მოთხრობები (2006 - 2015)

წლების მდინარეები, 2012


…ვინ იტყვის მიზეზსა და მიზანს: რატომ და რისთვის მიედინება მდინარე, რატომ და რისთვის ტირის ჩვილი და რატომ ვერ შეურაცხოფს კაცი ღმერთს? ვინ ახსნის რატომ და რისთვის, ლამაზი სახის ხილვისას, მამრი გადაიქცევა ჰორმონთა ბომბად, ხოლო მდედრი – ბიოსამყაროს  აზრად?
რა არბენს სისხლს ძარღვებში და რა აერთებს ფიზიკურს შინაგან მდინარესთან? იქნებ შემთხვევითი სულაც არაა, რომ ადამიანი ყუჩდება ხოლმე უყურებს რა გიგანტურ კომეტასავით მბრუნავ მდინარეს? და რაც უფრო დიდია მდინარე, მით უფრო მძაფრად ითავისებს კაცი კავშირს ამ მდინარესათან, ტალღებთან, ფეთქვასთან. თითქოს ეწყობა მდინარის გულის სიტყვა-კილოს, რომელიც სადღაც ცხრა-მთას იქეთაა, მაგრამ უზარმაზარ ტალღებს ამოძრავებს დასახლებების, ხმელეთის ნაწილებისაკენ. უზრუნველყოფს ნიადაგს სარწყავით, ვეებერთელა ქალაქებს – სასმელი წყლით, ქარხნებს – ტექნიკურ წყლის ათასობით ტონით, და ამ დროს მორჩილებით და მდუმარე კეთილშობილებით გამოაქვს სამრეწველო და ყოფითი ნარჩენები. მდინარის ყოველ მოძრაობაში ადამიანი გრძნობს თავის პირად მდინარეებს, ძალებს, რომლებიც  წამიერეთიდან საათების საცეცებში შეგროვილები ქმნიან სიცოცხლის ზღვასა და ყოფნის ოკეანეს.
რაც უფრო შორს მივდივარ ჩემი პირველი დაბადების დღიდან, სულ უფრო მწვავედ ჩამესმის კითხვა: სად მივდივარ, რისთვის გამომგზავნეს და რა დარჩა კიდევ გასაკეთებელი? ყველაფერს რომ სწორად ვაკეთებდე, ეს კითხვა, ალბათ, არც გამიჩნდებოდა. მცდარ გზას რომ შევდგომოდი, ჭეშმარიტებაზე არასოდეს არ ვიფიქრებდი და მხოლოდ ტრაგედიების ტკივილი, გამოწვეული უდაბური ცთომილებებით, დროდადრო ჩამაგდებდა ხოლმე ნათელ და საღ გონებაში…

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “წლების მდინარეები, 2012

  1. დაბადები დღეს ნუ გამახსენებ რა!🙂

    Posted by Grio | July 11, 2012, 3:00 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: