"ლიდერის დღიური"

არაჩვეულებრივი იგავი



ერთხელ ორი მეზღვაური საკუთარი ბედის საძიებლად ცხრა ზღვასა და მთას იქეთ გაემგზავრა.
ერთ-ერთ კონძულს რომ მიადგნენ, ნახეს, რომ ტომის ბელადს ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი – მზეთუნახავი იყო, უმცროსი კი – “ისე რა”…
ერთმა მეზღვაურმა უთხრა თავის მეგობარს:
–        ეგ არის, მე ვიპოვე ჩემი ბედნიერება! აქ ვრჩები და ბელადის ქალიშვილზე ვიქორწინებ.
–        კი, მართალი ხარ. ბელადის უფროსი გოგონა ნამდვილად ულამაზესია და უჭკვიანესი. შენ სწორი არჩევანი გააკეთე, მიდი და იქორწინე…
–        არა, მეგობარო, შენ ვერ გამიგე! მე ბელადის უმცროს ქალიშვილს ვირთავ ცოლად.
–        რას ლაპარაკობ? გაგიჟდი?! ის ხომ ისეთია… ნუ დიდი არაფერი…
–        ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მე ასე მოვიქცევი!
…მეზღვაურმა განაგრძო გზა საკუთარი ბედნიერების საძიებლად, ხოლო შეყვარებული მეზღვარი ხელის სათხოვნელად წავიდა ტომის ბელადთან.

უნდა ითქვას, რომ ტომს შემდეგი წეს-ჩვეულება ჰქონდა. პატარძლის ოჯახი გამოსასყიდის სახით ვაჟის მხარისაგან ათ ძროხას იღებდა, ანუ კარგი პატარძალი 10 ძროხა ღირდა.
მეზღვაუურმა ეს ათი ძროხა ერთად შერეკა და ბელადს მიადგა.
–        ბელადო, მინდა შენს ქალიშვილზე ვიქორწინო და მასში 10 ძროხას გადავიხდი.
–        ეს კარგი არჩევანია. ჩემი უფროსი გოგონა მზეთუნახავია, ჭკვიანი და ნამდვილად ათი ძროხა ღირს. მე თანახმა ვარ!
–        არა, ბატონო. შენ ვერ გამიგე, მე უმცროს გოგოზე მინდა ვიქორწინო.
–        ეს რა არის? ხუმრობ? ვერ ხედავ, რომ ის ისეთი არ არის…
–        არა, მე სწორედ მასზე მინდა ვიქორწინო.
–        კარგი. მაგრამ მაშინ, როგორც პატიოსანმა კაცმა, მე არ შემიძლია 10 ძროხა გამოგართვა. ის ამად არ ღირს. მე გამოგართმევ  სამ ძროხას და არანაირად ამაზე მეტს.
–        არა, ბელადო. მე სწორედ 10 ძროხის გადახდა მსურს!
…და შემდეგ მათ იქორწინეს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი და წასულმა მეზღვაურმა, უკვე საკუთარი გემით, გადაწყვიტა მოენახულებინა მეგობარი და გაეგო თუ როგორ ცხოვრობდა.
ნაპირს მიადგა და ხედავს, რომ მისკენ არამიწიერი სილამაზის ქალი მოდის. მეზღვაურმა ჰკითხა, როგორ მოეძებნა მეგობარი.
ქალმაც გზა მიასწავლა…
მიდის მოგზაური და ხედავს: მისი ძველი მეგობარი სავარძელში ზის და მის გარშემო პატარა ბავშვები დარბიან.
–        როგორ ხარ, მეგობარო?
–        ბედნიერი კაცი ვარ!
ამ დროს შემოდის ის ულამაზესი ქალი.
–        აი, გაიცანი. ეს ჩემი ცოლია.
–        როგორ? შენ რა, კიდევ იქორწინე?
–        არა, ის და ეს ერთი და იგივე ქალია.
–        კი, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ის ასე შეიცვალა?
–        იქნებ შენ თვითონ ჰკითხო!
მივიდა მოგზაური ქალთან და ეკითხება.
–        მაპატიე უტაქტო შეკითხვა, მაგრამ მე მახსოვს, რომ შენ… “ისე რა” ქალი იყავი… რა მოხდა, რომ ასეთი მშვენიერი გახდი?
–        არაფერი ისეთი. უბრალოდ ერთხელ გავიგე, რომ ათი ძროხა ვღირვარ!

თქვენ კი, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ღირხართ ათი ძროხა?

თქვენ კი, მამაკაცებო, შეგიძლიათ გადაიხადოთ ათი ძროხა?

ვად შლახტერი

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “არაჩვეულებრივი იგავი

  1. და მართლაც ჩვენი ფიქრები გვქმნიან ისეთებად, როგორებიც ვართ. ძროხა, რა თქმა უნდა, ალეგორიაა ამ შემთვევაში. როგორიც გაქვს განწყობა და როგორადაც აღიქვამ საკუთარ თავს, ისეთივე გამომეტყველება გაქვს და ასეთად აღგიქვამენ გარშემომყოფნი. კარგი იგავია. მომეწონა.

    Posted by nutsiko | ივლისი 20, 2012, 9:36 AM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,086 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: