ჩემი სიზმრები

სიზმარი – 01/09/2010


არ ვიცი, რატომ მქონდა შეგრძნება, რომ შენ დაგინახავდი… რაღაც ძველ სახლთან მივდიოდით ნაცრისფერ უბანში. და უცნობმა ხმამ მითხრა – „ის ამ სახლში ცხოვრობს“. მყისიერად შემოვბრუნდი, რომ დამენახა სად უნდა ყოფილიყავი, სად გაატარე შენი ყრმობა, სად იყავი ასეთი ბედნიერი და ხალისიანი. რაღაც ცნობისმოყვარეობაც მამოძრავებდა… მზერა მიიპყრო სარკმლის ხის ჩარჩოებმა, ფერგადასულმა და ყავლგასულმა…
გავაცნობიერე, რომ ჩემი მზერა კამერის ობიექტივივით გადადიოდა სახლის დეტალებზე. მოლოდინმა შექმნა სასურველი. ვირგძენი და შემდეგ დავინახე, რომ შენ მსუბუქად ჩამოირბინე აივნიდან ბავშვებთან ერთად. ბავშვები… მქონდა განცდა, რომ ეს შენთვის უცხო ბავშვები იყვნენ, შენთან ნათესაური კავშირი არ ჰქონიათ, მაგრამ მათგან საოცარი სითბო და ალერსი მოდიოდა…
შენი სახე არ დამინახავს. ვფიქრობ, იმიტომ, რომ მეშინოდა რაღაცით არ დაკარგულიყო აღტაცების გრძნობა, რაც ყოველთვის მეუფლებოდა  შენს თვალებში ჩახედვისას. რაღაცნაირად ისე მოდიოდი, ან სიზმრის რეჟისორი ისე წარმართავდა ამ სულისშემძვრელ სცენებს, რომ სულ ვხედავდი მხოლოდ შენს მაღალ სხეულს, გრძელ თმებსა და ხელებს, მუდმივად ზურგიდან. შავი ფერები გიხდებოდა ამ სიზმარში… ისევე როგორც ადამიანთა სამყაროში…
ბავშვები გეძახდნენ დაბლა სათამაშოდ და ფერხულში მოგიქციეს. მაგრამ შენი პოზიცია არ იცვლებოდა – ყოველთვის ზურგით იდექი ჩემს მიმართ. ნიავმა თმა გაგიშალა და იგრძნობოდა, როგორ იცინოდი ბავშვებთან ერთად, მზად იყავი შენც დაკარგულიყავი ბავშვობის ამ ზღვაში. მესმოდა, რომ ყველა რაღაც სხვადასხვას ყვიროდა,  იძახდა და აკეთებდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უგებდა ერთმანეთს.
სადღაც გულის სიღრმეში ჩაისახა, გაძლიერდა და ზეწამოიმართა სურვილი  შენი სახის დანახვის. მინდოდა მოვსულიყავი და ისევ ის უხილავი და მყიფე სამყარო გამომეხმო წარსულიდან, რომელიც ჩვენს შორის ჯადოსნურად ჩნდებოდა.
და როდესაც ზრახვა ადამიანურ ენაზე მეთქვა ეს ყველაფერი გახდა შეუჩერებელი და მოადგა ყელს – გრძნობები, სიხარული – დავიბენი. თითქოს დავკარგე ყველაფერი, რაც მქონდა და მეამაყებოდა; მოვიტანე, შევქმენი იმ წუთამდე – მთელი სიძლიერე, საჭირო და ლამაზი სიტყვები, აზრი სათქმელისა და აზრი ამ სათქმელის შენამდე მოტანის… ძლიერი გრძნობა დაიხრჩო საკუთარ ძლიერებაში…
არც ვიცი, რისთვის ეძახიან ადამიანები ერთმანეთს სახელებს. რისთვის ეძახიან ერთმანეთს სახელებით… რისთვის გადასცემენ ერთმანეთს სიყვარულს, როგორც სამყაროს მბრძანებლის საიდუმლო ანდერძს? რისთვის ესიზმრებათ მათ ის, რაც უკვე მიუღწეველი და დაკარგულია? რისთვის ეძლევათ, თუნდაც სიზმარში, სიმამაცე ჩახედონ იმას, რაც აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ იქ, სიზმარში, ასეთი ნამდვილი და დამაჯერებელია?
რისთვის ეძლევათ ტრფობა თავისუფლებით შექმნან სასურველი?!

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: