წარმატების შესახებ

ილუზიების მსახვრალი ძალა


4907355-R3L8T8D-650-1953Escher-Relativityილუზიები! ილუზიები! ილუზიები!

რა ლამაზია მათთან ერთად ცხოვრება, მათში ცხოვრება, რა ჰაეროვანია მათ ბალიშზე დაძინება, რა ტკბილია მათი ბადაგი და რა მტიკვნეულია მათი მსხვრევა!
როცა იჯერებ,
რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები და არსებები უკვდავები არიან;
რომ არ გიღალატებენ და არამც თუ რამით გაწყენინებენ;
რომ შეგხვდება ისეთი ცხოვრებისეული სიყვარული, ვინაც მთელი არსებით გეყვარება და ეყვარები;
რომ ახალგაზრდობა და სიჭაბუკე შენი განუყოფელი ნაწილი იქნება ცხოვრების ბოლომდე;
რომ ყველა ადამიანი, ვინც გზაზე შეგხვდება, კეთილია და შენზე კარგად ფიქრობს;
რომ უმრავლესობას უყვარხარ;
რომ სწრაფად მოიწყობ კარიერას;
რომ შენ მაინც რაღაცით გამორჩეული ხარ და ადრე თუ გვიან ამ სპეციფიურ ინდივიდუალიზმს საჯაროდ გამოამჟღავნებ;
რომ გაიგებ რისთვის იცხოვრე, რისთვის შეჭამე ამდენი საჭმელი და გაიცინე ამდენჯერ;
რომ თითქოს კარგად „ჩამოყალიბდი“ იმის შესახებ, რისთვის უნდა იცხოვრო;
რომ თითქოს მოვა დრო, როცა ყველა ამოცანას ამოხსნი, ყველა პრობლემას გადაჭრი და გაიგებ, რად მოევლინე ამ სხეულს, ამ სქესს, ამ ქალაქს, ამ სახელმწიფოს;
რომ რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებ, უფრო ეყვარები, და ამისათვის გიჟს არ გიწოდებენ;
რომ იცი თუ რატომ აზროვნებ სწორედ ამ ერის ენაზე, რატომ მოგეცა ამდენი ნიჭი;
რომ უყვარხარ ღმერთს და განსაცდელი შენთან კარზე არ დააკაკუნებს;
რომ არასოდეს დაუსვამ კითხვას ღმერთს: ”ნუთუ მეც?”
რომ უკვდავი იქნები ყოველთვის!

***
ილუზიები! ჩვენ გვინდა ყველაფერზე გვქონდეს პასუხები ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, მაგრამ ბევრ რამეზე ეს პასუხები არ არსებობს, დაფარულია ჩვენგან ან აღზრდის შედეგად მახინჯდება. და იზრდება და ყალიბდება პიროვნება, რომელიც თანდათან დიდ განსხვავებას აწყდება იმას შორის, რისაც სწამს საკუთარი ილუზიების სახით, და იმას – რაც ხდება რეალობაში. უფსკრულია ამ ადამიანის ღირებულებებსა და იმას შორის, როგორ ცხოვრობს სინამდვილეში წუთისოფელი.

***
illusion_drawings_10ხილული და, უფრო მეტად, საზოგადოების უჩინარი მესვეურები ცდილობენ ბრმა ადამიანები, რობოტები, მანქანები, ტვინის ხეიბრები, გათელილი პიროვნებები, “ავტომატიზირებული მართვის სისტემები” შექმნან, მართონ და მართონ. მათდა საბედნიეროდ ამისათვის საშუალებების დეფიციტს ისინი ნამდვილად არ განიცდიან. ეს “უფროსი ძმები”, “მომზირალი თვალები” დღენიადაგ ცდილობენ ბავშვები და ახალგაზრდები ილუზიებით კვებონ, რადგან თუნდაც ილუზიების მსხვრევის შემდეგ ადამიანს მაინც რჩება უძლიერესი მტანჯველი ლტოლვა ილუზიური სამყაროსა და ილუზიური კატეგორიებისაკენ, ცრუ-განცდებისა და ხელახალი პიროვნული და ცხოვრებისეული ტრაგედიებისაკენ. ანუ ჩვენს მრავლად არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ ამ ყალბი ფასეულობების გარეშე და არიან ისინიც, რომლებიც განურჩევლად იმისა, დააღწიეს თუ არა თავი ილუზიების ტყვეობას, მაინც დადიან დაღდასმულები იმ ღალატით, რაც მათ გადახდათ. ეს ჰგავს იმას, რომ ლომმა ბოკვერს ნადირობა არ ასწავლოს და სავანაში ისე გაუშვას, ან უარესიც, არ ასწავლოს მტრისა და მოყვრის გარჩევა, დაბეჯითებით ურჩიოს მტერთან მეგობრობა და ამ მტრისადმი დამორჩილება.

***
ფსიქოლოგები თავიანთ კლიენტებს ხანდახან ასეთ დავალებას აძლევენ ხოლმე. კლიენტი მის გარშემო მყოფი ადამიანების აზროვნებაში არსებულ ილუზიებსა და ალოგიკურობას უნდა დააკვირდეს. ხშირად ილუზიების ჯგუფებს სხვადასხვა სახელი ჰქვია – ფიქსირებული ან აკვიატებული იდეა, მცდარი ღირებულება, ვარაუდები, სტერეოტიპები და ა. შ. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ კლიენტმა ჯერ სხვაში დაინახოს როგორ ხორციელდება ილუზიის ჩამოყალიბების და განვითარების პროცესი. მერე მოახდინოს საკუთარ “ილუზიაშემოქმედებითი ფსიქოლოგიური ცენტრის” საქმიანობის გადახედვა, გადამოწმება. თქვენც, ჩემო კარგებო, შეეცადეთ იპოვეთ როგორ აზროვნებენ ადამიანები, ეცადეთ დაინახოთ რა იდეების გამოხატვის დროს გაურბიან ისინი რეალობას, აკეთებენ გაზვიადებულ განცხადებებს ანდა პირიქით, ზღვარგადასული სიხისტე გამოიჩინონ.

ადამიანების აზროვნების შესწავლა იმდენადვე საინტერესოა, რამდენადაც დაკვირვების შედეგები გამოყენებითია. ასე შესაძლებელია კარიერის მოწყობა და საზოგადოებაში სასწაული სიჩქარით დაწინაურება. ადამიანთა ბუნების ცოდნა დიდი ხელოვნებაა, რომლის მატერიალური ექვივალენტი ყოველთვის ძალიან მაღალი იყო, არის და იქნება.

***
illyuzii_opticheskie2მაგალითად, არიან პიროვნებები, რომლებიც არსად არაფერს სწავლობენ გარდა ადამიანების ზნე-ჩვეულებების, წესების, ცხოვრებისეული კანონების, თუმცა საკმაოდ წარმატებულად ცხოვრობენ. პირველ რიგში ისინი ავითარებენ ისეთ აქტუალურ საინფორმაციო-ენერგეტიკულ არხს, როგორიც არის ინტუიცია, კავშირი კოლექტიურ არაცნობიერთან.
მეორე, ისინი იკვლევენ საკუთარ ილუზიებს, ფსიქოლოგიურ მუხრუჭებს სხვა ადამიანების და პირად მაგალითებზე.
მესამე, ისინი სწავლობენ თვითონ სოციალურ პროცესებს: მიმდინარე პროცესების განვითარებას და მათთვის სასურველი ფსიქოლოგიური პროცესის წარმართვას.
მეოთხე, ისინი ცდილობენ თავის ფსიქიკა “წარმატების იარაღად” აქციონ, აქტიურად იკვლევენ რა საკუთარი რეაქციებს, გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიებს, თვითპრეზენტაციას, ადამიანების მოტივირების მეთოდებს და სხვა.
მეხუთე, ეს პიროვნებები შეისწავლიან მათზე უფრო წარმატებულ ფსიქოლოგიურ მოდელებს – ლიდერებს, პოლიტიკოსებს, მეწარმეებს, კრიმინალურ ავტორიტეტებს, საეკლესიო მოძღვარებს და უბრალოდ ძლიერ პიროვნებებს, მათგან სასარგებლო თვისებების გამოსახშირად და სასესხებლად. სხვა სიტყვებით, საზოგადოება მათთვის არის რეალური ინფორმაციის მარაგი – “ჰუმანნეტი“, უფასო, უზადო და მეტად აუცილებელი ინფორმაციით გადაჯერებული.

***
1349428154_optical_illusions-17სხვების ილუზიებზე მეტად თქვენი საკუთარი, მამაპაპური ილუზიებია საინტერესო. თუ კარგი მაოზროვნის ხელში ჩავარდით, ამ ილუზიების ჩამოსათვლელად და აღსაწერად ერთი კვირად არ გეყოფათ.
ეცადეთ თქვენს მიერ გამოთქმული ისეთი აზრები აღმოაჩინოთ, რომლებიც საეჭვოდ მიგაჩნიათ, იქცევა სხვების გარჩევის საგნად, გიქმნით პრობლემებს. მაგალითად, შეიძლება, გგონიათ, რომ სახლში ჯდომით და “პატიოსანი” სახელით მაგარ კარიერას მოიწყობთ (გაიხსენეთ, როგორი პოპულარულია ჩვენთან ეგრეთწოდებული „კარგობანა” – იყო კაი კაცი!). რამდენიმე თაობის ქალბატონების ძალიან საყვარელი და პოპულარული ილუზია იყო “თეთრ რაშზე” ამხედრებული პრინცი. და მართალია, დღეს რაში VIP-კლასის ავტომობილით შეიცვალა, ხოლო პრინცი – ლეონარდო დი კაპრიოს გარეგნობისმქონე ახალგაზრდით, ილუზია რჩება ილუზიად – ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება თავისით რადიკალურად უკეთესობისაკენ უნდა შეიცვალოს. და ყველა სირთულეც უცებ გაქრეს! (დააკვირდით სიტყვას “უნდა”! ვის უნდა? ვინ ვის ავალდებულებს? რა უფლებით?)

***
ილუზიები ადამიანში არალოგიკურ მოლოდინებს აძლიერებენ. ილუზიებით შეპყრობილი პიროვნება თვითონ კი არ ქმნის თავის რეალობას, არამედ ნისკარტგაღებული და ცაში შემყურე ბარტყივით მოვლენების შესაფერის განვითარებას „ელოდება“ , კარგავს დროს და ამ ფასდაუდებელ საუნჯეს ხშირად უაზრო თვითგვემაში ან აზარტულ პერფექციონიზმში ფლანგავს.
მაშინ როდესაც ნებისმიერ კაცს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გათავისუფლდეს ილუზიებისაგან, დაიკავოს აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია (არა მსხვერპლის, არამედ სამყაროს პატრონის), ხოლო საკუთარ სახლთან არა უბრალოდ პრინცის, არამედ პრინცებით დაკომპლექტებული ესკორტი მოიყვანოს.
აქტიური პოზიცია არის ის, რაც გვაქცევს ადამიანებად, რაც განგვასხვავებს მაგიდის, თეფშის, სკამის ან სულაც სახურავიდან შემთხვევით გადმოვარდნილი აგურისაგან. ჩვენი გზა და ჩვენი მეობა აქტივობაში, მოქმედებაში, მარცხებსა და აღმაფრენაში ვლინდება.

slonადრე თუ გვიან ილუზია იმსხვრევა. რაც უფრო გვიან – მით უფრო მტკივნეულად.
ცხოვრებისეული მისიაც ხშირად ილუზიებისაგან გათავისუფლებამდე დადის.
საბოლოო ჯამში არჩევანი ჩვენზეა: ვიცხოვროთ ტკბილ ილუზიებში თუ უბრალო სიმართლეს ვუღიმოდეთ .

ძენ-ბუდიზმში ერთი შესანიშნავი იგავი არსებობს, სახელწოდებით “ნუთუ ეს ასეა?”. თუ ინტერნეტში იპოვით -წაიკითხეთ და არასოდეს დაივიწყოთ.
თუ ვერ ნახეთ, დაიმკვიდრეთ ჩვევად: ყოველ სიტუაციას, გადაწყვეტილებას, დასკვნას, და უბრალოდ იდეას, დაუსვით მარტივი, თუმცა უნივერსალური კითხვა და იქვე გაეცით გულახდილი პასუხი: “ნუთუ ეს მართლაც ასეა?”

© SM, სოსო მიქელაძე

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: