"ლიდერის დღიური"

პატრიოტის წუხილი


1349086947_69111_421600971236906_16314950_nგონიერი და პატრიოტი ქართველის ერთერთი უდიდესი გულისტკივილია საჯარო მმართველობის სისტემა – ქართული ბიუროკრატია, სახელმწიფო სექტორის მოხელეთა ერთობლიობა. რა სიტყვა გითხრათ, ვერ ვპოულობ ანალოგს – გაოგნება, გაცოფება, განწირული კივილი?!

რა ხალხი ზის ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სავარძლებში?!

აქედან 5 % თუ აირჩევა პროფესიონალი, 5 % საქართველოს მოქალაქე (ალბათ, ხვდებით ჩემს სარკაზმს?), 5 % განვითარებაზე ორიენტირებული!

დანარჩენი „ამხანაგების“ მასა

ა) იმდენად ჩაშაქრულია დუნდულების არეში ნაგრძნობი სავარძლის რბილობით

და

ბ) საზოგადოების ტოლერანტობით ამ ყოვლადდაუშვებელი უმსგავსო სისტემის მიმართ

რომ

გ) არც არაფერს და არასდროს მოიმოქმედებს სამუშაოს ხარისხისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

სისტემა იმდენად „ჩაკლოაკებულია“, რომ შედეგებიც სახეზეა. მთელი “ვარდებისშემდგომი” რეფორმების კვალობაზე გამოწრთობილი სამოხელეო თაობა გაბლანდულია უსუსურობის, აფერისტობის, დასმენების, რეალურად არაფრისკეთების ბადეებში.

ამ უწყებებში შესრულებული სამუშაოს არარაობა, ინერტულობა, სოციალური და ინდივიდუალური უპერსპექტივობის შეგრძნება არიადნას გორგალივით არის ახლართულ-დახლართული! აქ ადამიანი საკუთარი ინიციატივით ვერაფერს გააკეთებს; რადგან რაც უფრო “უბრალო” ხარ, მით მეტი შანს გაქვს სამსახურის შენარჩუნებისა. თავის მოჩვენებითი გამოშტერება, აქ უფრო დიდხანს დარჩენის რეცეფტია, ათწლეულების განმავლობაში ასე თუ ისე ყველაზე უფრო აპრობირებული.

შედით ნებისმიერ გამგეობაში, მერიაში, რწმუნებულის ოფისებში, სამინისტროში – რით არის დაკავებული თანამშრომლების უმეტესობა?

საქმით? (ჯერ საკითხავია, რა საქმით?).

არამც და არამც. ქვეცნობიერად ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტის რეალიზაციისა და ზედაღმავალი შიშით საკუთარი სამსახურების შენარჩუნების პროცესი: გადაწერა-გადომწერის, ბეჭდვის, წერილების შედგენის, სიცილ-კისკისის, რაღაცეების მოჩმახვის, სოციალური ქსელებისადმი „ალტრუისტული“ დახმარების, უშედეგო ფაციფუცის და ინტრიგების ხლართვისა (წაიკითხეთ პარკინსონის კლასიკადქცეული ნაწარმოები, სადაც იგი „ქაღალდის დიდ წარღვნაზე“ საუბრობს!).

ჩინოვნიკებისათვის ერთ-ერთი დიდი ტრამვისმომგვრელი ფაქტორია მოქალაქეების აქტივობა. მეტადრე ჩვენი მოქალაქეების, რომლებმაც თვითონაც ნათლად არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში – არც ინდივიდუალურად, არც როგორც ერთი სოციუმის წევრებს. თუმც რა გასაკვირი უნდა იყოს ქვეყანაში გამეფებული ეს უმწეობის კომპლექსი? 20 წლის განმავლობაში ამდენი მარცხი – ტერიტორიული, მორალური, სულიერი, ეკონომიკური; შეურაცხოფები და გათელვა?! წინსვლის ერთი-ორი მცდელობა ათასი ჩავარდნის წილ!

ქართველ კაცში ძვალ-რბილში გამჯდარია “ლუზერის” (დამარცხებულის) კომპლექსი. ცნობიერებად, ქვეცნობიერად, ზეცნობიერებად თუ პარაცნობიერებად საქართველოს მოსახლე მტკივნეულად განიცდის: ჩვენ წარმატებული სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ ლუზერი ერი ვართ!

ორგანული ტერიტორიების დაკარგვის კვალდაკვალ 100 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება სულიერ სიმტკიცეს ფლანგავს (დააკვირდით, რომ 1918 წლის რესპუბლიკასთან შედარებით, დღევანდელი სახელმწიფო დე-ფაქტო ფართობით ორჯერ არის შემცირებული).

მიზანმიმართულად და დაკვეთით ხდება საზოგადოების დეგენერაცია – ისპობა ან იგნორირება ხდება სამაგალითო, „საკულტო“ პიროვნებების ფენისა.

განხეთქილება სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებს შორის კვლავაც გამუდმებით და სისტემატურად მატულობს.

არასდიდებით არ ხდება მეწარმეობის მხარდაჭერა, რომელმაც საზოგადოებაში თავისუფლების სულისკვეთება უნდა შვას და წამოსწიოს.

ჩვევადაა ნაქცევი ოთხ-ხუთწლიანი ციკლური კოლექტიური ბღავილი – “წადი-წადი!”

საკითხავია: თუ ერთი ბატონი წავიდა, მას მეორე ჩაენაცვლება, მაგრამ სად წავა ეს მონური საზოგადოება, რომელიც პერფორმანსზე დამოკიდებულ აზარტომანად იქცა?

სად წავა საზოგადოება, რომელსაც თავისუფალი ნება აქვს წართმეული, რომლის კრეატივის დეფიციტი საოცრად თვალშისაცემია.

და, თუ საქმე საქმეზე მიდგა:
როგორ უნდა იცხოვროს ამ ურთულეს პირობებში ადამიანმა, ვინც ცოცხლადყოფნა განიზრახა?

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: