მოთხრობები (2006 - 2015)

ვის სჭირდება ეს?


7753805-R3L8T8D-600-skyart3სკოლის დამთავრების შემდეგ მე დიდხანს და შეუპოვრად ვაკლავდი თავს საავტორო სიმღერების შეთხზვას და ამ რეპერტუარით ხშირად გამოვდიოდი ჩემი ქალაქის სხვადასხვა სცენებზე. ამ ოპუსებს ადგილობრივი პუბლიკა სხვადასხვა განწყობით ხვდებოდა; იყო ხან გამაყრუებელი აპლოდისმენტები, ხანაც – ნაკლებადგასაგები სიცივე. გარკვეული დროის შემდეგ მე გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ექვსსიმიანი გიტარის ჟღერადობა წარმატებისათვის საკმარისი არ იყო და დრო მოვიდა გადავსულიყავი სიმღერების მინუს-არანჟირებებზე. ერთ დღესაც, მცირედი წინასწარი გაკითხვის შემდეგ, ოპტიმიზმით აღვსილი გავემგზავრე თბილისს, სადაც შევუდექი ისეთი ოსტატის ძიებას, რომელიც მზად იყო და შესწევდა ძალა ჩემს მიერ დაწერილი სიმღერების ორკესტრირებისა.
სიმართლე გითხრათ, ბევრი სირბილის და ტანჯვის გარეშეც, ჩემდა საბედნიეროდ გავიცანი შესანიშნავი მუსიკოსი, რომელიც, სხვათა შორის, ერთდროს უკრავდა საქვეყნოდ ცნობილ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ვია – 75“-ში. ჩვენი გაცნობის მომენტისათვის გივი, ნიჭიერი, საშუალო ასაკის მამაკაცი, რაღაც საიდუმლო ოპერაციების შედეგად, პრაქტიკულად უსახლკაროდ და უმუშევრად იყო დარჩენილი, იძულებული იყო ემთაბარა საყვარელი ქალების ბინებში, საკმაოდ უჭირდა და თავგადაკლულად ეძებდა შეკვეთებს არანჟირებების შესაქმნელად; რადგან ეს მისი არსებობის ერთდერთი წყარო იყო. საკუთრივ გივის შესახებ გვამცნო არანჟირების მეორე ოსტატმა, იმ დროისათვის გაცილებით უფრო გამოჩენილმა; უკვე სახელოვანმა კომპოზოტირმა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ გივი არა თუ არ ჩამოუვარდება მას, არამედ აღემატება კიდეც პროფესიონალიზმის კუთხით. არანჟირების ოსტატის პროფესია იმ დროს ნაკლებად დაფასებული, დაბალანაზღაურებადი იყო; ძალიან რთული იყო ისეთი კლიენტის მოძებნა, რომელსაც დიდი შეკვეთის მოცემა შეეძლო. იმისათვის, რომ ოსტატს რაღაცნაირად მაინც გაეტანა თავი ერთი-ორი თვე. როგორ არ გავიხსენო, რომ 6 ფონოგრამის ორსკესტრირებაში ამ შესანიშნავ პროფესიონალს გადავუხადე სულ რაღაც 150 დოლარამდე, რაც დღევანდელი საზომებით მართლაც რომ სასაცილო ფასია; მით უმეტეს, რომ 6 წლის შემდეგ ასეთივე სამუშაოსათვის თვითონ მან 10-ჯერ მეტი თანხა მოითხოვა. არის თუ არა ეს ფასთა სხვაობა ინფლაციის, გივის მომსახურებებზე გაზრდილი მოთხოვნების მაჩვენებელი თუ ქვეყნის შოუ-ბიზნესში დიდი და თვისობრივი რევოლუცია მოხდა, გამოჩნდა მრავალი ტალანტი, მომღერალი თუ „მღერალი“ – არ ვიცი რა მოგახსენოთ, ეს ნამდვილად სხვა საკითხია. და ამ კითხვით ჩაძიება, ალბათ, არც ღირს, რომ უცაბედად, სადმე მსჯელობის ჩიხში და ამაოების ბაზარზე არ შევაბიჯოთ.
გივი თავისი ცხოვრების საკმაოდ მძიმე ეტაპს გადიოდა – როგორც ფინანსების სიმწირის, ისევე პირადი ცხოვრების მოუწყობლობის გამო. სინთეზატორი, რომელზედაც გივი მუშაობდა, მას არ ეკუთვნოდა და იგი ყოველთვიურად 200 დოლარს უხდიდა სინთეზატორის პატრონს. თუმცა იგი პატიოსანი და გონიერი კაცი იყო და ამიტომ ადვილად ახერხებდა მელოდიების გადატანას თანამედროვე მუსიკალურ რითმებზე. ბავშვობიდან კარგად მახსოვდა მისი “საუნდი” და განსაკუთრებით სიმღერა „ჩვენთან არს ღმერთი“. ასე რომ, გივისთან მუშაობის პროცესში თითქმის არც მჭირდებოდა რაიმის კარნახი ან მოთხოვნა. იგი დამპირდა, რომ შეკვეთას ერთ კვირაში დაასრულებდა და ზუსტად დათქმულ დროს თაზა ფონოგრამებით გადავსებული აუდიოკასეტა ჯიბეში ჩავიდე. დიდება მის პუნქტუალობას, რადგან ჩემს სიმღერებთან ერთად გივის სხვა, ძალიან „ტექნომუსიკალურ შეკვეთებზე“ უწევდა მუშაობა.

გივისთან ურთიერთობებში დამამახსოვრდა ერთი უბრალო, მაგრამ საკმაოდ საგულისხმო ინციდენტი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ვამუშავებდით სიმღერას სახელწოდებით „ახდენილი ოცნება“. ამ კომპოზიციას არაფერი ისეთი არაჩვეულებრივი არ ჰქონია – სიყვარულისა და დიდი განშორების შემდეგ ნათქვამი სიხარულის სიტყვები – ტიპიური მაჟორული დუეტი. თუმც მთელი შარმი იმაში იყო, რომ ჩაფიქრებული მქონდა ორსკესტრირებაში კლასიკური დიდი როიალის გამოყენება და მთლიანი ფონოგრამა ფრედი მერკურის „ბარსელონასავით“ უნდა გაჟღერებულიყო! მე ჯიუტად ვითხოვდი, რომ გივის უფრო ხშირად მიემართა სიმებიანი საკრავების ანსამბლების, როიალისა და გუნდებისათვის, რომ უფრო გულისყურით მოკიდებოდა სტილისტიკას, ნიუანსირებას და ყველგან არ ჩაეკვეხა მისი, უკვე ცოტა არ იყოს მობეზრებული, საორკესტრო სვლები და უმოწყალოდ არ დაემახინჯებინა ჩემი სიმღერა ქართული ესტრადის 80-იანი წლების ჰანგებით.
– „ქუინი“ მინდა! „ქუინის“ ჟღერადობა! – ვეუბნებოდი თავმდაბლურად, მაგრამ ჯიუტად.
თავდაპირველად ამ დაჟინებულმა მოთხოვნამ გივის ცნობისმოყვარეობა აღუძრა, ეს იყო მისი ოსტატობის გამოწვევა. მაგრამ რადგანაც მე სულ უფრო და უფრო მეტ შემოქმედებით თავდადებას ვითხოვდი, ისიც სულ უფრო და უფრო ღიზიანდებოდა. მას სურდა ჩაეხტუნებინა რომელიმე ფრაგმენტი ან იგი თავისებურად დაეარანჟირებინა. დროის დიდი ნაწილი შესავლის შექმნამ წაიღო, რომელიც მე, გივისთან ჩამოსვლამდე, ჩემს მეგობარ-გოგონასთან თანაავტორობაში შევიმუშავე. ყოველ ჯერზე, როდესაც გივი თითქმის მამარცხებდა საკუთარი მოწოდებებით პრაქტიკულობისა და მიწიერებისაკენ, ჩემს თვალწინ „ლედ ზეპელინის“ ამ დაუდეგარი ფანის სახე ამოტივტივდებოდა ხოლმე, რომელსაც ვერც გემოვნებას და ვერც მიუკერძოებელ მუსიკალურ სიმკაცრეს ვერ დაუწუნებდი. და ამის შემდეგ მე კვლავ ავტომატივით ვაგრძელებდი ლუღლუღს:
– „ქუინი“! მე მინდა „ქუინი“! აი აქ, მეათე ტაქტთან თითქმის „ქუინი“-ია…
– ნუღარ იტყვი! – ოხუნჯობდა გივი ქალაქურად.
– იქ მათ მთელი ორკესტრები, 300 კაცი თუ მეტი არა, ეხმარება შექმნაში…
– არა, რატომ?! აი… გამოდის, მართლა გამოდის!
– კაი, რას ამბობ? გეყო-რა…
– იქნება ეს სიმღერის შუა ნაწილში გადავიტანოთ, ეს „ზახოდი“… ჰა, გივი?
გივი შეყოვნდა. ღრმად ჩაისუნთქა და წითელი ფერი გადაიშალა მის სახეზე.
– არა-რა, ასე არ გამოვა! შენ ამ პროლოგის ზუსტ მელოდიას ვერ მეუბნები. და ჩვენ ასე მთელი დღეც ვერაფერი გამოგვივა! – კი, ჟორა, მაგრამ…!- არა, და არ შემიძლია გაგიგო. არც რითმია, არც შესავალი. არაფერია, შენი დაწერილიდან. მარტო ერთსა და იგივეს იმეორებ – „ქუინი“, „ქუინი“, „ქუინი“… რა იპოვე ამაში ასეთი? რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ასეთ შესავალს? აი შენ თვითონ დაფიქრდი-რა! უბრალოდ დაფიქრდი! ვის სჭირდება ეს? ვის სჭირდება მთელი ეს ჩახუჭუჭება, მთელი ეს კარუსელი? მთელი ეს დაბოლება? რისთვის? რისთვის? ვის სჭირდება?
– „Каму эту нужнна?!!“ – დაასრულა მან რუსულად.
მე გავჩუმდი. არაფერი მქონდა სათქმელი. იმდენად ნორჩი ვიყავი, რომ ზრდილობიანად გავჩუმებულიყავი… და რაღაცით გივი შემეცოდა კიდევაც.
ოსტატს სიფიცხის შეტევამ მალე გადაუარა. მან ბოდიში მომიხადა და მოთმინებით დაიწყო ჩემს მიერ დილით მიჯღაბნილი „ციფროვკის“ გარჩევა. მთელი ამ ისტორიის არსი, რა თქმა უნდა, ის არაა, რომ გივიმ მოთმინება დაკარგა და გამიბრაზდა. მე სულაც არც მასზე და არც წყენაზე მაქვს საუბარი, რომელსაც, როგორც მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, გულში ჩამივარდა. უბრალოდ, ამ ინციდენტის შემდგომ დიდხანს მაწუხებდა კითხვა, რომელიც გივიმ, ერთმა არაჩვეულებრივმა არანჟირების ოსტატმა, ნახევრად-ხელობისა და… ნახევრად-ხელოვნების კაცმა, დამისვა იმ ლამაზ დღეს. დამისვა მეც, და შეიძლება მთელ მომავალ თაობებსაც.
ვის სჭირდება?
ვის სჭირდება თუ ყველაფერს ოდნავ სხვანაირად ვაკეთებთ? მეტადრე, რომ დავაკვირდი რანაირადაც სვამენ კითხვას ზრდასრული ადამიანები.ვის სჭირდება მთელი ეს ტრელები, ვიბრაციები, მელიზმიები, ჩახუჭუჭება მუსიკაში?ვის სჭირდება ეს მისწრაფება რომ რაღაც გააკეთო უფრო ხარისხიანად?
ვის სჭირდება, რომ შევცვალოთ მიდგომები, ვეცადოთ ვიყო უფრო ორიგინალურები, მოხდენილები, სხვა-ნაირები?
ვის სჭირდება ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ვწერ და ამ ყველაფერს გიყვებით?
ვის სჭირდება, რომ შვილებს ვქმნით და მათი აღზრდით ვართ დაკავებულები?
ვის სჭირდება ჩვენი სიკეთე და ბოროტება?
ვის სჭირდება კეთილშობილება, როცა ორპირობითაც საკმაოდ კარგად გახვალ ფონს?
ვის სჭირდება ფრინველები და მთათა ჰანგები, რომლებიც ბევრს საუკუნო მდუმარებაში მყოფები ჰგონია?
ვის სჭირდება მთელი ეს ჩანაწერები და ოპტიმისტური შეძახილები, რადგან ხომ არსებობს სკეპტიკოსთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ხიშტებით ხვდებიან ჩემს გზავნილებს, რჩევებსა და თვალის დაუხამხამებლად აწკაპუნებენ უკვე მზამზარეულ პასუხებს: „რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია კარგად იციან!“
ვის სჭირდება მთელი ეს კითხვები? კი, მთელი ჩვენი კითხვები!.. კითხვები ხომ ყველას ჩვენი საკუთარი გვაქვს? და ეს კითხვები გვაქცევენ ინდივიდებად! ჩვენი კითხვები!ვის სჭირდება ეს? ვის სჭირდება ეს ჩვენი „მიდი აბა, ცოტა კიდე უკეთესად“ გავაკეთოთ?
ვის სჭირდება ჩვენი ღწვა და ბრძოლა მიხრწნილების წინააღმდეგ, ჩვენ ხომ ისედაც ვბერდებით და ვქრებით, როგორც სხეულები და პიროვნებები?
ვის სჭირდება წმინდა წიგნები, მაშინ როდესაც ადამიანებმა უკვე კლონირება დაიწყეს და ყველაფრის ტირაჟირება… რაც ხელთ ხვდებათ?!
ვის სჭირდება ბრძოლა? ჩვენ ხომ წინასწარ ვიცით, რომ მაინც დავმარცხდებით!!!
ვის სჭირდება ეს ამაოება?
ვის სჭირდება მუსიკა, რომელსაც ვთხზავ, ლექსები, რომელთაც ვაწყობ და სიმღერები, რომლებსაც ვცდილობ ვმღეროდე ყალბი ბგერების გარეშე?
ვის სჭირდება მთელი ეს დასტა ფრაზების, ქაღალდების ნაგლეჯების, იდეების, აფორიზმების?ვის სჭირდება ეს ატვირთვები საიტზე, კომენტარები ნაწარმოებებზე?
ვის სჭირდება ჩვენი წარმატება? პიროვნული განვითარება?ვის სჭირდება ჩვენი ყოველდღიური ლტოლვა ფიზიკური და მენტალური ტონუსის შესანარჩუნებლად?
ადამიანები ხომ, სთავაზობ თუ არა მათ რაიმე სასარგებლოს, ესევე ტალახს გესვრიან და ლამობენ ჩაგქოლონ!…და ამ უპასუხო კითხვების მიწაყრილს იქეთ… ვიხილე სიმრავლე ადამიანთა, რომელთაც ეს ყველაფერი ე- ს- ა- ჭ- ი- რ- ო- ე- ბ- ა- თ! უბრალოდ კი არ სჭირდებათ! სჭირდებათ!
მე ვიხილე ახალგაზრდები, რომლებიც ნატრობენ შეიცნონ სამყარო.
მე ვიხილე ადამიანი, რომელიც ლამობს სიახლეს, რაიმე აღმაფრთოვანებელს და განწირულია შთანთქას ნაგავი, რაც მასზედ ჯადოსნურ ყუთიდან გადმოდის.
მე ვიხილე ავადმყოფი, რომელიც ოცნებობს მონახოს ოდნავ უკეთესი ექიმი, მაგრამ იმისათვისაა განწირული, რომ მის თვალწინ ორთოდოქსალური მედიცინის საბანძეთი დასკუპსკუპებდეს. მე ვიხილე ყველგან სიყალბე, ამოუძირკვავი შაბლონები ყველგან და საკუთარი სახელით მეტყველების სურვილის დეფიციტი.
და ვიხილე ისიც, რომ სამყარო ვერ იქნებოდა ასეთი განვითარებული, თუ ადამიანები არ იოცნებებდნენ! გადაედგათ უფრო დიდი ნაბიჯი, დაედოთ უფრო მაღალი ფსონი საკუთარ გონებაზე და ჰქონოდათ მისწრაფება უფრო მაღლად განთებული მიზნისაკენ.
მე ვხედავდი, როგორ შლიდნენ ადამიანები მხრებს და ცხოვრებაში მსუბუქად, ადვილად და უშუალოდ განაგრძობდნენ სვლას. მე ვხედავდი თავდაჯერებულობასა და ზეიმს!
და ეს ყველაფერი – გახარებული სახეები, სამახსოვრო მოწერები, მესიჯები, ზარები, პატივისცემისა და დაფასების სიტყვები არ იქნებოდა – მე რომ დამეჯერებინა სიჭაბუკეში მათთვის, ვინც თითქოს უნისონში ტკეპნიდნენ ერთსა და იმავე ფრაზას: „ვის რაში სჭირდება ეგ მუსიკა? „ვის რაში სჭირდება ეგ ლექსები?“ „ვის რაში სჭირდება ეგ ტრენინგები?“, „განა ეს ვისმეს სჭირდება საერთოდ?“
კი, მეგობრებო, და მე მეტის კეთებასაც მოვისურვებდი! მოვისურვებდი ყოველი გაჭირვებულისათვის მხარდაჭერის წერილი მიმეწერა და მომეძებნა ყველაზე ძლიერი სიტყვები. დამეწერა ფრაზები, რომლებიც წყლულებს მოუშუშებდნენ და სასწაულებს მოახდენდნენ. მოვისურვებდი სიყვარული გამეცა მათზე, ვინც დაივიწყა ეს სიტყვა და იმედი, რომელსაც ყველაზე საზარელი ჭაობიდან შეუძლია ამოყვანა.მოვისურვებდი თავად ვყოფილიყავი უკეთესი, უზომოდ უკეთესი. შემწეოდა უნარი ადამიანებისათვის გამეთქვა საჭირო მოქმედებები და რიცხვები, გამოსავალი და ჟამი მონანიებისა.
ჩვენ რომ შეგვძლებოდა, ჩვენ რომ შეგვძლებოდა ცხოვრების ერთი დღე მაინც გვეცხოვრა იმ მიზნით, რომ ჩვენი საქმე ცოტა უკეთესად, ცოტა უფრო დახვეწილად გვეკეთებინა, ცხოვრების და ურთიერთგაგების დონითაც ხომ მრავალჯერ უფრო მაღლა ვიქნებოდით. ჩვენ რომ გვეცადა საკუთარ მოქმედებებში უფრო მეტი რაღაც ჩაგვედო, – უფრო გულისა, უფრო სათნოებისა, – ხომ ნაკლებად შეგვაწუხებდა ამაოების, პრობლემათა მარადიულობის და გაღიზიანების განცდები.
როდესაც გული და სამშვინველი თავს ვერ გამოხატავენ, ისინი იკეტებიან, ხოლო გონება იწყებს ამ დიდი წყაროების გაყალბებას, გვთავაზობს რა სხვადასხვა უწმაწურობამდე მისულ სიყალბეს. კაცი კი გულუბრყვილოდ ამ სიყალბეებს მატერიალური სამყაროს ნიშნებად მიიჩნევს და დღითიდღე სულ უფრო და უფრო ბილწავს ყველაფერს.და მხოლოდ გამოცდების მთელი მოჯადოებული წრის შემდეგ მას უწერია ბავშვობაში, საკუთარ გულში, სიყმაწვილეში დაბრუნება; იმ დროში, სადაც თამაშობდა, შრომობდა არა სანახევროდ, არამედ გულწრფელად და თავდავიწყებით, და სულაც არ ხელმძღვანელობდა პრინციპით – „ასეც წავა!“.
თქვენ კი, ჩემო ძვირფასებო, გახსოვდეთ ჩემი რჩევა. არასოდეს აღარ დასვათ კითხვები – „ვის რაში სჭირდება? „ვინ გაიგებს ამას?“ „ნუთუ ეს ვისმეს დასჭირდება?“ და ა. შ.
თუ თქვენს სულს ასე სურს (სიტყვების თამაშია თუ კანონზომიერება),
და თუ თქვენს სულს ასე სურს
და თუ თქვენს სულს ასე სურს და თქვენ ამას მთელი გულით აკეთებთ, ესე იგი, აუცილებლად გამოჩნდება სხვა ადამიანიც… და არაერთი, რომლისთვისაც თქვენს საქმეთა ნაყოფი იქნება ვითარცა წყვდიადით დაფარულ დიდ გზაზე დატოვებული ლამპარი.

კიოკენჰოფის ყვავილების პარკი, ნიდერლანდები

კიოკენჰოფის ყვავილების პარკი, ნიდერლანდები

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: