მოთხრობები (2006 - 2015)

დიალოგები ბაზარში ანუ მარკეტინგი ქართულად


ეს რა ცხოვრებაა, ამის დედა ვატირე…
–     ვინ პირს აღებს და ვის აჩუმებენ! აბა პროფესორი კაცი აქ ბაზარში უნდა    ვიდგე?!
–     „პრაააფესორი“ ხაარ?
–     მე კიდევ ორი უმაღლესი დავამთავრე – მოსკოვში და კაზანში… ერთი     კიდევ დასამთავრებელი დამრჩა… განა სულ ბაზარში ვიდექი, ეჰ?!
–     ჭაღარას პატივს აღარ სცემენ და კავკასიონსაც აღარ უყურებენ გაზაფხულობით!!!
–     რას ყიდიან და რა იყიდება? ამის დედა ვატირე…
–       ბატონო, აი, უბრალოდ, ნუ იყიდი… „პროსტა“ მატორს მოუსმინე, გენაცვალე. აი „პროსტა“ მოუსმინე რაა, მოუსმინე ერთი რა ხმაზე მუშაობს!!! აი, ეს არის მატორი! აბა ხმას მოუსმინე, ჩუუუ! აი, იქ მაღლა ბოლოში ხომ გესმის, აი ეგ არის რაც არის – კლაპნების ავტოკონტროლი…
–      ჰმმმმმმმმ… ჰოოო… მართლა?!
–    აი, ხო გეუბნები, მეგობარო. მე გაყიდვა კი არ მინდა? არა, რას ლაპარაკობ. ეხლა შენ მე არ მიცნობ… ნუ იყიდი, გენაცვალოს ჩემი თავი. არა-რა… გაფიცებ! ამის გაყიდვა რა პრრრობლემაა? მთელი თბილისში ასეთი „ვოლვო“ არ დადის. კაიი რააა?! აგერ მიშას დაცვის უფროსის მოადგილე იყო წეღან და თქვა – „ბიძაჩემო, ერთი საათი მაცადე არ გაყიდო, უბრალოდ რაღაც უნდა შევათანხმო უფროსთან“…
–   ჰმმმმმმმ, ჰოოოო… რომელ წლიანია?
–  მატორს მოუსმინე, მატორს. კლასსსსიკაა-რა! უბრალოდ დააკვირდი-რა… არ ვიცი, რა ვიცი! 30 წელია მანქანები ჩამომაქვს, ესეთი რამ, ნუ რა გითხრა, შენ ხვდები ალბათ…
–    ჰმმმმმმმ! ჰოოოო!!!
–   …ქალო, მოდი სად მიდიხარ, მოდი აქ, ქალო! აბა ნახე რა კიდრია, მოდი გაგასინჯო!
–   გაიარე-რა! დაროგა, დაროგაააა!!!
–   ზედმეტი ხმა!
–   ეს კვერცხები ვისია?
–   რა ვისია, ჰაა, შვილო? კვერცხები ქათმისაა, მაქვს სისირისა…
–   უი, სი… ვერ გავიგე რისიიიი?
–   სისირი!
–   რა არის სი-სირი? როგორ თქვი?
–   სიფთა ხარ, ჩემი იყავი, მოდი, ჰა, მოდი-მეთქი!
–   შემოფრინდა გოგო რაშით! ტაში-ტაში, ტაში-ტაში! შენთვის კილო ათი შაურია!
–   ქალო, ისეთი ამირჩიე, რომ ხვალე აქ არ მოვიდე და სულ არ მოგაყარო უკან!
–   რა ბანძობაა, გაუმაძღრობაა ეს ქვეყანა-რა!!! ზოგს რამდენი ფული აქვს რა…
– ვგიჟდები-რა, ამდენსა ვმუშაობ და სად შოულობს ეს ხალხი ამდენ ფულს! გაგიჟებასა ვარ, აღარ ვიცი რა ვქნა! სად შოულობს ეს ხალხი ამდენ ფულს?!!
–  ორი კილო გამიკეთე! მეტი არ მინდა!
–  მსხვილები ჩამიყარე! მსხვილები!
–  ე რა ქათმებივით ინდაურები არიან!
–  დღეს ვერაფერი ვერ გავყიდე… ვაიმე, რა უნდა ვქნა, ბავშვი ხვალ ზღვაზე მიდის, ფული უნდა გავატანო…
–  დღეს ჩავუსხდეთ… კაი ჩალაღაჯს ავიღებ, ღვინოს კიკი და „ფურისულა“ მოიტანენ და პატარა დევილოცოთ…
–  რაჟდენ, ორი ლარი მათხოვე…
–  გუშინ რომ არ მათხოვე შენა…
–  ეჰ, გენა, საზამთრო უნდათ და რამდენად მისცემ?
–  მიცემაზე „სროკია“!
–  ბიჭო, ეჰ, ბაზარს თავის კანონები აქვს…
–  რაჲ აქანავებ ერთ ადგილს?!
– „შაობაზე“ სროკია, ბიჭო!
–  თავისუფალი ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს-ო! ბენდუქამ თქვა…
–  ეგ თავიჲ ბებოჲ მოუყვეს მაგეთებსა, გაიგე შენა… მთელი ქონება თვითონ დაითრიეს…-
–  ბოლოს იღებ თუ არა საზამთროს?
–  მანქანები გაიყვანეთ! „ოპელი“ და „მარშრუტკა“…
–  ჯო, რას აღრიალებ ამ პატრულსა?! მიდი, შააყენე აქვე…
–  იგრემც ამათ რა უთხარი, საქართველოში რომ წესრიგი დაამყარონ. ძააანც რომც უნდოდეთ ხალხი დაიღალაა. დაიღალლააა…
–  ფქვილი იყიდე? ვაიმეე, რა ფასი დაედო! ვაიმეეე, რა გვეშველება!!!
–  გეფიცები, ისეთი გაჭირვებაშია ხალხი, რამის ხაფანგიდან პურს იპირავს…
–  იმ „ბეენვეემითა“ და „ჭიპებით“ რომ დარბიან…
–  ჯიპებით?
–  ჰო, რავი რა ჰქვია, მაგი პატრონიც… იმ „ჭიპებით“ რომ დარბიან, აბა ესაა ადამიანობაა…
–  ჩვენ აე აქ… სისხლად ვიცლებით…ჯანმრთელობა აღარ მაქვს…
–  იჰ, ახალი შუშა კიტრი… ბამიდორი… მოდი-მოდი! მოდი! მოდი, გო, ჯო…
–  მეძინება რა… თვალები ჭარხალივით მაქვს… წავალ ეხლა, ცოტას დავიძინებ… ცოტას მიმიხედეთ დახლსა და ხალხსა. დახლსა და ხალხსა, დახლსა და ხალხსა…

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: