მეტი მიმზიდველი ქალის მოხსნასა და შენარჩუნებას. ეს იმის გამო ხდება, რომ ჯერ ერთი, ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთობების დასრულება საკმაოდ ჩახლართული და დაულაგებელი მოვლენაა, ხოლო ჩვენი ადამიანი მაინც მიდრეკილია მეორეზე „ჩამოკიდებისაკენ“ (მოხსნაზე ძნელი, ალბათ, თავის დახსნაა!). მეორე კი ის, რომ ტუსოვკებში „მოდვიჟენიე“ მიმზიდველი პიროვნებების რაოდენობა მაინც შეზღუდულია.
  • დასავლეთის მოტივატორი შეიძლება ორიენტირებული იყოს „ქალი-საოცრების“, მზეთუნახავის ტიპზე და წარმატებით ახორციელებდეს თავის სტრატეგიას, რადგან საზღვარგარეთის ქვეყნებში ერთდროულად თავისუფალი, სექსის მოსურნე, საოცრად მიმზიდველი, სათნო და არაელიტური კლასის წარმომადგენელი-ქალბატონების რიცხვი საკმაოდ დიდია. საქართველოში კი, მოსახლეობის სიმცირის, სხვადასხვა ბიოგენეტიკური, სოციალური, დემოგრაფიული მიზეზების გამო, ზემოაღწერილი ქალის ტიპაჟი მასზე მაღალი მოთხოვნის გამო, წარმოშობისდა მიუხედავად:

ა) ან ადრევე თხოვდება;

ბ) ან გაცხოველებული მიილტვის მმართველ და ელიტურ კლასებში;

გ) ან სიბერემდე ელოდება თეთრ რაშზე ამხედრებულ პარლამენტარს;

დ) ან კატასტროფულად ბოზდება.

საბოლოოდ, ნებისმიერი ამ სიუჟეტური ხაზიდან მთავრდება იმით, რომ ქალი კარგავს უბრალოებას და შებმისათვის უვარგისი ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მზეთუნახავებთან“ ხშირი თავისუფალი რომანების შანსი საქართველოში დაბალია!

ზემოთ ჩამოყალიბებული ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ დასავლეთის სექს-მოტივატორი მუშაობს საუკეთესო ქალების მოხსნაზე. ქართველი მოტივატორი კი ეძებს  საუკეთესოებს იმათ შორის, ვინც „შეხვდება“ ან სიტუაციას მოყვება ხოლმე. დასავლეთის მოტივატორი არსებული არჩევანიდან და პოტენციური პარტნიორის სექსისათვის გაცილებით უფრო მაღალი მზაობიდან გამომდინარე, იყენებს უფრო მოქნილ, ფსიქოლოგიზმებით სავსე ტექნიკებს (რომანტიკის ელემენტები, მონოლოგები, მომნუსხველი პირდაპირობა, სულშიჩამწვდომი საუბრები, ჰოლივუდის სპეცეფექტები J და ა. შ.). ქართველ სექს-მოტივატორს ზედმეტმა ფსიქოლოგიზმმა შეიძლება ავნოს კიდეც. თავისუფალის სექსუალური ცხოვრებით მცხოვრებით საქართველოს ქალი (და თუნდაც მამამაკაცი), მისულია აქამდე გარკვეული მცირე თუ დიდი საზოგადოებრივი წნეხისა და რეპრესიების გავლით, და, როგორც შედეგი, მისი ფსიქიკა ასე თუ ისე მაინც დამახინჯებულია დამოკლეს მახვილივით მუდმივად დაკიდებული დანაშაულისა და სექსის სისაძაგლის გრძნობითა და აზრით. ამიტომ როდესაც ქართველი სექს-მოტივატორი იწყებს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ქართველ პარტნიორზე მან შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ხშირად ქალს უფასო „ფსიქოთერაპევტსა“ და „ქოუჩზე“ მეტად ძლიერი სექსუალური მამაკაცური ტალღა უფრო სჭირდება. და ეს არა იმიტომ, რომ ქალს საკუთარი ფსიქოლოგია არ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ფსიქიკა „სტკივა“ და ამ ტკივილის გაყუჩების ყველაზე უებარ საშუალებად მიაჩნია. სხვათა შორის ბევრი სექს-მოტივატორი გაიჭედება ხოლმე ამ სტადიაზე, როდესაც მოინდომებს „მიხედოს“, „მოუაროს“, „უპატრონოს“ თავისი პარტნიორს და ავიწყდება საწყისი განზრახვა – ვნებიანი და მატონიზირებელი სექსი. რასაკვირველია, ეს თითოეული ინდივიდის პირადი საქმეა, იყოს ქალის „პატრონი“ თუ პარტნიორი, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართველი სექს-მოტივატორი შედარებით დაბალ ფსონს უნდა დებდეს ფსიქოლოგიური ტექნიკების დაუფლებაზე და მათ გამოყენებაზე სექსუალური მოტივირების პროცესში, როგორც ეს დასავლურ სკოლებში ხდება, სადაც აწყვეტით სწავლობენ ნლპ-ს, ერიქსონიანულ ჰიპნოზს, სხეულის ენასა და სხვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ სექს-მოტივატორი არ უნდა იყოს ღრმად ფსიქოლოგიური პიროვნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულენოვანი აუდიტორიის მაღალი სექსუალური შებოჭილობიდან გამომდინარე, მასთან კომუნიკაციის დროს სექს-მოტივატორი სხვა მიდგომებს უნდა იყენებდეს.

თუ დასავლეთში ქალი თავს წარმოადგენს, როგორც სექსუალურ „ობიექტს“ (პირს) და უპირობოდ მზად არის სექსუალური ურთიერთობებისათვის მისაღებ სქესობრივ პარტნიორთან (აქ მამაკაცური სტრატეგია გამოიხატება ასე: „მთავაზობენ გარკვეული პირობებით – ვაკმაყოფილებ პირობებს და ვართმევ“); ჩვენთან ქალს შეუძლია ფანატიკური მონდომებით გთავაზობდეს თავს და იმავდროულად ზიზღით უარგყოფდეს (ზოგმა, ისიც არ იცის რა აქვს შესათავაზებელი!!!). აქედან გამომდინარე დასავლური მამაკაცური სტრატეგია „მთავაზობენ გარკვეული პირობებით – ვაკმაყოფილებ პირობებს და ვიღებ“ იცვლება შემდეგით: „მთავაზობენ გარკვეული პირობებით – ვიკიდებ პირობებს და უბრალოდ ვიპყრობ“. იქ, სადაც ქალში შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიღვიძოს დანაშაულის გრძნობამ, რელიგიური მონანიების აზრებმა, „პატიოსნებისადმი“ გააფთრებულმა მიდრეკილებამ, სტერეოტიპებისა და სხვისი მოსაზრებების მიმართ მანიაკალურმა მორჩილებამ, „კარგომანიამ“ მამაკაცი სექს-მოტივატორი განსაკუთრებით მიმწოლი, ენერგიული და პრინციპული უნდა იყოს. ქალის თვითპრეზენტაციის (გაცნობა, ახლო ფსიქოლოგიური კონტაქტი) დროს ჩამოყალიბებული მოსაზრებები და პირობები და ამ პირობებზე საკუთარი თამაშის აწყობა, როგორც ამას დასავლეთის შემბმელები წარმატებით აკეთებენ, ჩვენთან წამგებიანი უნდა იყოს. ამ საზოგადოებაში ქალი (და კაციც, სხვათა შორის) მასიურად, როგორც წესი, სრულიად სხვა რამეს ამბობს და გამოხატავს, ვიდრე განიცდის, ფიქრობს და სურს სექსუალური თვალსაზრისით. ამიტომ ძალებისა და ფიქრის კონცენტრაცია მხოლოდ ქალის რაიმე პირობების დაკმაყოფილებაზე, მაშინ როდესაც თვითონ პიროვნება არ არის გარკვეული ნორმალურად რა სურს, ადვილად მისახვედრია, სად მიიყვანს მამაკაცს. შესაბამისად ქართველი სექს-მოტივატორი თავის სამოქმედო სტრატეგიას უნდა ამრჩევდეს არა სტრატეგიების ჯგუფებიდან: „დაბოლება“, „შებმა“, „მოთაფვლა“, „მონუსხვა“ (დადებით-წახალისებითი მოტივირება), არამედ უფრო მეტად: „ლიდერი“, „კაცი-ლეგენდა“, და, რაც მთავარია, „კაცი, რომელსაც უბრალოდ უარს ვერ ეტყვიან“ (დომინანტურ-ავტორიტარული მოტივირება).

და აი მივედით ჩვენი ჩანაწერის კულმინაციურ კითხვამდე: „ვის ვერ ეუბნებიან უარს ქალები?“ დაბნეულმა მკითხველმა შეიძლება ჩაილუღლუღოს თავისთვის: „ნუთუ მართლა არიან ასეთები?“. ალბათ, რაღაც იმედს გაგიცრებთ, თუ გეტყვით, რომ ასეთები, აბსოლუტური თვალსაზრისით, ბუნებრივია, არ არსებობენ. ჯერ ერთი, რომ თვითონ ქალები განსაკუთრებით მრავალფეროვანი სოციალური ჯგუფია: ასაკი, შეხედულებები, სარწმუნოება, კლასობრივი და ქონებრივი კუთვნილება, განათლება, რასა, ეროვნება, თემური და საზოგადოებრივი აკრძალვები, ტრადიციები, ჯანრმთელობის მდგომარეობა, ლიბიდოს დონე, პიროვნული თამაშები და სხვა. მეორე კი, თვითონ მამაკაცს აქვს შესაძლებლობა შეხვდეს (დააკმაყოფილოს) მხოლოდ და მხოლოდ უმცირეს ნაწილს სასურველი და იმავდროულად შედარებით თავისუფალი ფსიქოლოგიის ქალებს.

ზემოაღნიშნული სტრატეგია, რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევის მხოლოდ პირობითი პრინციპია, მაგრამ მას ნამდვილად მოაქვს შედარებით მაღალი შედეგები (ისევ შედეგები!🙂. თუ დავაკვირდებით ჩვენს ძალზედ რთულ საზოგადოებას, იგი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით სავსეა მაგალითებით იმისა, თუ როგორ მუშაობს ვალდებულების პრინციპი ყველგან: სამსახურებში,  საოჯახო და უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში, რელიგიებში და სხვა. თითოეულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ავტორიტარული კომპლექსის ჩართვასთან ადამიანში. გამოდის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც უნდა შეეძლოს სექს-მოტივატორს, ეს არის პოტენციური პარტნიორის თვალში ავტორიტეტის ფორმირება. დავაზუსტებ, რომ აქ არ ვგულისხმობ ლენინის და სტალინის ტიპის ავტორიტეტზე მუშათა და გლეხთა პარტიაში (ბელადი, ხალხის მამა, მეცნიერული აზრის მნათობი და სხვა), თუმც არ მგონია, პოპულარობის მასშტაბით ეს საბჭოთა პოლიტიკური „სექს-სიმბოლოები“ ჩამორჩებოდნენ ჰოლივუდელებს, იმდროინდელ სსრკ-ში მაინც. აქვე იმასაც დავამატებდი, რომ ყველა ქალი არ არის განწყობილი ავტორიტეტებისადმი უსიტყვო მორჩილებისათვის (პანკები, ჰიპები, დევიანტები, ნარკომანები, დამწყები შიზოფრენიკები და ფსოქოპათები და სხვა) და ამიტომ სრულიად არ არის რეკომენდირებული ყოველი მოწონებულ ქალბატონთან ეროტიული პრანჭვა-გრეხვის გამართვა. უპირველესი, რაც სექს-მოტივატორს მოხსნილი უნდა ჰქონდეს, ეს არის შინაგანი კომპლექსი ვალდებულება-მოთხოვნილება, რომ ყოველი ახალგაცნობილი ქალი ლოგინში ჩააკოტრიალოს. როდესაც მამაკაცი გააცნობიერებს, რომ სექსუალური ურთიერთოები არც ვაჭრობა და არც შეჯიბრება არ არის, და თავიდან ბოლომდე სიამოვნების პროცესია, ის გათავისუფლდება უაზრო დაძაბულობისაგან; იმ ტვირთისაგან, რასაც მის სქესს საზოგადოების თამაში აკისრებს ხოლმე („კაცური კაცი“, „ვაჟკაცი“) და უკეთ და იოლად შეძლებს პოზიტიური ავტორიტეტის ფორმირებას ნებისმიერ შემხვედრში. როდესაც მამაკაცი ყოველდღიურობაში დაკავებულია ნამდვილად საყვარელი საქმით, რაც შეჰფერის თავისუფალ ადამიანს, ახდენს მაქსიმალურ თვითრეალიზაციას, მისი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო ხდება და იგი არ არის უბრალოდ ქალების კოლექციონერი.

დასკვნის სახით, მოდით სიის სახით ჩამოვწეროთ ის კომპონენტები, რისგანაც დგება აღწერილი მამაკაცური სტრატეგია.

  1. მამაკაცი უნდა ახდენდეს „მამის“, „ლიდერის“ არქეტიპის გადმოტანას საკუთარ თავზე. ქალები ყოველთვის იხიბლებიან „სხვანაირი“, „სხვა“, „სულ სხვა“ ტიპის მამაკაცებით. სავარჯიშოს სახით, სექს-მოტივატორი ყოველთვის უნდა ახდენდეს იმ მამაკაცის იმიჯის ვიზუალიზაციას, რომელსაც „უარს ვერ ეუბნებიან“ (როგორ გამოიყურება, როგორ მოძრაობს, რა პოზაში დგას, როგორ მეტყველებს, როგორ ეხება და სხვა). 3D მენტალური მოდელი, რომელსაც იგი ფანტაზიებში ჩამოაყალიბებს, ადრე თუ გვიან უნდა შემოვიდეს მის ცხოვრებაში; ის, რაც გონებაში შეიქმნა უნდა დაიდგას ცხოვრებაში. ქალები ჭკუას კარგავენ ისეთი მამაკაცებისათვის, რომლებსაც უარს ვერ ეუბნებიან. ასეთები ყოველდღიურობაში ხომ თითქმის არ არიან, რადგან ძირითადად საზოგადოების სათავეში ექცევიან ხოლმე!
  2. სექს-მოტივატორი არ უნდა ცდილობდეს, რომ მხოლოდ და და მხოლოდ „ზე-ლიდერის“ პოზიციიდან ურთიერთობდეს ქალთან ან კიდევ თავისდაუნებურად ეს ყველაფერი თვითტკბობის მანიაში გადაუვიდეს. ახალგაზრდა ასაკში ეს შეიძლება ძნელიც და მიუღწეველიც იყოს, ხოლო ხანდაზმულობაში – დაგვიანებული. არიან მამაკაცები, რომლებიც თავის შეცოდებით, სულიერი საუბრებით, „მეგობრობით“, დაშინებით და ა.შ., წარმატებით ახდენენ ქალთა ლოგინში ჩათრევას. „ავტორიტეტი“ მაინც უფრო მენტალური კონსტრუქტი უნდა იყოს, ვიდრე ფიქსირებული გარეგნულ ატრიბუტიკა: „არ ვიცი, მასში რაღაც ისეთია, რის გამოც უარს ვერ ვეტყვი/ვეუბნები“!
  3.  როგორც დაუწერელი კანონი, მოტივატორი ყოველთვის უნდა მიისწრაფვოდეს ბლიც-კრიგებისაკენ სექს-თავგადასავლებში („მივედი, ვნახე, დავამარცხე!“). ეს მისგან დიდ აქტიურობას, სტაბილურ ფსიქოლოგიურ განწყობასა და კონცენტრაციას მოითხოვს, სანამდე მთლიანობაში არ ჩამოყალიბდება მტკიცე ჩვევად.
  4. ავტორიტეტულობასა და ძლიერ ლიდერულ მუხტთან ერთად მამაკაცმა აუცილებლად უნდა გამოიმუშაოს მაღალი სექსუალური მიმზიდველობა, რომელიც მისი ემოციური თავისუფლების ნაწილია. სექს-მოტივატორი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ემოციების გამოხატვაში, ან მონდომებით ეუფლებოდეს ამ ხელოვნებას. ის სრულიად თავისუფალი უნდა იყოს საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კლიშეებისაგან „კარგი – ცუდი“.
  5. სუნი, გარეგნობა, ხმა და მეტყველება, გამოთქმული აზრები, პლასტიკა, პოზა, მიმიკა, ჟესტიკულაცია. თუ პირველი ორი რამ გარკვეული ფულის დახარჯვით მოწესრიგდება, დანარჩენს მეტნ-ნაკლებად სერიოზული მუშაობა ესაჭიროება: კითხვა, აზროვნება, ფიზიკური ვარჯიში, სამსახიობო ოსტატობა და სხვა ეს პირადი თავდაუზოგავი შრომის ნაწილია. ნებისმიერი ძალისხმევა ამ მიმართულებით დიდ უკუგებას იძლევა ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.
  6. 6.    სექს-მოტივატორი კარგად უნდა ახდენდეს სიტუაციის შეფასებას. თუ პოტენციური პარტნიორი არ არის განწყობილი მასთან სექსისათვის, სულ არ არის საჭირო ამ პიროვნების მრავალწლიან ალყაში მოქცევა. ირგვლივ უამრავი გაცილებით უფრო  მიმზიდველი ქალბატონია, რომლებსაც საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ადამიანური კომუნიკაციის დამყარება სურს. ნუ ითხოვთ იქ, სადაც დიდი შანსია უარი მიიღოთ! სექს-მოტივატორი საქმით უნდა ამყარებდეს ლეგენდას „კაცი, რომელსაც უარს ვერ ეუბნებიან“.
  7. სექს-მოტივატორი მარტოხელა მგელივით არ უნდა დაძრწოდეს, კაცმა არ იცის სად! მან კარგად უნდა იცოდეს საკუთარი თავის ფასი, უნდა იცოდეს სად იკრიბებიან მისი პიროვნების შემფასებლები, რომელია მისი სამიზნე სეგმენტი.
  8. სექს-მოტივატორს სხვა წარმატებული მამაკაცებისაგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. და, რაც მთავარია, ერთაბაშად ხარისხობრივად და გეომეტრიული პროგრესიით, საკუთარი სანაცნობო ქსელის ზრდა.

 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: