მოთხრობები (2006 - 2015)

კოცნა, სიცოცხლე რომ ღირს


…quegli occhi verdi come il mare…
…ზღვისფერი მწვანე თვალები…(„კარუზოს ხსოვნას“)
 

 
kiss_cristiano_betta_leicester_square-528x351სიხარულის მოლოდინი – სიცოცხლის მწვერვალია. ყველაფერი სწორედ ამით დაიწყო. მან „მულატკა“ დაირქვა. ის სულ თვრამეტი წლის იყო. როდესაც მულატკამ მიმატოვა, სმენა დამეხშო და დროებითმა სიყრუემ შემიპყრო. ალბათ, არც ღირს იმის ხსენება, რამდენად რთული იყო ეს ჩემთვის. ცხადად მახსოვს, რომ მაშინ სიყრუეზე მეტად შინაგანი გამოუთქმელობა მაწუხებდა. ისიც მახსოვს, რომ იმხანად გამიძლიერდა გემოვნებითი შეგრძნებები და ღვინით ტკბობის განცდა. ზედმეტი არც ის იქნება გავიხსენო, რომ ვერც ფულს ვშოულობდი და, მთელი ჩემი ძალისხმევანი მიმართული იყო ოკულტიზმსა და არაცნობიერთან დიალოგისაკენ. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობდა – „ქიმერას ცხვირს ვუზომავდი“.
ჩატში ამოვირჩიე ნიკი „რონინი“. რონინი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში სამურაია, რომელიც პატრონის გარეშე დარჩა და არ ეყო სიმტკიცე ან მიზეზთა საკმარისობა მუცლის გამოსაფატრავად. ეს ოდიოზური ზედმეტსახელი იყო კორდონი ჩემსა და ჩატის საზოგადოებას შორის. გარედან კი „რონინი“ – ჩემი პიროვნების მუყაოს სამყარო და მუდმივად ცვალებადი შეხედულებების ბრძოლის ველი იყო. ჩატში ცოტა ხანს ვრჩებოდი, სანამდე გონება არ იწყებდა სიმფონირებას კამერულ-ლიტერატურული პასაჟებით და ჩემი სტილი არ აღონებდა მოჩატავე ახალგაზრდობას. ზოგი ჩატერი შერეკილად და ლაყაფად მთვლიდა – ტიპად, ვინც თავს უფლებას აძლევს მხატვარს თეთრი ფერის სითეთრის საიდუმლო დაუსაბუთოს და სახვით ხელოვნებაში შავი ფერის უმიზეზობის ჰიპოთეზა წამოაყენოს. მე კი… რონინს იმ ფერმერს ვადარებდი, რომელიც თავს ამოიქოლავს ხოლმე საკვირველებებით განთქმულ ფერმაზე და თითოეულ კერძსა და საჭმელს ლიმნის ნაჭრით კაზმავს – C ვიტამინის ფასდაუდებელი და უფასო ნაკრები… ხოლო შემდეგ ოსვენციმური ამტანიანობით მიათრევს საათის მცირე ისარს დღის დასასრულისაკენ. ეს ფერმა ჩემი ცნობიერება იყო, რომელიც სიცხოცხლეს შიგნით აღარ უშვებდა.
„უნ, დო, თღუა!“ – ვეუბნებოდი საკუთარ თავს, აი მივწერ მულატკას რაღაც ზეჭკვიანურს და იგი შემიყვარებს და გადმოხტება ჩატიდან პირდაპირ ჩემს ფერმაში. მაგრამ ხშირად ჩემი თავი ღვინით გადავსებული ფიალა იყო და სიბრძნე უკან ამომიტოვებდა ხოლმე.
მიუხედავად, და უფრო მეტად, ასაკობრივი სხვაობის გამო ჩემსა და მულატკას შორის უჩვეულოდ თანასწორი ურთიერთობები იყო. ის ელვასავით შემოენთო ჩემი ფანტაზიებისა და შინაგანი სიურეალიზმის სამყაროში. მე ვერ დავიტრაბახებდი ცხოვრებისეული წარმატებით, ის კი მაინც მხიარულად მიწვდიდა თავის უმანკო ხელს. როგორც ბავშვი, რომელიც ქუჩაში უპატრონო ავადმყოფ ლეკვს პოულობს, სახლში მიჰყავს და თავს ანგარიშს არ აძლევს, რა არის ამ საქციელში უფრო მეტი – პასუხისმგებლობა თუ სიკეთე.
გაცნობისთანავე მულატკამ მომიხაზა წრე, რომელსაც არ უნდა გავცდენოდი.
–         მე მიყვარს მოცარტი, „რექვიემი“ – ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს დამიბეჭდა ანდერლაინით, ისეთი საყვედურის კონტექსტით თითქოს მე სალიერის თანამოაზრე ვყოფილიყავი.
წარმოაჩინა რა რამდენიმე წინადადებით კომპეტენცია რიგ ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ საკითხებში, მულატკა რამის წამეჩხუბა საესტრადო მომღერლების გამო. მის სიტყვებში იყო უზომო ყმაწვილური ჟინი… ჟინი ახლიდან ჩამოეყალიბებინა ათეულობით თაობის აქსიომები. გამეფიქრა, რომ მსგავსად იქცეოდნენ ბაბილონის გოდოლის მშენებლებიც საკუთარი ჩანაფიქრის ნანგრევებთან…
თუმც შემდეგ მულატკას რაღაც სრულიად გაუთვალისწინებული დაემართა, რაღაცამ შეცვალა მისი ჩემდამი დამოკიდებულება. ის განსაკუთრებულად თავაზიანი გახდა, რითაც უნებლიეთ გამოაცოცხლა ჩემი მოკვდავი გრძნობები.
მულატკა ვირტუალური საზოგადოების დედოფალი იყო, ყოვლისშემძლე და გავლენიანი, თუნდაც ერთი სასვენი ნიშნით, ნახევარი სიტყვითა და სლენგით. და როდესაც ჩემი ალღოიანი მეგობარი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე, ნახევარი საათის განმავლობაში ყურში ჩამყვიროდა, რომ ვემსგავსებოდი ბეთჰოვენს, თვალწინ წარმომიდგა გენიალური გერმანელი კომპოზიტორის სვე-ბედი: ჯულიეტა გვიჩიარდი, „მთვარის სონატის“ რეალური ადრესატი. სწორედ მაშინ ჩავუფიქრდი გენიოსების განწირულობას და იმ მანკიერებას, რომლის წიაღშიც სთვლემს სიკეთის მარცვალი და ყველაფერს ამას დავუკავშირე მულატკაცა და საკუთარი თავიც.
მე ვუცქერდი სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით და ჩემს მზერაში იმდენი ბავშვურობა იყო, რომ ამას ბევრი უბოდიშოდ აღნიშნავდა: „შენ პატიოსანი ადამიანის გამოხედვა გაქვს!“. სინამდვილეში კი კარგა ხანი იყო დავიწყებული მქონდა რა არის შთაგონება. და სწორედ მშვენიერი მულატკას სახე ჩემს ქვეცნობიერში, როგორც დახვეწილი საოჯახო ფსიქოლოგი, შეუდგა მუშაობას რონინის შთაგონების აღზევებაზე. მულატკა ამსხვრევდა გრძნობების ყველა საკონტროლო ბარიერს, შლუზს, რომ ენახა რა არის იქ ასეთი საშინელი – იქ, იმ სამანებს მიღმა. ყველაზე მეტად მეშინოდა რამით დამეზიანებინა მულატკა და ამიტომ პერიოდულად კვერს ვუკრავდი. მან აღმოაჩინა, რომ ჩემი საყვარელი ზღაპრებია „საძაგელი იხვის ჭუკი“ და „დედოფალი-ბაყაყი“. მან ისიც დაადგინა, რომ მე კვლავაც ვიყავი საკუთარი თავისა და სამყაროს მიერ ექსორიაქმნილი „საძაგელი იხვის ჭუკი“.
ყოველწუთიერად ფეხდაფეხ მდევდა და მტანჯავდა აზრი იმ სამყაროს შესახებ, რომელიც დარჩებოდა ჩემს შემდეგ: სად არის ჩემი ძალის მიტანის წერტილი, საიდანაც გარემო იწყებს გარდასახვას? მე ვიგვიანებდი რეალურ ცხოვრებაში და ვერ ვასწრებდი, ვიყავი მოუქნელი, სულელი და ვიყავი მხეცი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა კუთვნილებას საკუთარი გვარისადმი. და მე ვიცოდი, ვიცოდი ზეპირად… წარწერებით აჭრელებული რუქა ჩემი სულიერი ლაბირინთების. თუმც ადამიანს ვერ გადაასხამ ყალიბიდან ყალიბში, როგორც სანთელს ან კალას. მცირედი გასხივოსნებების დროს, ვენთებოდი იმ აზრით, რომ სასწაული ჩემშია და გადვიქცეოდი ხოლმე ოქროსმაძიებელ-ფანატიკოსად. მე ვიჟღინთებოდი აზრით, რომ ლუვრიცა და მოსეც ჩემში არიან, როგორც ბრილიანტი კრისტალში. და ამ მიგნებებით შემართული ვლამობდი იგივე სხვა ადამიანებშიც აღმომეჩინა.
შინაგანად მე ხომ ვიყავი სრულიად სხვა, სხვა სხვა… მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებდი სამყაროსათვის ეს გამომეჟღავნებინა. მე ვჩქარობდი ყველაფერში… და სანაცვლოდ იაფფასიან показуха-ს ვიღებდი.
მე ვფიქრობდი ჯვაროსნებსა და რონინებზე, თურქული იათაგანით აფატრულ დარდანელის სრუტეზე. ჯარისკაცებზე, რომლებიც თვინიერად სწირავდნენ სიცოცხლეებს და ადამიანებზე, რომლებსაც უფალი ირჩევდა და მათი ბაგეებით მეტყველებდა. მე ვფიქრობდი, რომ მწერლობა იყო ჩემი ინფანტილიზმი და საშუალება გამეჭიმა ჩავლილი ბავშვობა. მე ვუსმენდი მოჩუხჩუხე წყაროს რითმიკას და მინდოდა გადამეხედა, როგორც მულატკას ჩემს კორდონს მიღმა, რა არის იქ, ამ წყალს იქით? ცხოვრება ორაზროვნად აკრეჭდა კბილებს და იმავდროულად კოცნებით მავსებდა, მაგრამ მე შეუჩერებლად ვიმეორებდი: „შენ ასეთი მშვენიერი ხარ!“.
მულატკასთან ერთად უცნუარი სიზმრები და კითხვები შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მე ვეწინააღმდეგებობი სიბერეს, რომელიც ფრთებგაშლილი, მთელი ჰორიზონტით ზეწამომართული, წყალდიდობასავით მოიწევდა ჩემსკენ. მე არ ვიცოდი საზღვარი, სად უნდა გავჩერებულიყავი, რომ ჩემი აზროვნება უფრო რეალისტური გამხდარიყო, იმ პროცესების უნისონად, რაც გარესამყაროში მიმდინარეობდა. ჩემი კარმა ცალსახად ერთი მიზნისაკენ მიმათრევდა – გამეგო სად მივდივარ და რა არის იმის საზღაური, რომ ადამიანად დავიბადე! მე ვგრძნობდი ამ ღრმა დაუკმაყოფილებლობას, მუდმივ მოწყვეტილობას იმისაგან, რაც ხდებოდა ჩემს ირგვლივ და ვივიწყებდი ზედსართავ სახელებს საგანთა ხატოვნების ასაღწერად.
სიზმრებში მე ვკოცნებდი საეკლესიო ზარებს, რომლებიც ცოცხლებს საფლავის გზას ულოცავენ, ხოლო მკვდრებს აუწყებენ, რომ მათი დრო ახლოვდება. მე ვიყავი ყველაფერი, რადაც შემწევდა ყოფნა: კუნძული, წყალი, აზრი, ხეობა. ღამის მატარებლებს ჩემს ცხოვრებაში მოჰყავდათ და გაჰყავდათ ობოლი ბავშვები, უცოდველი არსებების ბრბოები, ვისზეც მეურვეობა უნდა ამეღო, რათა მათგან შემდეგ ურჩხულები არ დაზრდილიყვნენ. ჩემი ხმა, მომაჯადოებელი ხმა, შურით აანთებდა ორფეოსსაც! მაგრამ იგი კარგავდა ძალას იმ მთებს შორის, რომლებიც ოთახის მცენარეებივით მე თვითონვე აღმოვაცენე. მესიზმრებოდა, რომ ანგელოზი, მთესველის მსგავსად, ყოველ ღვთის დილას „ადამიანობას“ აფქრვევდა დედამიწას. მეომარი თუ მღვდელი, ექიმი თუ ჯალათი, მასწავლებელი თუ ცოდნის გამანადგურებელი, უბრალო ადამიანები იბერტყამდნენ ტანისამოსს, ეგონათ რა რომ ეს უბრალოდ მტვერია… ან კიდევ პირიქით, – ზოგი საკუთარ სულს ამ სასწაულქმედი მტვრით აპრიალებდა.
არავინ უწყის, როგორ მიხვდნენ ადამიანები დაეკავშირებინათ  ხმელეთის ორი ნაწილი ხიდით, როგორ დაედოთ გარდიგარდმო ორი ხის ტოტი და ჯვარი გაეკეთებინათ. არავინ უწყის, ვინ ასწავლა ადამიანს ტუჩები საკოცნელად შეეკრა. ან როგორ ყოფილიყო ბეთჰოვენი? ბეთჰოვენი-პიროვნება და არა კომპოზიტორი… ჩვენ ჩვენი სულიერი განცდებისა და გრძნობების მარიონეტები უფრო ხშირად ვართ, ვიდრე ამას ვაღიარებთ.
მე ვხედავდი მეხსიერებას, როგორც გოგონას ტატუირებით „იცხოვრე ლამაზად“. არაფერი შეედრება ლამაზად მცხოვრებ ადამიანს. და მე შევიცანი, რომ ყოველ ჩვენთაგანი ინატრებდა ასეთი გამხდარიყო!
…ჩემი გრძნობები არ ცოცხლდებოდა. ვიღვიძებდი გაღიზიანებით და შიშებით. ყოველი დილა იწყებოდა მერცხლების გუნდის მისალმებით, რომელიც კეკლუცად ეხვეოდა მაღალი ძაბვის სადენებს.
„ნუ დარდობ, ძვირფასო! – მწერდა მულატკა. – ვერაფერი შეედრება შენი ემოციების სიღრმეს“. ეს იყო ჩემი საუზმე. ცხოვრების განსაკუთრებული სასუსნავი – იყო შეყვარებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც შენზე პატარები არიან და სწამთ შენი რჩეულობის. მე ვუსმენდი ფინიკის გემოს და ზამბახების სურნელს და სულ უფრო მეტად ვიქცეოდი მხეცად. მე ვსწავლობდი საკუთარ თავს, როგორც სასკოლო საგანს და ერთხელ გამოვუტყდი რონინს, რომ ოცდახუთი წლის შემდეგ სულ უფრო და უფრო მომწონდა ჩემზე არანაკლებ ათი წლით უმცროსი ქალები. ეს იყო კიდევ ერთი ხერხი ბავშვობაში დარჩენის, დროის მდინარის ჩატბორვის. ხანდახან ვხატავდი მულატკას საკუთარ ფანტაზიებში, მესმოდა მისი არარსებული ხმის ექო. რა სიმაღლე უნდა ჰქონოდა ამ ხმას, ალტია ეს თუ სოპრანო?
„ხორბლისფერი კანი უნდა ჰქონდეს, დანამდვილებით!“… – იბადებოდა ჩემში აზრი. მიყვარდა რა ახალგაზრდა კანი, მე არ ვუღრმავდებოდი, რას მოასწავებდა გრძნობათა აქცენტირება ქალის კანზე. რის გამო მიიღო კანმა ჩემი აღქმისათვის ესოდენ ძლიერი მნიშვნელობა? რატომ მოქმედებდა ეს კრიტერიუმი აგრერირად ჩემს ანტიპათიებზე? ან ვან გოგი რომ ვყოფილიყავი რანაირად ავსახავდი ამას ტილოზე?
მე ვხედავდი მის ცნობიერებაში პუჩინის ნორმას. ადამიანს, რომელიც მგავდა თავისი გაქცევებით შეთხზულ სამყაროში, სადაც ბენვენუტო შლიდა თავის სასწაულებს პირველხარისხოვან ოქროზე, სადაც კავკასიელი გლეხკაცი ასწორებდა გუთნის კლანჭას და ქედებით დაჩრდილული მებაღე კრეფავდა მზისფერ ატამს.
ჩატიდან გასვლისას ყველას ვწერდი „შეხვედრამდე“, მას კი – „არივედერჩი!“. „არივედერჩი“ ჩემს სმენად ყველაზე მეტად მოსწონდა: ცეცხლთაყვანისმცემლობის არიული სული აღრეული ინდურ ვედებში და ნაზი ერთგულების სულისკვეთებაში…
იმ ზაფხულის დღეს, როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით, მე ვიდექი ყვავილების მაღაზიის ვიტრინასთან და ვაკვირდებოდი მეწამული გლადიოლუსის გამოპრანჭულ ბუტკოს. მტვრიანებთან ერთად ის განუმეორებელი პა-ს შესრულებაში გაშეშდა. ამ თვალხატულ არსებებს სიკვდილმა სიცოცხლის რამდენიმე საათი აჩუქა. თუმც ვერაფერი შეედრებოდა სილამაზით მარადისობის ამ კოცნას. მე გამახსენდა, რომ სულ რაღაც ორ საათში მოვეფერებოდი მულატკას… ისე, როგორც თვალები – ანთებულ სანთელს.
ასეა, მეგობრებო! ჩვენი ამპარტავნობის მიღმა ულამაზესი სამყაროები სულდგმულობენ.
პროდოსა და შეუპოვარი კალის ჯარისკაცის სამყაროები, მარჯნის მყვინთავების, უდაბნოების, ბედუინებისა და ვარდების სამყაროები. აგრეთვე იმ ხვარაზმის, რომელიც ღრუბლებს შეზრდილი მაინც ხრის თავის ჭაღარა მინარეთებს, ამბობს რა ბავშვური უშუალობით და პირველაღმომჩენის გრძნობით:
„არ არს უფალი უდიდეს ალაჰისა!“.
ყველაფერი ეს ჯაჭვების, მოლეკულების რგოლებია, ჩვენი მიხვედრილობების და ალბათობების რგოლები.
და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შორს შევტოპავთ. იმისათვის, რომ მოვყწვიტოთ ჩვენი გონდოლა მიწას. და ვიყოთ ისეთივე ბედნიერები, როგორც პირველი ადამიანი, ვინც იკაროსის შემდეგ ცაში აიჭრა და დედამიწის ზედაპირზე უვნებელი დაეშვა.
მე გამახსენდა, რომ დაწყებით კლასებში მამამ ლამაზი შავი-ნარინჯისფერში ნეილონის ქურთუკი მიყიდა. ასეთი იმ დროს არავის ჰქონდა. მთელს სკოლაში ამ ქურთუკით ვიწონებდი თავს. მაგრამ ერთხელ გაკვეთილებიდან დაბრუნებული დედას აჩქარებით ვუყვებოდი ჩემი სასკოლო წარმატებების შესახებ და შემთხვევით ქურთუკის სახელო გახურებულ ღუმელს… იდაყვის არეში შევახე. მშობლებს ახალი ქურთუკის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ დაზიანებული ქურთუკი დაკემსეს იგივე ამომწვარი ნაჭრით და მაიძულეს სკოლაში ასე მევლო.
სიამაყის ნაცვლად ეს ჩემი საყვარელი ქურთუკი დისკომფორტისა და სირცხვილის საგანი გახდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ სწორედ ამ დროს მიყვარდა ერთი ხვეულთმიანი საყვარელი გოგონა პარალელური კლასიდან. ამ ბებკის გამო თავს ყოველთვის უხერხულად ვრძნობდი. ვფიქრობდი იმაზე, რომ გოგონაში ისეთ სიმპათიას აღარ გამოვიწვევდი. იქნებოდა უბრალოდ თანაგრძნობა… ან, შესაძლოა, დაცინვაც.
ოცი წლის შემდეგ უკვე მულატკას სწორედ იმ პატარა გოგონას ვადარებდი. უბრალოდ მსურდა ხმა მიმეწვდინა მის ემოციებისათვის, თუმცა ის წყეული ქურთუკი ისევ გულმკერდს მიბოჭავდა.
და კიდევ…  მულატკა წარმომედგინა ერთ ნაზ არსებად, რომელიც ფლორენციაში შემეფეთა. იტალიაში ყოფნისას, ერთი თავისუფალი დღე გამომიჩნდა და დილაუთენია საჩქაროდ „ფირენცა“-ს გავემგზავრე. ფლორენციას, როგორც მას ევროპელები უწოდებენ, ჩემი დითირამბები არ სჭირდება… გულის სიღრმემდე გაოცებული და აღტაცებული დავეხეტებოდი ამ მშვენიერი ქალაქის ცენტრში და გზამკვლევით ხელში მტკიცედ მივემართებოდი პონტე-ვეკიო-ს ხიდისაკენ.
გრანდიოზულ პალაცო დელ ნუომოსთან ერთი საშუალო სიმაღლის ლამაზ გოგოს დავაშტერდი, რომელიც, არ ვიცი რის გამო, მომეჩვენა ფრანგად, და რაღაც აუხსნელმა გარემოებებმა მაიძულეს მისადმი მიმეპყრო მთელი გულისყური. გოგონა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იყო შემდგარი, ამაყი და ტანადი, ოქროსფერი გაშლილი თმებით, თეთრი პერანგით და ფართე შავი ქვედაკაბით. გოგოს რაღაც თეთრი ჩანთა მიჰქონდა, საიდანაც ამაყად სუვენირი-რაინდი იმზირებოდა. გოგო ჩემსავით პალაცო ვეკიოს გზას ეძებდა.
მას მობურცული ტუჩები ჰქონდა და როდესაც ეს გამომეტყველება გავიმეორე, გამოვიდა: „მე და ფლორენცია“.
შემდეგ ჩვენი გზები ალე გრაციეს ხიდთან და მედიჩის ბიბლიოთეკასთან მეორედ გადაიკვეთა. იგი მოტოციკლისტებს ეკითხებოდა როგორ მიეგნო პალაცო ვეკიოსთვის და ამ დროს მისი წარმოსადეგობა ოდნავადაც არ შეცვლილა. გოგონამაც შეამჩნია, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევეჩეხეთ. მისი გარეგნობით დატყვევებულს, მინდოდა მივსულიყავი და მეთხოვა ერთად გადაგვეღო ფოტოსურათი, რასაც იტალიაში ხშირად ვაკეთებდი. მაგრამ ახლა თითქოს ფეხები ერთმანეთზე მიმეწება. ის კი ფიქრის დროს ნამდვილად არ მიტოვებდა. ის ხომ ფლორენცია იყო?!
მე აუჩქარებლად გავყევი გოგოს პონტე-ვეკიოსაკენ და ხიდამდე ჩავუხვიე …პალაცო დელ-ვეკიოსთან.
…მზემ გზად ღრუბლები დაუშვა და ნარინჯის ელფერთა მრავალსახეობა წინ გაიფინა. დონატელოს ქანდაკების ძირში, ქუჩის მუსიკოსი გიტარას უკრავდა… როკოკოს დროინდელ „ბარკაროლას“. ასი მეტრის მოშორებიდან უკვე დავინახე ჰერაკლეს უზარმაზარი ფიგურა, ხოლო მის უკან ახოვანი დავითის ქანდაკება. იქვე აღმოვაჩინე ბაროკოს მაღალფარდოვანი ტექნიკისათვის დამახასიათებელი ფასადების დეტალიზირებული ინკრუსტაცია. ამ მომენტს ნახევარი ცხოვრება ველოდი – მუსიკა, სასახლეებისა და მოედნების ენითაღუწერელი სილამაზის პანორამა…
თითქოს ვიღაც, ძალიან მსუბუქი და იმავდროულად მძიმე, დააბიჯებს თქვენს ნერვებზე, სულის ზედაპირზე. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დაბრძანებულან სასახლის საფეხურებზე… და როგორც ჩვეულებრივ გამაგრილებელ სასმელს შთანთქამენ სილამაზეს, ივიწყებენ ყველანაირ მტრობასა და გაუგებრობას. ყველგნით გამეფებულა სიყვარული, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. შემოქმედმა მათ მხოლოდ ერთი ენა დაუტოვა – სილამაზე…
ცოტა ხანში ჰობოიმ დაუკრა, ოდნავ სამგლოვიაროდ და ტრაგიკულის ზეიმით. შეყვარებულები ქანდაკებებზე დატანილ წარწერებს კითხულობდნენ.
მე დავითის წინ დავჯექი და ჩავუფიქრდი სამყაროს მოწყობის წესს, ადამიანური სულის მონობას. რას აღარ ვაკეთებთ, რომ საკუთარი გრძნობები არ დავინახოთ, არ შევამჩნიოთ ჩვენი სულის ჭეშმარიტი სილამაზე?
ქანდაკებათა რიგში, მარმარილოს ლომებთან, კვლავ მეცნო ჩემი ფრანგი გოგონას ტანადი სილუეტი. მის იერში იმდენი მიუწვდომლობა იყო, რომ მოვისურვე ფლორენცია ამ გოგოს გაცნობით დამემახსოვრებინა. კიდევ ერთხელ შევცბი: „რა და როგორ უნდა ვუთხრა?“, რადგან პალაცო ვეკიოს შემდეგ საკუთარ თავი ესოდენ არაფრისმთქმელად მომეჩვენა. გოგომაც, ამოიკითხა რა ჩემი აზრები, თვალი ამაყად ამარიდა. მე კაპიტულაცია გამოვაცხადე და ვამჯობინე მისი ჭვრეტით დავმტკბარიყავი.
ამ ფრანგ ქალთან ჩვენი გზები იმ დღეს კიდევ არაერთხელ გადაიყარა, ჯერ პონტე ვეკიოზე, შემდეგ პიაცა დელ პიტიზე. თუმცა უკვე დამარცხებული ვიყავი და უარი ვთქვი ავანტიურაზე, რომელიც კაცს მამაკაცად აქცევს. ჩემს მოგონებებში მხოლოდ ლამაზმანი-ფლორენცია დარჩა!..
მულატკასთან შეხვედრა ხიდთან მდებარე კაფესთან დავნიშნეთ. მოუთმენლობით გაშეშებული ვიჯექი და ვეწეოდი მენთოლიან სიგარეტს.. ვწრუპავდი კრიოშონს და ვლამობდი სასურველი განწყობილების გამოწვევას. რაღაც დაუკვეთავი დიალოგები იშლებოდა ჩემს ცნობიერებაში, რომელიც „პოლაროიდი“-ს ფოტოაპარატივით აფიქსირებდა ყველაფერს, რაც გარშემო მიმდინარეობდა. ოფიციანტი-გოგონები, მენიუ, სარეკლამო დაფები, ჩემი აქ ყოფნის აზრი – ყველაფერი ერთმანეთში აიზილა…
მოედნის საათმა, საბოლოოდ დაიღალა რა ჩემი ტანჯვით, სამჯერ ჩამოჰკრა. ამის გაგონებაზე მაჯის საათს დავხედე. ხიდის მოაჯირზე ფრთაფარფატით რამდენიმე მტრედი დაეშვა. ქვაფენილზე მანქანამ გაიარა. უმნიშვნელო პაუზის შემდეგ ფეხით მოსიარულეთა მორიგი ტალღა დაიძრა.
რამდენიმე წამში ხიდის მეორე მხრიდან მულატკაც გამოჩნდა – შეუმჩნეველი, თანაბარი ნაბიჯით, როგორც ის გოგონა ფლორენციიდან. მის სილუეტი წამიერად კოჭლმა რაბინმა გადაფარა.
მე დაუოკებელმა ღელვამ შემიპყრო, გულმა ფეთქვა დაიწყო, ხელებს კი უძლურება დაეუფლა. უკვე ვეღარ მესმოდა სად იყო თამაში და რა უნდა მეკეთებინა? ეს სრულიადაც არ იყო ჩატი, სადაც შემეძლო საკუთარი თავის შეთხზვა და წინადადებების კორექტირება. ეს იყო რამდენიმე წამის ფიზიკური სივრცე, რაც ჩვენს შორის რჩებოდა. მყისიერად მომინდა, რომ აქ არ ვყოფილიყავი. რას იფიქრებდა მულატკა ჩემს შესახებ? მაგრამ მან უკვე დამინახა…
და რაღაც ტრანსცენდენტურის მოლოდინით… წამოვიწიე სკამიდან. ის ძალიან ახლოს მოვიდა…
გული თითქოს ამოიფრქვა… მკერდიდან!
ეს იყო ულამაზესი ლურჯი თვალები, ზღვასავით მოელვარე («quegli occhi verdi come il mare»), როგორც მღეროდა პავაროტი. გოგონას მოსიყვარულე ნათელმა მზერამ მთელი ჩემი მოჩვენებითი ხელოვნური თავდაჯერებულობა ამოაშრო.
მე ისევ ის ბიჭუნა გავხდი, მიღწევებისა და ღირსებების გარეშე, იდაყვთან დაკერილი ქურთუკით.
–         რონი? ეს ხომ შენ ხარ? – მკითხა მან მშვიდად.
მე მივხვდი, რომ ჩემს ქურთუკს არ აქვს მისთვის არანაირი მნიშვნელობა, როგორც შეყვარებულის სასიკვდილო სნეულებას – ნამდვილი ქალისათვის.
პასუხად რაღაც წავილუღლუღე. ის აგრძელებდა ჩემი თვალების ცქერას, რაზეც თავისი პირადი წარმოდგენა ჰქონდა.
მეც მინდოდა ვყოფილიყავი ასეთივე თამამი და უბრალო. მაგრამ არ შემეძლო გამეკეთებინა ის, რაზეც ათასჯერ მიოცნებია, მიფიქრია და გუნებაში რეპეტიცია გამივლია. უბრალოდ მისი ხელის ხელში აღებაც კი არ შემეძლო…
–         რა არის, რონი? – გამიღიმა მისი თვალების ზღვამ.
მე მექანიკურად მივიზიდე მულატკა ჩემსკენ და გულში ჩავიხუტე. ვიგრძენი რა მისი სხეულის სითბო და ქალის მშვენიერი ხელები ზურგზე, თითქოს ახალი სიცოცხლე გავითავისე.
მისი კანი ზუსტად ისეთი იყო, როგორზედაც ვოცნებობდი – მისი თვალები, ცხვირი, ოქროსფერი თმები, უმანკო ტუჩები.
მე… ხელთ მეკავა წამიერება, საოცარი ქმნილება, ქალი, სახელად სამოთხე. მისმა სუნამომ გონება დამიბნელა. მე შევიგრძენი, როგორ გვაქცევს ერთი მოქმედება და წამის ერთი გაელვება მნათობად და რა ძალა აქვს ორ ადამიანს, რომლებმაც ერთმანეთში ღვთაებრივი აღმოაჩინეს.
ჩვენი ტუჩები ამბორში შეერწყა ერთმანეთს. ამიტანა განცდამ, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე ღირდა ამ ერთ შეხებად. მე შევიცანი, რომ ვარ!
მისი ტუჩები წითელი სამყურას ყვავილებივით იყო…
აიშალა და სხვადასხვა მხარეს ცაში აიჭრა მტრედების გუნდები… სამყურას მდელომ ბავშვობიდან შემოანგრია ჩემი ცნობიერება.
პატარა ყვავილები, რომლებსაც ვკრეფავდით და მათში ჩაბუდებულ სურნელოვან არომატს ვწუწნიდით.
მე ჩავკეტე უსასრულობის წრე…

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “კოცნა, სიცოცხლე რომ ღირს

  1. geniosia amis damweri aba ra aris? sulshi chamwvda yovelgvari gadacharbebis gareshe

    Posted by mariami | June 14, 2013, 10:50 pm
  2. arachveulebrivi da unichierese adamiani xart❤

    Posted by Mari Macharashvili | January 19, 2016, 11:34 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: