მოთხრობები (2006 - 2015)

პანტომიმა კაფესთან


img_e9b9c43f580960d972a94d5c425205b0– წვენი? – მკითხა დახლის უკან მდგომმა გოგონამ.
– ანანასის… – მივუგე მე და გავიფიქრე, რომ კიდევ ერთ ჩვევას ვამკვიდრებ, ცნობილი სტრიქონებიდან „…ჩემთან სიგარეტი, წვიმა და ანანასის წვენია…“.
დავჯექი გარეთ იმ მაგიდასთან, რომელიც პირდაპირ უყურებდა სასახლის ციხის კედლებს. გასაანალიზებული მქონდა რიგი ჩემს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების და ამისათვის მჭირდებობა სწორედ ასეთი მშვიდი, რომანტიული ატმოსფერო.
მღეროდა გენიალური ჩელენტანო “Il Tempo Se Ne Va” საყვარელი მისამღერით:

E intanto il tempo se ne va                  დრო კი გარბის!
e non ti senti piu bambina                   და უკან, სამწუხაროდ, ვერ დააბრუნებ!
si cresce in fretta alla tua eta               ამაოდ აჩქარებ ცხოვრებას –
non me ne sono accorto prima.           ის ისედაც მიფრინავს ფრინველივით.
E intanto il tempo se ne va                  დროს კი მოაქვს
tra i sogni e le preoccupazioni              ვისთვის ოცნებები და ვის დარდები;
le colze a rete han preso gia                და ამასობაში არ იღლება ჩვენს ნაცვლად
il posto dei calzettoni…                         გადაწყვიტოს ყველაფერი…

შემოდგომა სუნთქავდა თბილი სურნელით და ყოველ ამოსუნთქვაზე ჰაერში იტაცებდა ფოთლების მორიგ რაზმეულებს. თუმც ეს ყველაფერი იმდენად ნატიფი, ჰარმონიული და სასიამოვნო სანახაობა და შეგრძნებები იყო, რომ წამის გაჩერების სურვილს მიჩენდა. რამდენიმე ფოთოლმა სახესთან გაიშრიალა, ერთი კი საერთოდ პერანგის სამკერდე ჯიბეში აღმოჩდნა.
კაფე თითქმის ცარიელი იყო; მოშორებით იჯდა მოზარდების წყვილი და შეხმატკბილებულად საუბრობდა. ბაღში სკამებზე რამდენიმე გამვლელი ისვენებდა. არცერთი არ იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას.
დაჯდომისთანავე ამოვიღე ბლოკნოტი და ჩავიძირე მიმდინარე დასკვნებსა და შეხედულებებში და წვენი თითქმის ერთბაშად ამოვაშრე. გონება აქტიურად ეძებდა რაღაც ხელმოსაკიდს, რომ მისულიყო ეფექტურ და შედეგისმომტან გადაწყვეტილებამდე. ტელეფონი რამდენიმეჯერ ამოვიღე და მაგიდაზე დავდე და ბოლოს წინ გავიხედე.
ბაღის შუაგულში ერთი ახალგაზრდა შავგრემანი ქალი იდგა – საშუალო სიმაღლის, ჭრელ მოკლე კაბაში გამოწყობილი. ერთხანს შევყოვნდი მის ყურებაში, თუმც ისევ ჩემს საფიქრალს დავუბრუნდი. მინდოდა კიდევ ერთი წვენი ამეღო, თუმც რაღაც მაკავებდა. ჩემს იდეებთან დაკავშირებით საჭირო იყო მიზანმიმართული მძლავრი გადაწყვეტილების მიღება, მე კი იოტისოდენადაც არ წავიწიე წინ.
მზერა ისევ ციხის კედლებს მივაპყარი, მანქანებს, ხეებს, შემოდგომის უცნაურ ფერად შეხებას, ცეკვის სტუდიასთან დაჯგუფებულ დედებს, რომლებიც შვილებს ელოდებოდნენ და ინფორმაციით დამტვერიანების სტიქიაში იმყოფებოდნენ. ბოლოს დავუბრუნდი ისევ იმ ქალს, რომელიც ფეხის წვერებზე აიწია, მხრები გაშალა და ნერვულად დაიწყო წინ და უკან სიარული. ერთ ადგილას გაჩერებული ეს ქალი არაფერს თვალშისაცემს არ წარმოადგენდა. თუმც მოძრაობაში თითქოს დატუმბული იყო რაღაც ენერგიით და გადაიქცა სიმბოლოდ გარკვეული ტიპის ქალებისა. უფრო გულითადი დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე მთელი წყება საინტერესო დეტალების, რაც ამ ქალბატონზე წარმოდგენას საკმაოდ ამდიდრებდა (აი, რატომ ეძახიან თავად მანდილოსნები მამაკაცებს გულცივებს და უყურადღებოებს!).
ქალს ეცვა უგემოვნოდ ღია ყავისფერი მაღალქუსლიან ფეხსაცმელი, რომელიც საერთოდ არ მიდიდა თეთრზე შავი წინწკლებით გაწყობილ საკმაოდ მოკლე კაბაზე. სახეზე ქალს ჰქონდა დადებული (!) რაღაც სათვალე, რომელიც ასევე კონტრასტირებდა მის სახესთან და ვარცხნილოსთან – რადგან არც ეს „ლენონები“ იყო და არც „რეიბანები“ და შორიდანვე ჩარჩოს სისქეზე ასიგნალებდა.
არიან ქალები, და არც თუ მცირე რაოდენობით, რომლებიც სულ წუწუნებენ, რომ ნამდვილი მამაკაცები გადაშენდნენ, როგორც პრეისტორიული ცხოველები, რომ დაიკარგა ჯენტლმენობა, თავგანწირვა და ა. შ. სულ ბრაზობენ, რომ მამაკაცებს მხოლოდ ერთი რამე უნდათ და არა სხვა (და სხვათაშორის ეს „სხვა“ თვითონაც ზუსტად არ იციან რა არის, ამიტომ პერიოდულად ცვლიან!). საბოლოო ჯამში რეალობაზე ასეთი არაადექვატური წარმოდგენების შედეგად ქალების ეს ტიპი განწირულია ჯერ გაბოროტებისათვის და შემდეგ მარტოობისათვის. ჩემი დაკვირვებით, თავისი ამ ოდიოზური ხასიათით, რომელიც შორიდანვე ქალის მიხვრა-მოხვრაში გამოსჭვიოდა, ეს ქალი ზემონახსენებ კატეგორიას მიეკუთვნობდა. ქალების, რომლებიც, სამწუხაროდ, ეძებენ პრინცს, და კიდევ ერთხელ ვიტყოდი, სამწუხაროდ, მათხოვარიც კი არ აქცევს ყურადღებას…
ქალი ურითმოდ დადიოდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და  შესამჩნევად ზურგში მოხრილი. მისი დაძაბულობის მიზეზი მალევე გამომჟღავნდა. მან გაიხედა, სახე გაებადრა და იმავე მიმართულებით დაიწყო სვლა. მისკენ საშუალო ასაკის მამაკაცი მოდიოდა. ამ უცნობ სუბიექტს შეუაირეღებელი თვალითაც ემჩნეოდა გეომეტრიული პროგრესიით მზარდი თავდაუჯერებლობა და დაბნეულობა.
მართალია, ორივე პერსონაჟი ამ თვალწარმტაცი დრამისა შეპყრობილი იყო ნევრასტენიული ყოფაქცევით, ქალი მაინც უფრო ენერგიულად დგამდა ნაბიჯებს კაცისაგან, თან თავსა და მხრებს აქტიურად ამოძრავებდა, თითქოს ცდილობდა კისრიდან ჩამოეგდო ჩაბუდებული დაძაბულობა. მამაკაცი კი ლამის გვერდულად აბიჯებდა, რომ როგორმე გვიან მისულიყო ქალთან. უნდა ითქვას, რომ კაცის ჩაცმულობა რატომღაც მოგვიანებით უკეთ დავაფიქსირე (ქალი რომ ვყოფილიყავი, ვგონებ, პირიქით მოხდებოდა), თუმც ამ დაკვირვებების გარეშეც ეს კაცი ერთი ნაცრისფერი, უღიმღამოდ გამოწყობილი პიროვნების შთაბეჭდილებას ქმნიდა, ხოლო მისი ჭაღარა თმა ფერგასულ შავ შარვალთან ანსამბლში ამ ადამიანის საერთო, გარეგანი და შინაგანი, გაქუცულობის აღქმას აყალიბებდა. კაცი თავს დაბლა-მაღლა ეწეოდა, თან რაღაცნაირად გასაოცრად თვითდამაკნინებლად იღიმებოდა. ამასთანავე მისი სახე ზედმეტად „კეთილი“ იყო. დიდი ლოუენი ამ შეთხვევაში იტყოდა, რომ სუბიექტის ზურგისმიერი მერიდიანის ენერგეტიკა ბლოკირებულია.
პირველი, რამაც თავში გამიელვა და რამაც ყველაზე მეტად დამაინტრიგა ამ იდუმალი წყვილის შეხვედრაში, ეს იყო აზრი.
„ესენი უთუოდ „ადნაკლასნიკებზე“ ან რომელიმე საიტზე ან ტელეფონით გაცნობილი ხალხია და ერთმანეთს ახლა ეცნობიან!“
ზოგადად, ამ ადამიანების არავერბული წინამისალმებითი ურთიერთმოქმედებები მარწმუნებდა, რომ ისინი ერთმანეთს რეალობაში არ იცნობდნენ. და ეს იყო მათი პირველი შეხვედრა გარკვეული აუდიო ან ტექსტური დიალოგების შემდეგ.
ქალი იჩენდა ინიციატივას, რაც მისთვის ჩვეული უნდა ყოფილიყო, და როდესაც მათ შორის მანძილი არაუმეტეს სამ მეტრს შეადგენდა, მამაკაცს საკმაოდ იმპერატიულად ხელი გაუშვირა. მამაკაცმა პასუხად რაღაც უთხრა; ეტყობოდა, რომ წარმოსთქვა უდიდესი ბანალურობა თავის ცხოვრებაში. ჩემი აზრით, „მე ისა და ის ვარ“, რადგან თვითონვე მორცხვობდა თავისი ნათქვამებით. ქალი ირონიულად იღიმებოდა და თავს ხშირ-ხშირად უქნევდა. ეტყობოდა რომ გარკვეულწილად განხიბლული იყო (სახეზე ეწერა – „ღმერთო, რისთვის!“).
მერე თვითონ ქალმავე მიანიშნა, რომ ზემოთ წასულიყვნენ და დამსხდარიყვნენ სადმე სკამზე. თუ აქამდე მთელი ეს სცენა პირდაპირ ჩემს თვალწინ ვითარდებოდა, გამომცნაურების შემდეგ ისინი დასხდნენ უფრო ახლოს, ჩემგან მარცხნივ. მამაკაცმა ვერ გამოიჩინა სითამამე ქალთან ახლოს დაეკავებინა ადგილი. უფრო მეტი მათ შორის ისეთი დისტანცია იყო, თითქოს ეს რომანტიული პაემანი კი არ იყო, არამედ ორი ადამიანი რაღაც საკონფლიქტო თემის განხილვას ვარაუდობდა. თუმც მანძილს აქაც ქალბატონი არეგულირებდა…
საუბარი თანდათან ჩათბა, მამაკაცი ცოტა გათამამდა და თითქოს შეძლო ქალის ყურადღების დამორჩილება. მაგრამ ეტყობოდა, რომ ეს იყო ქალის უბრალო წუთიერი სისუტე. მოულოდნელად ქალი წამოხტა სკამიდან და დაიწყო იმდენად ენერგიული ჟესტიკულირება, რომ ჩემს გარდა რამდენიმე ბაღში მყოფმა პირმა ცნობისმოყვარეობით გადაავლო თვალი წყვილს.
ორივე ადამიანი მთელი არსებით იყო ჩათრეული კომუნიკაციის პროცესში. იმდენად ღრმად, რომ აღარავინ ახსოვდათ ირგვლივ. მე გავიაზრე რა რომ მომწმე ვარ იშვიათი ცხოვრებისეული მოვლენის, ავიღე ტელეფონი და ამ ორი პერსონაჟის და მათი პანტომიმის აღწერას შევუდექი. ნიჭიერი რეჟისორი აქედან გენიალურ მოკლემეტრაჟიან ფილმს გამოიყვანდა.
ქალი განაგრძობდა რაღაცას მტკიცებას, იმდენად აჟიტირებული იყო და აღელვებული, თითქოს სივრცე ძლივს აკავებდა მას. როგორც წესი, ასე იქცევიან მაშინ, როდესაც რამეს უარყოფენ. თითქოს ჩემი ვარაუდის დასადასტურებლად მალევე მის საუბარს თავის ქნევაც დაემატა. მის მარცხენა ხელი წავიდა ჯიბეში და მუშაობდა ტანის საყრდენივით. ჩანდა, რომ ქალს თავდაპირველი გამანადგურებელი თავდაცვა გადაჰყავდა პატრნიორზე თავდასხმაში. ქალი ტკბებოდა იმით, რომ მამაკაცი ბოლომდე მოტეხა, უპოვა წერტილი, საიდანაც უნდა ამოეშანთა დაუნდობლად. მამაკაცმა დახარა თავი და დროდადრო წყვეტილი, უგვანო მოძრაობებით წინ იხრებოდა ქალისაკენ, თუმც იქვე თავს ისევ ჩაქინდრავდა. ქალმა ფეხი ახლა ბორდიურზე შემოდგა და მანერულად ხელების ქნევას განაგრძობდა. სიტყვის კულმინაცია იყო, როცა მან ხელები ყველა სახსარში გაიშალა და შოლტებივით ტყორცნიდა ხელებს წინ და უკან მთელ სიგრძეზე, რაც  მის სრულ ძალაუფლებაზე მიმანიშნებდა (გამახსენდა, რომ თავის დროზე ზუსტად ამ ადგილზე იდგა პაპა ლენინის, ჩვენთვის მაშინ პაპა იყო, ძეგლი, თითქმის იდენტური პოზით!). ამასთანავე ქალი ასწრებდა ამოეხეთქა ემოციური ენერგიის ქარიშხალი, გაპრანჭულიყო, აეჩეჩა მხრები და კვლავ ხელებს სივრცესა და უკვდავებაში გაესროლა.
ბოლოს იგი გამოემართა ბაღის გასასვლელისაკენ. მამაკაცმა რაღაც შესძახა, ქალი შეჩერდა, ამოიოხრა, თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია. მამაკაცი მიუახლოვდა თითქმის ლასლასით და ეტყობოდა, რომ ახლიდან დაიწყო თემა, რომელზეც მტკიცე უარი მიიღო სკამთან. ქალმა ხელები შემოიყარა, აფრინა ცისაკენ, როგორც მტრედები და მთელი მისი სხეული გადაიქცა ერთ დიდ „არააა“-დ.
კაცს რაღაც ძალა მიეცა, თუმც ეს მხოლოდ უარყოფილი და გამწარებული ადამიანის საპასუხო ენერგია იყო. ორივეს სახეზე განხიბვლა ეწერა – თუმც განსხვავებული და განსხვავებულად.
ქალს ემჩნეოდა კიდევ ტრადიციული განხიბლულობა; „ნამდვილი კაცები მართლაც და დაილივნენ და ეს, ღმერთო, ვის გაუყადრა თავი?!“.
ხოლო მამაკაცს აწუხებდა ის, რომ ყველაფერი ჩააგდო, ჩაფლავდა და, როგორც ყოველთვის, შევხდა ასეთი ქალი-ვამპი.
ქალმა კიდევ ერთხელ დამაჯერებლად ხისტად სტკიცა უარი, ხელჩანთა შემოიგდო მხარზე და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ადგილს. პირველივე ხის ქვეშ გავლისას მან ხელის ერთი აქნევით მკვეთრად მოწყვიტა ფოთოლი და განაგრძო გზა და ჩემდა გასაოცრად სულ რაღაც 50 მეტრში მიუჯდა ვიღაც ორ უცნარ ადამიანს. ერთი მთლიანად შავებში ჩაცმული ქალი თუ კაცი იყო (ნამდვილად ძლივს დავადგინე 2 წუთის შემდეგ), შავი შლიაპით თუ ცილინდრით, ხოლო მეორე – ახალგაზრდა ყმაწვილი, წვერ-ულვაშიანი და მეტისმეტად დარბაისლური. ეს ტრიო უპაუზოდ აშკარად მაღლფარდოვან მსჯელობას შეუდგა; რადგან ჩვენი ქალი გაინაზა, მოეშვა და რაღაცას ჩააშტერდა, ხოლო დანარჩენი ორი პიროვნების ჩართვები საუბარში აშკარად მსუბუქი, რბილი და უმწიკვლო იყო…
მამაკაცი ცოტა ხანს იდგა ისევ იქ, სადაც ქალმა მიატოვა. ალბათ, კიდევ ერთი გაბრძოლება უნდოდა, გამოკიდებოდა ქალს და კიდევ რამე არგუმენტები მოეყვანა. ახლაღა შევისწავლე უკეთესად მის ჩაცმულობა. თეთრი პერანგი ვერტიკალური ზოლებით, შესაძლოა საუკეთესო მის გარდერობში, არაფერს კარგს არ მეტყველებდა მფლობელზე. მამაკაცის ზაფხულის, სპორტული ფეხსაცმელი კონტრასტირებდა მის დაბნეულ სახესთან. მთელი მისი სახე იყო გატეხილობის მიმიკის უფასო სკოლა, მან თითქოს არ იცოდა სად დაებინავებინა ხელები. გაიხედებოდა ქალისაკენ და მერე ისევ მიწას ურტყამდა ფეხსაცმლის წვერსა და ქუსლს. ბოლოს იგი ფეხათრევით გაემართა სკამისაკენ და დაჯდა ქალის სიახლოვეში. მისი სახე გამოხატავდა, რომ სურდა რაიმე აქტიური მოქმედების განხორციელება, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა. ბოლოს მამამაკცს გაახსენდა, რომ გააჩნდა XXI საუკუნის ადამიანის თავის შექცევის დიდი იარაღი – მობილური ტელეფონი. ამოიღო, გახსნა დახურა და ისევ თვალი ქალისაკენ გააპარა. რამდენიმე წამში კაცმა ვიღაცას დაურეკა და საუბარს შეუდგა. მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ძეხორციელს დალაპარაკებოდა და განტვირთულიყო.
ქალიც ორიოდე წუთში წავიდა ბაღიდან…
ცოტა ხანს მქონდა სურვილი მივსულიყავი მასთან და გამერკვია რა იყო ეს ყველაფერი, რასაც შევესწარი. თუმც გამახსენდა, რომ რეალობა,  წესისამებრ, გაცილებლით უფრო უინტერესოა.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: