სექსლანდია

სექსუალური მოტივირება (“სექსლანდია”)


გამოყენებითი თეორიული მასალა სექსუალური ურთიერთობების შესახებ, სავარჯიშოები, რის გაერთიანებასაც ვაპირებ ამ კატეგორიის ქვეშ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს  თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. თემები „სქესი“, „სექსი“, „სექსუალური ექსპანსია“, წარმატებული „დაკერვა“, „სექსუალური კონტაქტისათვის პოტენციური პარტნიორის მოტივირება“ საოცრად პოპულარულია ქართუნეტში. ამ საკითხების მიმართ ინტერესი კიდევ მძაფრდება თემატური ორიგინალური ქართულენოვანი ლიტერატურის სიმწირის პირობებში.

მკითხველს, ალბათ, ნაკლებად  აღელვებს თვითონ ჩანაწერების ავტორის მიზანი და, სავსებით შესაძლებელია, იგი უფრო მეტად მოელის რაღაც ჯადოსნურ ტექნიკებს, რომლებიც მის სარეცელს ახალ-ახალი მომნუსხველი პარტნიორებით დაამშვენებს. ტექნიკები, მუშა და სხვადასხვა ვითარებაში გამოცდილი, აუცილებლად, იქნება წარმოდგენილი, თუმცა მანამდე მაინც ვეცდები ჩამოვაყალიბო აღნიშნული რუბრიკის ბლოგში შემოტანის მიზანი.

პირველყოვლისა, პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი არის მცდელობა ზრდასრული ცხოვრების პერიოდში გამოცდილის, წაკითხულის, გაგონილის და ნანახის სისტემატიზაციისა;  ეს არის დაგროვილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თავმოყრა და მათთვის რაღაც შედარებით უფრო აწყობილი ფორმის მინიჭებისა.

მეორე, ვხედავთ, რომ თემა „სექსუალური ურთიერთობები“ საკმაოდ აქტუალურია მამაკაცებისათვის (და არა მხოლოდ მათთვის). პერმანენტულად მიმდინარეობს გააფთრებული პოლემიკა, დისკუსია, ინფორმაციის გაცვლა „შებმა-დაკერვის“ (დეფინიციები უამრავია) თაობაზე. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ბლოგის ეს ნაწილი დაინტერესებული პირებისათვის მრავალი თვალსაზრისით კარგი დახმარება-შეწევნა იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს თავისებურად რთული აკრძალვები, შაბლონები და სტერეოტიპები, რასაც კიდევ ქალის გაუგებრად-ბუნდოვნად ინტერპრეტირებადი როლი ერთვის (ერთი სახის არაბუნებრივი წინააღმდეგობები: ქალი-საოცრება, ქალი-ენერგიის წყარო, ქალი-მეტოქე, ქალი-მბრძანებელი და სხვა), ვფიქრობ, რომ ბლოგი მოიზადავს მრავალ დაინტერესებულ პირს.

მესამე, თვითონ ქალი მკითხველისათვის, თემა საინტერესო იმით იქნება, რომ წარმოაჩენს   მამაკაცური აზროვნების ხარვეზებს, შეცდომებს, სწორხაზოვნებას, ან კიდევ ღირსებებს. ქალი-მკითხველის კომენტარებმა წესით კიდევ უფრო უნდა გაამდიდროს ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ თუ რა არის სექსუალური ურთიერთობები, რა არის საჭირო მათი სწორი წარმართვისათვის და ა. შ.

ამდენად, მგონი, მოვიდა დრო გავხსნათ თემა „სექსლანდია“!

თემის დასაწყისშივე აუცილებელია ითქვას,  რომ თემის გაშუქება მოხდება ზოგიერთი გამოთქმების ევფემიზმებით („კულტურული“ სიტყვებით) ჩანაცვლების გარეშე. ჩემი აზრით, ჟარგონიზმები და სამი წერტილით დაშიფრული უცენზურო სიტყვები უფრო სრულყოფილად და ცოცხლად გამოხატავენ რუბრიკის მუხტს და ავტორის მესიჯს.

თუ ამაზე არავინ არ არის წინააღმდეგი J (?!), დავსვამდი თემის პირველ ოფიციალურ კითხვას: რა განცდას იწვევს თქვენში სიტყვა „შებმა“?

…არ ვიცი, რას უპასუხებთ, მაგრამ ჩვეულებისამებრ ტერმინი „შებმა“ რეაქციის სახით ბადებს რიგ ფუნდამენტურ, ეთიკურ კითხვებს. საშუალო ადამიანისათვის, მით უმეტეს, ქართველისათვის, რომელიც ცხოვრობს პერმანენტული ტექნოლოგიური, სოციალური, სექსუალური რევოლუციების ეპოქაში, არცთუ იოლი ჩამოსაყალიბებელი და გასააზრებელია სიტყვები „შებმა“ ან „დაკერვა“. მიუმატეთ ამას კაცის ავთენტური ლტოლვა შექმნას სამყაროს შესახებ არა დანაწევრებული ფრაგმენტული წარმოდგენები, არამედ შედარებით მოცულობითი და ერთიანი მონუმენტური მსოფლმხედველობები (სწორად ამიტომ არის ხოლმე ადამიანის შეცვლა ძალზედ ძნელი – მცირედი და მოკლე ძალისხმევა ვერ სძრავს ადგილიდან ცნობიერების უმძიმეს ბაქანს).

საშუალო „თვითნასწავლ“ შემბმელს ნაკლებსავარაუდოა, რომ დიდხანს ეფიქროს ან ფიქრობდეს თუ რა არის „დაკერვის“ საბაზისო ფილოსოფია, ან თუნდაც ამდენი ემსჯელოს შებმის მნიშვნელობისა და პროცესის პერიპეტიებზე. ცხოვრების განმავლობაში იგი თავისი ინსტინქტით და გონებით მოქმედებს და, მისი ყოფაქცევა, მართალია, სხვადასხვა, თუმც საკმაოდ ერთფეროვანი მოტივაციით იმართება. თუმცა ადრე თუ გვიან პროფესიონალი შემბმელის წინაშეც დანიელი პრინცის ცნობილი „to be or not be”-ს დილემა დგება: ყოფნა-არყოფნა არსებული იპოსტასით, ყოფნა-არყოფნა შემბმელის ყოფაქცევით მოდელში. და აქ აუცილებელია ცოდნა, დასაბუტება იმისა, თუ რატომ არის შებმა დადებითი, საჭირო ან, კიდევ სულაც, პირიქით, უარსაყოფი სოციალური მოვლენა. რატომ არის ყოფაქცევის სწორედ ეს ფორმა  მომგებიანი? რა არის მასში მართებული და რაა გადასამოწმებელი? ამ და ბევრი სხვა ქვემოთ წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემა, რასაკვირველია, თვითონ პიროვნების პრეროგატივაა. ჩემი ამოცანაა სავარჯიშოებისა და თვითანალიზის საშუალებით მკითხველისათვის უფრო დახვეწილი სამოქმედო სტრატეგიების გადაცემა.

როცა შებმაზე საუბრობენ, ყოველთვის ჩნდება კითხვა მოვლენის რაობის შესახებ: რას ნიშნავს ეს „შებმა“? განსაკუთრებით საინტერესოა თვითონ ამ სიტყვის სემანტიკა, რომელიც გარკვეული თაობების გამოცდილების ვერბალიზაციას წარმოადგენს. ამ სიტყვის მნიშვნელობის თანახმად სუბიექტს (უფრო ხშირად ქალს), რომელსაც აბამენ, არ სურს სექსუალური ურთიერთობები! მხოლოდ გარკვეული მანიპულაციური ტექნიკების, შანტაჟის, დაპირებების, მუქარების, ირიბი თუ პირდაპირი მოტივირების შედეგად ხდება სუბიექტის დაყოლიება სექსუალურ ურთიერთობებზე. სიტყვა „შებმის“ შინაარსში წინდაწინვე აკუმულირებულია ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტყუილომანია. კონკრეტულად რა ტყუილი? სიტყვის თანახმად მამაკაცი ქალს რაღაც ისეთს სთავაზობს, რაც ქალის პიროვნებისათვის თითქმის სრულიად მიუღებელია, და მხოლოდ შემდეგში, ურთიერთობებისა და კომუნიკაციის პროცესში, ხდება ქალის ნების შებოჭვა/შებმა და წარმართვა. ბუნებრივია, ქალისა და კაცის ფიზიოლოგია (აგზნება, ლიბიდო, მზაობა, გამოხატვა და ა. შ.) საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მამაკაცსაც და ქალსაც სექსი სხვადასხვანირად უნდათ და უნდებათ, მათში ჩადებული განსხვავებული სქესობრივი ფუნქციები განსხვავებულ ინსტინქტურ მექანიზმებს ამუშავებენ (ორიენტაცია რაოდენობაზე, ორიენტაცია ხარისხზე). მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტი ცხადყოფს, რომ ორივეს სქესს სურს სექსი, ამიტომ სიტყვა შებმა, ან გნებავთ, დაკერვა, აკნინებს მამაკაცის როლს და ამდაბიოებს სექსუალურ ურთიერთობებს. ეს სიტყვა აგრეთვე ძლიერ ამდაბიოებს ქალს, უსვამს რა ხაზს მის ვითომ ყალბ ბუნებას – მოტყ…მდე ქალი მოტყუებული, რაღაცაში გადარწმუნებული და „დაბოლებული“ უნდა იქნას. დააკვირდით სიტყვების მსგავსებას ენაში – მოტ…ვნა – მოტყუე-ბა… რას იტყოდით?!

დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ სქესობრივი ურთიერთობები სულაც არ არის ვაჭრობის აქტი. არც ქალი და არც კაცი არ არიან სექსის დარგში ჩაბმული კომერსანტები (არ არიან კი? :), რომელთა მიზანია კაპიტალს დაგროვება. თუმცა აქვე იმასაც აღვნიშნავდი, რომ გაცნობა, თავის მოწონება, სექსუალური კონტაქტისათვის პარტნიორის მოტივირება (შებმა) საოკომუნიკაციო პროცესებია და ამ დროს ძალიან ხშირად ხდება ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც პოლიტიკის, კომერციის, რელიგიისა და სამხედრო სფეროებისათვისაა დამახასიათებელი. ამასთან ერთად სექსი, ისე, როგორც არაფერი, არც მეტი არც ნაკლები,  საკუთრივ პროცესია და ამიტომ მისი დაყვანა შედეგებამდე, ოპერირება რაოდენობებით, სპობს სექსის განსაკუთრებულობასა და იდუმალებას.

ხმელთაშუაზღვისპირა და ჩრდილოევროპულ კულტურებში, ისტორიის მანძილზე მიუხედავად ეპოქების სიმძაფრისა და რაობის (ჯვაროსნული ლაშქრობები, ასწლიანი ომი, რენესანსი, განმანათლებლობა, ბურჟუაზიული რევოლუციები, ახალი ისტორია და ა.შ) ყოველთვის ჩნდებოდა გარკვეული სექსუალური გმირის ხატი (როლანდი, ცეზარე ბორჯა, კაზანოვა, მარკიზ დე სადი, ლუდოვიკო XV, პიკასო, ელვის პრესლი, მუსიკალური და კინემატოგრაფიის სექს-კერპები და სხვა), რომელსაც ახასიათებდა ქალ-თაყვანისმცემელთა სიმრავლე და უნიკალური სექსუალური მიმზიდველობა. აქვე როგორ არ გავიხსენოთ სოციალიზმის ეპოქის ქართველები, რომლებიც ნომადებივით „მომთაბარეობდნენ“ დიდ-რუსეთში და სამშობლოში ხალხი ლეგენდებით დახუნძლულები ბრუნდებოდნენ. ეს ლეგენდები კი მეტისმეტად ერთნაირად და ტრივიალურად ჟღერდა: ყოველი მეორე ან მესამე ქალი (მათ შორის გენერლის/მარშლის/პოლიტბიუროს წევრის/ქარხნის დირექტორის და ა. შ. ქალიშვილი და ცოლი) ხელმისაწვდომია ქართველისათვის. მსგავსი სექსუალური ყოვლისშემძლეობის მითი, სათავეს ბერძნულ და უფრო ძველ, აზიურ, მითოსებში იღებს. ხოლო თუ კოლექტიური არაცნობიერის სიღრმეებში წავალთ, ბუნებრივია, აღმოვაჩენთ განცდილ ისტორიულ დამარცხებაზე რევანშის აღების ეროვნულ წადილს (აი თქვენ სახელმწიფოებრიობა გაგვიჟიმეთ, ჩვენ კიდევ ყველაზე წმინდას, ქალებს, გიჟიმავთ და თანაც ათასობით და მილიონობით!). მაგრამ ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ისინი, ვისაც ისტორიისა და გაბატონებული კულტურის პიარ-მანქანა წარმოაჩენს სექს-სიმბოლოებად, უფრო სკურპულოზური დაკვირვების შედეგად ძირითადად ან ნევროტიზირებული, ან სრულიად მარტოხელა პიროვნებები აღმოჩნდებიან ხოლმე.

ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ ნაცხოვრები სექსუალური ურთიერთობა სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ დადებითი მოგონება. გაჟ…ული ქალების რაოდენობის თვლა იმ არცთუ იშვიათი მამაკაცების მტკივნეული ნევროზია, რომლებიც ყველგნით ყველაფერს ზომავენ: ასოდან და სხეულის სიმაღლიდან დაწყებული, დაკმაყოფილებული ქალების რაოდენობით დასრულებული. არასოდეს დამავიწყდება ერთი ასაკიანი მამაკაცი, რომელიც ათწლეულზე მეტ ხანს ნიშნის მოგებით დადიდოდა და, როგორც მომიყვნენ, სულ ტრაბახობდა, რომ, აი რაც ზუსტად ახსოვდა, რუსეთში 4,000 ქალი ჰყავდა გაჟიმული. საგულისხმოა, რომ ახლა უკვე, ასაკის, სიბერისა და ავადმყოფობის გამო, ქალთა ლეგიონის ეს მეუფე საკმაოდ საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. მისი ჩამჭკნარი სახე და გაწელილი გრიმასა კაცს უცებ გაგახსენებს იმ ყბადაღებულ 4000-ს. თუმცა იქვე აცნობიერებ, რომ ის, ვისაც ეს 4000 უნდა ახარებდეს, ახლა ტკივილით იკრუნჩხება, ხოლო მის გვერდით მდგომი ჭაბუკები 0,1 ქალსაც არაფრით არ გაცვლიან ამ გულთამპყროპლის 4000-ზე. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ გაჟიმული ქალების რაოდენობით თავის გამოდება იგივეა, რაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ იტრაბახოს „აი მე 100,000 ადამიანს ვიცნობ“, ან კახპამ თქვას „აი მე 20,000 კლიენტს მოვემსახურე“ და ა. შ.

თემის გაგრძელების სახით შეგვიძლია დავსვათ მომდევნო კითხვა. ნუთუ „სპორტსმენის“ ტიპის სექსუალური მოტივატორი (შემბმელი) წარმატებული და თავისუფალი ადამიანის ერთ-ერთ შედეგიანი და ბედნიერი მოდელია? რამდენად მიზანშეწონილია ღამესა და საათში შესრულებული აქტების, მონადირებული თავისუფალი თუ გათხოვილი ქალებისა და ქალიშვილების რაოდენობების აღრიცხვა?

თუ ამ კითხვაზე მკითხველი რამენაირად იპოვის პასუხს, მის წინაშე დადგება უკვე სხვა, არანაკლებ ღირშესანიშნავი კითხვა. ვთქვათ მამაკაცს, მისი პოლიგამიური ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი ქალი იზიდავს, ბუნება და ჯანმრთელობა ხელს უწყობს დაამყაროს მრავალრიცხოვანი (ადრე რომ ერქვა უწესრიგო) სექსუალური ურთიერთობები; მაშინ წმინდა პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე (ფსიქოლოგიური მდგრადობა, ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნება, განწყობილება, ენერგეტიკა, სოციალური სტატუსი და ა.შ.) არის თუ არა სწორი სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა? რას აძლევს პიროვნებას ასეთი  ცხოვრების წესი? ანდა კიდევ რა პლიუსები აქვს შემბმელის ტიპის ცხოვრებისეულ მოდელს?

და აი აქ, სწორედ რომ მივდივართ სექსუალური მოტივატორის მორალსა და ფილოსოფიასთან. რა არის მისთვის სექსი და ქალ-ვაჟური ურთიერთობები? რამდენად ტაბუირებულია მისთვის ესა თუ ის თემა, რამდენად ინსტინქტურია მისი ყოფაქცევა? ხომ არაა მისთვის თავისუფალი სექსი თვითდამკვიდრების ან რაღაცეების თვითმტკიცების აკვიატებული ფორმა? არის კი სექსი მისთვის თავისთავადი ღირებულება თუ ეს მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური მდგომარეობების მიღწევის საშუალებაა (რაც, უთუოდ, ცვლის სექსისადმი დამოკიდებულებას და შედეგად მთლიან ცხოვრებას)? რამდენია პიროვნებაში შიში და დანაშაულის გრძნობა? როგორ არის მისთვის ცენტრირებული სამყარო – ეგო თუ დემიურგი-უფალია მოქცეული ამ სამყაროს ცენტრში და ა.შ.? რა არის კაცისათვის ცხოვრება და დრო – პროვიდენციალური, უხილავი ძალების ურთიერთქმედების არენა, თუ უშუალოდ მისი, პიროვნების, სურვილების ასრულების მოედანი?

სექსუალური მოტივატორისათვის ჰაერივით აუცილებელია შემდეგი დებულებების ცოდნა.

  1. სექსუალური მოტივირება (შებმა) მნიშვნელოვანწილად სოციალური კომუნიკაციის პროცესია და შემდეგ უკვე ბიოლოგიის, ამიტომ იგი საჭიროებს სოციალური პროცესების მართვის უნარების ფლობას. პოტენციური სექსუალური პარტნიორის კონტაქტისათვის მოტივირება სცილდება უბრალოდ შეწყვილების, გამრავლების მიზანს და ძირითადად გადადის სექსით ტკბობის სფეროში და განიხილება, როგორც ძლიერი სიამოვნებისა და გართობის საშუალება.
  2. ნებისმიერ კულტურაში შებმის პროცესის არსებობა-არასებობა ემყარება ქალის შეხედულებებს, დამოკიდებულებებს სექსისადმი. რად და როგორ წარმოუდგენია ამ საზოგადოებაში საშუალო ქალს თავისუფალი სექსი? რა თამაშებს თამაშობს იგი სექსამდე (ვულგარულად-ცინიკურად რომ ვთქვათ, „მიცემამდე“). ბუნებაში ორი და უცხო საპირისპირო სქესის არსების სასიყვარულო აქტს აუცილებლად წინ უძღვის გარკვეული თამაში, რომელიც განპირობებულია გვარისა და სახეობის, აგრეთვე სოციალური ორგანიზაციის ფორმებით (მიდრეკილება დომინანტისაკენ, ყველაზე ძლიერისა და მიმზიდველისაკენ და ა.შ). ადამიანურ სამყაროში ეს თამაში ათასჯერ უფრო რთული და, როგორც წესი, გაუგებარია. თამაშების ფორმები კი მრავალფეროვანია. მამაკაცმა უნდა გაიაროს სამი/ან ბევრი გამოცდა. მაგალითად, აჩუქოს რაიმე ძვირფასი სასურველ მანდილოსანს, წარმოადგინოს გარკვეული სოც. სტატუსი, გავიდეს ოჯახიდან, იჩხუბოს და დაასახიჩროს ვინმე ქალისათვის, უაზროდ ჩაიგდოს თავი რისკში, დაპატიჟოს მანდილოსანი რესტორანში და აჩვენოს, რომ არაა „ჟმოტი“, მიუძღვნას ლექსები და გამოხატოს, რომ წმინდა სიყვარულით უყვარს და ქალი „ბოზი“ არ ჰგონია, იაროს მოდური „ბეენვეთი“, არ გააბაზროს სექსუალური კონტაქტის ამბავი, ჩაურიცხოს ფიჭური ტელეფონის ანგარიშზე ფული და სხვა. ქართულ საზოგადოებაში საქმე კიდევ უფრო ჩახლართულია. აქ სექსი ქალისათვის ისეთი ბიოსოციალური საკომუნიკაციო აქტია, რასთანაც მისვლა დიდ და ხშირად აზრდაკარგულ რიტუალებს, მთელ რიგ სიმბოლურ და შინაარსით დატვირთულ მოქმედებებს (თამაშებს) მოითხოვს:
  • „დამიდე 10 000 ნივთმტკიცება და არგუმენტი, რომ გიყვარვარ“, „დამიმტკიცე, რომ სექსი მინდა“, „დამარწმუნე, რომ ეს სიბინძურე არაა“, „გაძლევ, მაგრამ უფრო პატიოსანი ვხდები, ცაში ვმაღლდები“;
  • სიყვარულის ხატოვანი ახსნა, გაკერპება, სტაბილურად ხანგრძლივი ვირტუალური მიმოწერა, დიდი ყურადღება;
  • „ჭიდილი“ „მომცემ-არ მოგცემ“, „არ შემიძლია/არ ვარ მზად“, „ჯერჯერობით ისევ რძეს ვშარდავ“ და ა. შ.;
  • საკომუნიკაციო დრამატურგიის სიღრმე, დრო, ხანგძლივობა, რის შემდეგ ქალი მიდის/ებმება სექსუალურ ურთიერთობებზე.

აზიური წრის ქვეყნებში (და მას ჩვენი საქართველოც განეკუთვნება, რაც არ უნდა თავქუდმოგლეჯით გავყვიროდეთ, რომ ევროპელები ვართ), საბოლოო არჩევანს, თანხმობასა და გადაწყვეტილებას მიცემის/გაცემის შესახებ ქალი ახორციელებს. აქედან გამომდინარე სექსუალური მოტივატორი კარგად უნდა ერკვეოდეს ქალის მსოფლმხედველობასა და დამოკიდებულებებში. რა არის ქალისათვის სექსი? ხომ არ არის სექსზე მნიშვნელოვანი მამაკაცის დამორჩილების შედეგად განცდილი ფსიქოლოგიური კმაყოფილება/ორგაზმი? (გაიხსენეთ, რომ ფიზიკური ორგაზმის თვალთმქაცობა ქალს, მით უმეტეს ძლიერი სექსუალური რეპრესიის ქვეყნებში, კაცისაგან განსხვავებით, სავსებით ოსტატურად შეუძლია!!!). ხომ არ წარმოადგენს სექსი გარკვეული მაღალი მატერიების დონეზე აყვანილ საკრალურ-რიტუალურ ქმედებას და ამიტომ მასზე გაფიქრებაც კი ქალბატონს უჭირს?

  1. სექსუალური მოტივატორისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საკუთარი როლი და პოზიცია მომავალ ურთიერთობებში. რამდენად მიმზიდველია მისთვის ფსიქო-ფიზიოლოგიური კრიტერიუმებით „მასწავლებლის“, „პიონერი-განმანათლებლის“ ან კიდევ „მოსწავლის“ როლი სქესობრივ კომუნიკაციაში? ანდა საერთოდ რა როლია მისთვის ოპტიმალური? ხომ არ იწირავს სასიყვარულო გრძნობებს, ხალას ემოციებს ძიებისა და სექსუალური კონტაქტის მდგომარეობა? ხომ არ ხდება ამ დროს მამაკაცი უბრალოდ სექსუალური ინსტინქტით მართვადი ავტომატი?
  2. ისევე, როგორც ეკონომიკურ და სოციალურ ყოფაში (შემოსავლები, კლასობრივი გამიჯვნა, სამეწარმეო აქტივობა), ასევე მოსახლეობის სექსუალურ ცხოვრებაში შეიმჩნევა „შუალუდური“, სტაბილურად თავისუფალი, არადევიანტური ყოფაქცევის სიმცირე. რასაკვირველია, აქ, უდაოდ, არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთგანმსზღვრელი კანონზომიერი კავშირები: გეოეთნოარეალი – ეკონომიკა – სოციალური ყოფა – პირადი ცხოვრება. ანუ საზოგადოება, მისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური მოწყობის წესის (აგრარულ-ფეოდალური) და შემდეგ აღმოსავლური სიცრუომანიის გავლენით, მიისწრაფვის პოლარულად რადიკალური ყოფაქცევებისაკენ. მამაპაპათაგან გადმოცემული მეტაფორა, „ერთი ყ… ძალიან ბევრია, და ორი ძალიან ცოტა“, თითქოს დღევანდელი ვითარების კალკას წარმოადგენს. თითქოს წესად ქცეული კანონზომიერებაა, რომ ქართველი მანდილოსანი, რომელიც შედარებით თავისუფლად იწყებს საკუთარი სექსუალობის გამოხატვას, გარკვეული დროის შემდეგ გადავარდება ხოლმე „ბლიადის“ კატეგორიაში. ანუ მისი ძირითადი მორალური თვისებების ნაკრები, კრედო, თავისუფალი სექსუალური ცხოვრების შემდეგ ერთბაშად ნადგურდება (აქ შეიძლება საუბარი ეშმაკის ხელზე, იმაზე, რომ სულში ჩაბუდებული სექსუალური აკრძალვა ბოჭავდა სიღრმეებში მცხოვრებ დამახინჯებულ არსებას და სხვა). მეორე უკიდურესობაა, როდესაც ქალის სექსუალური ყოფაქცევა იმდენად ტაბუირებულია რელიგიური ან ცრუმორალისტური პათეტიკით, რომ მას სხვა არაფერი რჩება თუ არა მოახდინოს არარეალიზებული სექს-ფანტაზიების სუბლიმაცია „ყოვლისშემძლე ღმერთისათვის“ გარკვეული ზემამაკაცური თვისებების სექსუალურ კონტექსტში გადაცემაში: მოწყალე, ნეტარებისმომნიჭებელი, მოსიყვარულე, მაცხონებელი, მფარველი, მოალერსე და ა. შ. ამასთან დაკავშირებით, უნდა გავიხსენოთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების სისტემური მცდელობებისა, ჩვენი საზოგადოება, თავისი ძირითადი მასით, ჯერ კიდევ არ არის მზად მიიღოს „თავისუფალი ქალის“ ფენომენი, რამეთუ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ნაწილად მაინც ქალის შებოჭილი სექსუალობა წარმოუდგენია.

About sosomikeladze

I was born to change the world!

Discussion

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

ამ ბლოგის შესახებ (დააკლიკეთ სურათზე)

ასას

რა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბლოგზე?

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 1,146 other followers

სოსო მიქელაძე – “ქართული სოციალური გარემო” (პოდკასტი # 2, რუბრიკა “შექმენი საკუთარი თავი”)

საახალწლო იუმორისტული კონცერტი (“კახური იუმორი”)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,146 other followers

%d bloggers like this: