ცეცხლი ნავთზე

რა მოხდა კახეთში?


This slideshow requires JavaScript.

 ქარიშხალი, ტორნადო, სეტყვა, მიწისძვრა, არნახული სტიქია? პოსტფაქტუმ შედეგები სახეზეა. ასეულობით მილიონი ფინანსური და მატერიალური ზარალი, დაქცეული ინფრასტრუქტურა და უძრავი ქონება, პირწმინდად განადგურებული ვენახები, ბაღები, ეზოები, მინდვრები, შოკირებული და ფობიით შეპყრობილი მოსახლეობა. უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს გადავურჩით მხოლოდ იმის გამო, რომ სტიქია ღამის სამი საათიდან ბობოქრობდა, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სახლში იმყოფებოდა. მომხდარის ოფიციალური ვერსია მოჭრილი ლაკონურობით ჟღერს: ქარიშხალი, სეტყვა, ძლიერი წვიმა. თუმცა აქვე ბევრს ავიწყდება, როგორც მიცვალებულის მატრიალებელს, ყველაზე დიდი დანაკარგი, რასაც ჩვენი სულიერი სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. ამიტომ თითოული მოქალაქე საქართველოსი სისხორცეულად უნდა იყოს დაინტერესებული გაიგოს/მოითხოვოს კლიმატოლოგების, სინოპტიკოსების, მეტეოროლოგების, ეკონომისტების ფუნდამენტური დასკვნები. აუცილებელია მაქსიმალური ოპერატიულობით დაიდოს კონკრეტული ვერდიქტი-ანგარიში.

  • რა იყო ეს ყველაფერი: მოვლენის აღწერილობა, სტატისტიკა, ქარიშხლის ჩამოყალიბების კერები, გამომწვევი მიზეზები, პრევენციის შესაძლებლობა, განმეორების ალბათობა და სხვა?
  • მართლა შეიცვალა კლიმატი და გადავდივართ სტიქიური უბედურებების ერაში?
  • არსებობს თუ არა მსგავსი მოვლენების პროგნოზირებისა და პრევენციის შესაძლებლობები?
  • ხომ არ ჯობია გაწერილი და თვლადი პასუხიმსგებლობებისა და ვალდებულებების გადანაწილება კონკრეტულ ადამიანებზე/უწყებებზე/ორგანიზაციებზე თუ ყველაფერი ისევ სტიქიას/2012-ს/პლანეტების პარადს/მეორედ მოსვლას და ა. შ. მივაწეროთ?
  • მსოფლიო გამოცდილების კვინტესენცია მსგავსი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის/პრვენციის კუთხით;
  • კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების გასანეიტრალებლად რა დაზღვევითი მექანიზმების ამუშავებაა შესაძლებელი დღევანდელ საქართველოში?

და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოება მარტო იმით არ უნდა იყოს დაკავებული, რომ ივიშვიშოს და შთანთქას ხელისუფლების ორგანიზებულად გამოყოფილი დახმარებები (სტიქიის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ შესანიშნავად გამოვლინდა სამოქალაქო საზოგადოების სრული უნიათობა ადგილზე). აუცილებელია დაისვას მწვავე და მეტისმეტად დროული კითხვები. დაისვას კითხვები და მოეძებნოს პასუხები. გაიცეს ზუსტი პასუხები და დაიწყოს ადექვატური რეაგირება! თუნდაც იმისათვის, რომ თუ ახლა სახურავების ნარჩენებს სადღაც სახლების შემოგარენში ვეძებთ, ხვალ ეს ნარჩენები შეიძლება ჩვენმა სისხლმა და ხორცმა ჩაანაცვლოს… ამ ყველაფერზე ადევნეთ თვალყური ბლოგს www.sosomikeladze.wordpress.com. მალე – ანალიტიკური ნარკვევი „კახეთი 2012“.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: