წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (2)


ჩვენ კი, როგორც ყბადაღებულ ევროაზიულ გზაჯვარედინზე მცხოვრები ეთნოსი გაბოტილი დედაკაცივით გავიჭედეთ ამ კულტურულ გადატრიალებებში და თავი რომ გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან თავს ვიმართლებთ – ”…ეგენი სად იყვნენ, ჩვენ რომ დამწერლობა გვქონდა!”

* * *
დავიწყებ იქიდან, რომ ქართულ საზოგადოებაში მიგრძვნია მიდრეკილება დინამიური კომუნიკაციისადმი. რამდენად კარგია ეს ფორმა უკვე სხვა საკითხია, უბრალოდ მსურს ცოტა ხანს ვისაუბროთ ამ მოვლენაზე. გაცნობისთანავე რამდენიმე ტრენინგზე ვცადე საწყისი თემის თანდათანობითი გაშლა დროით სივრცეში, შესაბამისი როლებრივი გახსნით. მარტივად რომ ვთქვა ვიწყებდი მშვიდი, უპრეტენზიო ხმით და ინტონაციებით, შემპარავი თემებით, სადღაც საათნახევარში ვხსნიდი ამ მიზანმიმართულ კონსერვატიულობას და გადავდიოდი უფრო მჭიდრო კომუნიკაციაზე. თითქოს კარგი სტრატეგია უნდა ყოფილიყო – მშვიდად, დელიკატურად, ნაბიჯნაბიჯ. ჩემდა გასაკვირად, ასეთი საფეხურებრივი დაახლოება მონაწილეებისათვის ცოტა არ იყოს მიუღებებელი აღმოჩნდა. იწყებოდა სრული დაბნუულობა და ფრუსტრაცია, მათ გაქცევა სურდათ ან იწყებდნენ აქტიურ სმს-კორესპონდენციას.

* * *
ჩემი შეცდომა ცხადი იყო… ავიღოთ ყოფითი ურთიერთობები – ის ადამიანი, ვისთანაც სწრაფად ახლოვდები თითქოს უფრო სასიამოვნოა ვიდრე ის, ვისთანაც დაახლოებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. მსმელმა კაცმა იცის, რომ სადაც სუფრა განსხვავებული სასმისით იწყება უფრო გიჟური და ცეცხლიანია)). შემთხვევა, როდესაც ურთიერთობა მკვეთრი, დასამახსოვრებელი სიტუაციით იწყება, უფრო იზიდავს კომუნიკაციის მონაწილეს, უტოვებს მას ჩართულობის, გარკვეული ღელვის, ემოციების თამაშის, ენერგეტიზაციის განცდას. ამ მიგნების შემდეგ თითქმის ყველა ტრენინგი იწყება სიურპრიზით და მონაწილე სულ ჰიგჰესტ პერფორმანცე-ს რეჟიმში მუშაობს. თავიდანვე ხდება მონაწილის “სახურავის ახდა”, დავისესხებ ამ შესანიშნავ რუსულენოვან სლენგს. რეალობისაგან მოწყვეტა სავარჯიშოს, მუსიკის, კითხვის და სხვადასხვა ქმედითი საშუალებით.

* * *
ქართველებს ნაკლებად შეგვიძლია ხანგრძლივი და ეფექტური კომუნიკაცია. არ შემედაოთ არგუმენტებით, “სუფრამ გადაარჩიინა საქართველო”, “ჩვენ რომ სიყვარული ვიცით…” და მსგავსი მართლა ხმარებისაგან გაცვეთილი ფრაზებით. ძალიან, ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, და თუ გვინდა დიდი და ძველი ერის ტიტულის ადექვატურები ვიყოთ, ყოველწუთიერი მუშაობა გვმართებს საკუთარ თავებზე. კი, ბევრ ქართველს ძალუძს გარესამყაროდან, საქართველოს რომ უწოდებთ, აიღოს და თავის ბუნაგში შეიტანოს იმდენი დოვლათი, ცხრა თაობას რომ დააპურებს. მაგრამ ეს კარგი კომუნიკაციის შედეგი სულაც არ არის. ეს დეგენერაციის შედეგია.
ერში არ ჩანს კონსტრუქტიულობა, ქმნადობის განცდა. უხვად არიან ისეთებიც, ყველას და ყველაფერს რომ აბითურებენ და დასცინიან. სრული აპათია, დეპრესია სუფევს მრავალთა სულში. და განა ამ სულთა ერთობლიობა არ ქმნის ერთ კოლექტიურ ქართულ სულს? რომელსაც მკურნალობა უნდა…

* * *

აქ და ახლა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქართველ ერს ესაჭიროება ჩამოყალიბებული ეროვნული იდეოლოგია. მარტივი, ვიმეორებ, მარტივი და გასაგები. მაგრამ თანამიმდევრული და შედეგიანი. ნუთუ სტრატეგიული გეგმა არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომელიც ნატოში შესვლას ლამობს? რიგითმა ძეხორციელმა არ იცის საით მიდის საქართველო? იცით ვინმემ? მე, არა…არა, არ დავიწყოთ ეხლა მასონების შეთქმულება და სხვადასხვა პოპულარული “ბოლი”-ს გავრცელება. ერის დეგენერაციაში, ამ საქმის მენეჯერებს დიდი წარმატებები აქვთ, საკამათო არ არის. ისინი, მართლაც ძალიან წარმატებულები არიან.
ვის მოსწონს ეს სიცოცხლე, როდესაც ხან ვის წამოუწვება ჩვენი ქვეყანა, ხან ვის? თუ გგონიათ, რომ ეს ერის ფსიქოლოგიაზე არ ახდენს გავლენას? ეს გვაჩვევს საკუთარ თავზე უნიათის წარმოდგენების ან პარაზიტარიზმის განცდას – მოვა ძია სემი და დედას უტირებს რუსს. ან პირიქით, რუსეთს მიგვიერთებს, გაგვიხსნის ბაზრებს და, შენ ხარ ბატონი, აშენდება ქართული სახელმწიფო. ბოლოს ვისი დედა იჭყლიტება კარგად ჩანს.

* * *

რუსეთი და ამერიკა კი არა…ჩვენ ვინ ვართ? თორემ მაგათ ბედს ძაღლი არ შეჰყეფს. ვინ ვართ ქართველები? ერთი ეგ გავარკვიოთ კარგად. გარდა იმ გაყალბებული ფრაზებისა – “ღვთისმშობლის კურთხეული მიწა, უძველესი და უნიჭიერესი ერი, ერთი ათზე გავდიოდით საბრძოლველად, ღმერთი და სუფრა გადაგვარჩენს და ასე შემდეგ”. ჩვენი ჭაღარა პრეზიდენტი შევარდნაძე როგორც ამბობდა: “მოდით უთხრათ ერთმანეთს სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.” მარტო სიმართლე კი არა, ერთი ზუსტი დახასიათება მივცეთ ქართველობას. ზუსტი! რამდენია ჩვენში მშენებელი, რამდენს ჰგონია რომ არის აღმშენებელი და რამდენი დამანგრეველი, მართლა დამანგრეველი. რომ ვიცოდეთ საიდან, რა ადგილიდან ვმოძრაობთ? რა შანსები გვაქვს? რა რესურსები? რა მომავალი? რად გვინდა ეს თავის მოტყუება? მე აღარ მინდა. ამოვიდა ყელში ეს ამდენი ტყუილი. ზუსტად მინდა ვიცოდე რა ხდება საქართველოში. რისი იმედი შეიძლება გვქონდეს უახლოეს წლებში…

* * *

პირი ისევ კომუნიკაციისაკენ ვიბრუნოთ…ხვალ ვატარებ ტრენინგს, თქვენი მონა-მორჩილი. გიფიქრიათ, რომ მათ ვისაც უჭირს კომუნიკაცია, დაინახავთ წარუმატებელთა რიგებში? საქართველოში ასეთთა რაოდენობა ჭარბობს, ამიტომაც ვიძახი, რომ კომუნიკაცია ქართველების აქილევსის ქუსლია. ან რა კომუნიკაციაზეა საუბარი – რაც ჩვენთან ხალხი ხოცეს გასული ერთი საუკუნის განმავლობაში, გენეტიკურ მეხსიერებაში შიშის და კაცისკვლის კოდის გარდა ნეტა რა უნდა ჩადებულიყო? ამასთანვე ჩვენ არ შეგვიძლია ურთიერთობა საკუთარ თავთან, გარესამყაროსთან, ხელისუფლებასთან. საკუთარი მოთხოვნების წაყენება ყველა ამ ინსტანციასთან. ან ბევრს ვითმენთ ან უზრდელი ჰონორით ვამეგაფონებთ ჩვენს პრეტენზიებს. ესეც, გეთაყვა, კიდევ ერთი მონური თვისება. არცოდნა იმის, როგორ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ემოციები ვერბალურ დონეზე და პირიქით, რა იდეებს უნდა ვატარებდეთ თავში და ვამესჯებდეთ გარესამყაროში, რისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ, როგორც ეთნიკური ერთობა. რა იდეალებისაკენ?

* * *

მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ნაწილი ქართველის მაგალითად გაფუჭდა. რას ნიშნავს გაფუჭდა? რა მანქანები ვართ თუ ჭანჭიკები? უბრალოდ, ქართველის გონება დამუშავდა ასე. ზომბირება ხდება საყოველთაო! კარგად კი არა და როგორც გამოსდით! ანდა ვთქვათ, ხელისუფლებამ უნიათობის გამოისობით რომელიმე ქართველისათვის დრო არ გამონახა და მოზარდმა დაუფიქრებლად ჩაასვა “სპიცა” თავის ძმაკაცს. ეს რა არის? კი, სოციალური ანტაგონიზმი, კი, ურბანიზაციის შედეგები, კი რთული ეკონომიკური ფონი, კი, ველური კაპიტალიზმი, კი დაბალეფექტური მუშაობა ახალგაზრდობასთან. მაგრამ ეს ყველაფერი მეორადი პრობლემებია. როცა სახელმწიფო იზრუნებს ნამდვილი სოციალურ-ეროვნული იდეოლოგიის შექმნაზე, პროპაგანდაზე, როცა დაიწყებს ერთიანობის, ძმობის, მობილიზაციური სულისკვეთების ქადაგებას ძალიან სპეციფიკური იარაღებით, მაშინ…არ მითხრათ, რომ რაღაც კომუნისტური სუნი ასდის ჩემს აზრებს. ქართული სახელმწიფოს წარმატება მიუღწეველია მობილიზაციური იდეოლოგიის გარეშე, ძალიან ღრმა და ჭკვიანური პროპაგანდისტული შრომის გარეშე.
* * *
ბოლო ჯამში, სახელმწიფოს ნებაა მაინც გადამწყვეტი. ჩვენ კი ამ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია, ვაი რომ…რა? რა და არ შეგვიძლია. ფაქტი ცხადყოფს, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ექცევიან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების სათავეში ხმარობენ ქართულ საზოგადოებას იმ პოზაში, როგორშიც უნდათ…და სანაცვლოდ არაფერს ღირებულს არ აკეთებენ მისთვის. კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ არ ვიცი, ნუთუ მართლა არიან და არსებობენ ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ შედარებით “ნაკლებადნიჭიერი” ხელისუფლების წარმომადგენლები და წარმატებით წარუძღვნენ საჯარო მოხელის რთულ ვალდებულებებს? თუ არსებობენ და არიან მაშინ რატომ არ იბრძვიან და არ ანადგურებენ ამ “არარაობებს”? ნიჭმა წრთობა უნდა გაიაროს… განსაკუთრებით ბრძოლით აი ასეთ ბედის საჩუქრებთან. და იმით, რომ მთელმა საქართველომ იგრძნოს…ეს პოლიტიკური თუ სოციალური გუნდი უნდა მოვიდეს სათავეში… არა დაგვიდგეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდს და ძალიან კარგს შორის. რა ვიცი, იდეალისტურია, მაგრამ, ხალხო, რაღა საშუალოზე ავიღოთ სწორება?

* * *

რა ნეგატიურ თვისებებს ვაწყდებით ყოველ ნაბიჯზე?
1. არაადექვატური აგრესია
2. ანგარება (“ვიგოდნიკობა”, მგონი, უფრო კარგად ჟღერს!)
3. სიყალბე
4. პირმოთნეობა
5. ამპარტავნობა
6. გადაგდება
7. გაწირვა
8. შური
9. “ტეტიური” მენტალიტეტი
10. კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დეფიციტი, რაც იწვევს უზრდელობას, თავხედობას და ასე შემდეგ.
11. ღორობა და ღორმუცელობა

* * *

ადამიანებს, რომლებსაც ტონობით შიშები და აკრძალვები აქვთ ჩანერგილი, უჭირთ გადალახონ საკუთარი “ნიჟარა” და გამოვიდნენ სამყაროში ურთიერთობების შესაქმნელად და ამჯობინებენ დოსტოევსკისეულ მაზოხიზმს. საზოგადოება მათთვის უკვე პოლარულიც კი აღარ არის, ის უბრალოდ მონოლითურად საზიზღარი და ბნელია. სხვა “უბრალო” ქართველები კი წარმატებით სცდიან თავს ზემოჩამოთვლილ როლების “ლაით” ვერსიებში.
კიდევ რას ვხედავ იცით ქართველობის კომუნიკაციურ პრობლემებში? არა?…როდესაც ვიწყებთ დისკუსიას, მსჯელობას გავფრინდებით სადღაც…და? იწყება საკუთარი ცოდნის თუ გონიერების დემონსტრირება. არ გისმენენ, სულ სხვა საკითხზე დაობენ საათობით, მზად არიან სადღაც რეალიტი-შოუში გაგებულ ინფორმაციას ნერვული სისტემის მდგრადობა დააკლან. რატომ კეთდება ეს? რატომ აკეთებენ ამას უმეტესწილად გაუცნობიერებლად?

* * *

ოკ, ამასაც გეტყვით. ჩემეულ ახსნას. ადამიანების შინაგანი მიზანია არ თქვან სინამდვილეში რა აწუხებთ. არ თქვან, რომ ეშინიათ დროის, ომის, სიკვდილის, არარაობად ყოფნის. არ თქვან, რომ სცდებიან, არ ცხოვრობენ ისე, როგორც დავით აღმაშენებლის ერს ეკადრება. არ შეუძლიათ გულიდან ამოიღონ შიგნით მგრგვინავი სითბოსა და მათზე ზრუნვის წყურვილი, ემოციები, ინსტინქტები. ოღონდ გარეგნულად მაინც მოეჩვენნენ მავანთ და მავანთ მართლებად. მაგრამ როგორც სიმღერას უნდა სწავლა, ისე ადამიანად ყოფნას უნდა სწავლა. ოჯახში ამას პრაქტიკულად არ სწავლობ, მხოლოდ თეორიას, ან თუ სწავლობ რამეს იშვიათად და ისიც სახელდახელოდ. ოფლით, დარდით, ცრემლით, აზროვნებით, ურთიერთობით და ძიებით უნდა ისწავლო. როგორც კაცი, რომელსაც არ უმღერია, დააღებს პირს და დისჰარმონიულ კაკაფონიას ამოუშვებს, ასევე თავისუფლებას უნდა სწავლა. თავისუფლად საუბარი, სუნთქვა და აზროვნება. და მოქმედება! იმ აზრის მიყოლა და ამოხსნა, რომელიც აწუხებს ერს. კონცენტრაცია შობს გმირს! კონცენტრაცია სწორი მიმართულებით!!!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: