პოეზია...

ბედნიერება ხომ თავისთავად უბედურია


ბედნიერება ხომ თავისთავად უბედურია,
სიყვარული ხომ უფრო ხშირად განწირულია,
თეთრი ფერი ხომ უფრო ხშირად ნაცრისფერია
და ჩემი დარდიც სიყვარულის მხოლოდ გერია.

მეგობრების წრე,
მოწყენილი დღე.
ცივი მიღება – მჭახე ხუმრობა.
სიყვარული ფრედ – ალეწილი მზე,
მონატრების წილ ლოთური თრობა.

ერთდერთი მოგონება ჩახვეული პიროვნება,
დაქოქილი ამერიკის ხმა!
ანეკდოტებს ცუდად ჰყვება, სიყვარულით იღველფება,
ქალებისთვის დაიელმებს თვალებს.

სულის სამზარეულო რას მოგვიმზადებს დღეს?
უნდა დაეკლათ სპილო და ამღერებდნენ გედს.
ღამენათევი გეგმები ჯილდოდ ისხამენ ფრთებს,
ის აფრიკული კოცნა კი შეგვილამაზებს წლებს.

და ქალი უფრო კატაა თუ კაცი უფრო ძაღლი?
შენ მე უფრო ვარ? თუ…? მიპასუხე დაღლილს.
ჩემი სულის სივრციდან ნახევარზერე მეტი
დაიკავე ამიტომ უშენობით ვკვდები.

როცა ხელებს დაიბან დამხრჩვალ გაზაფხულზე
და იარაღს მიიდებ მომწიფებულ შუბლზე.
როცა თავისუფლებას ნაწილ-ნაწილ დაყიდი
როცა ახალგაზრდობა კანის ჭმუხვნით ჩაგივლის.

შენ იცოდე შენთვის მე, კარგო, სანთლებს ვანთებ.
სევდიანი ღიმილი შენი ისევ მანთებს.
ღმერთს შენს ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვავედრებ,
იდუმალი ღიმილით ჩემს გულისთქმას გახვედრებ.

ბედნიერება ხომ თავისთავად უბედურია,
სიყვარული ხომ უფრო ხშირად განწირულია,
თეთრი ფერი ხომ უფრო ხშირად ნაცრისფერია
და ჩემი დარდიც სიყვარულის მხოლოდ გერია.

 

 

 

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “ბედნიერება ხომ თავისთავად უბედურია

  1. sashinlad kargiaa…:)

    Posted by tea | December 27, 2012, 8:37 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: