წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატებ – 2 (13)


დახედეთ საკუთარ ხელისგულს. თუ თქვენ იგი არაფერს არ გეუბნება, ქირომანტმა შეიძლება თქვენი წარსული და მომავალი ამოიკითხოს. გამოიჩინეთ ყურადღება და დააკვირდით ხაზებს, ბორცვებს, ფრჩხილების და თითების ფორმას, ნაოჭებს, პატარა ჭრილობებს და უკვე ნაიარევებს, ფალანგების გადასვლებს, ოვალებს და სიმგრგვალეებს, ლამის სამკუთხედებს, დახვეწილ პროპორციებს, მანძილებს თითებს შორის, ურთიერთგანლაგებას, თითების ჭერის “ბუნებრივ პოზას”, თქვენს მუდრას, კანის ცალკეული სეგმენტების ორნამენტებს, სისხლძარღვებს და კიდევ მრავალ დეტალს.
დარწმუნებული ვარ თუ ასე დაწვრილებით არ დაკვირვებიხართ თქვენს ხელს, ცოტა ხანში მრავალ სიურპრიზს და უცნაურ რამეს აღმოაჩენთ. და ეს იმ ხელზე, რომელიც ამდენი ხანი სულ თქვენთან იყო; მასთან ერთად და მისით აგიშენებიათ, გიომიათ, მოფერებიხართ, საჭმელი მიგირთვიათ, გაგიცვნიათ უცხო ადამიანები და ასე შემდეგ. იმ ხელით, რომლითაც მრავალ სასარგებლო საქმეს განახორციელებთ მომავალში. იმ ხელზე, რომელიც თქვენთან ერთად ნერვიულობდა; ხელზე, რომელიც თქვენია, საკუთარი, რომლის თითოეულ უჯრედში იწერება გენი, განწყობილება, ხასიათი, ისტორია, სადაც 20-25 წამში გაივლის მთელი თქვენი სისხლი. ის ხელი, რომლითაც შეგიძლიათ აიღოთ სამყაროდან, ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, შეგიძლიათ გაითავისოთ, გარდაქმნათ და ამდაგვარად დატოვოთ კვალი თქვენი ყოფნისა დედამიწაზე. ხელი, რომელიც არის თქვენი გონების, აზროვნების, გონიერების გაგრძელება, გვირგვინი.
უფრო შორს წავიდეთ და დაგისვამთ კითხვას – იცით თუ არა ამ ხელის ჩვეული ჟესტების ერთობლიობა, სიმრგველე და კუთხურობა, ხელის საშუალო ძალა, სხეულთან პროპორცია, მოძრაობების საშუალო დისტანცია და სივრცე, ქორეოგრაფია და სხვა? ძირითადი პასუხი ამ შემთხვევაში იქნება, რომ “ყურადღება ასე გულდასმით არ გაგვიმახვილებია!”. არ მიგიქცევიათ ყურადღება სად არის ხელი, როდესაც თქვენ დარდობთ, როდესაც იძაბებით, როდესაც ეძებთ გამოსავალს რთული სიტუაციიდან, როდესაც იგინებით და ა. შ? პარადოქსია თუ რეალობა, რომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება ის, რაც სამყაროსთან ურთიერთობაშიერთერთი ძლიერი იარაღია (თუ არა უძლიერესი). არადა ხელები გამოხატავს და ასახავს თქვენს შინაგან ბუნებას არანაკლებ თქვენი თვალების, შეიძლება ისეც ითქვას, რომ თვალები სულის ხელებია…
ახლა კი წარმოიდგინეთ თუ თქვენ ესოდენ უყურადღებო ხართსაკუთარი ფიზიკური სხეულის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაწილისადმი, რამდენად უყურადღებო იქნებით იმის მიმართ, რაც ხდება თქვენს გარშემო, და თქვენს ფსიქოლოგიაში!!! უყურადღებო იქნებით დეტალებისადმი, რისგანაც შედგება ეს ზოგადი, მეტისმეტად ზოგადი სიტყვები “გარესამყარო”, “შინაგანი სამყარო”. ამ ზოგადობის ტყვეობაშია მოქცეული კულტურული ერების უმეტესობა, უფრო მეტიც მრავალი ადამიანი უარყოფს საგნების სიცოცხლის, აზრების მატერიალიზაციის ძალას, ნიშნებს და სხვა ეზოთერიკულ ცნებებს. ყურადღების თვისების მიღმა რჩება პიროვნების სურვილები და ლტოლვები – სასიცოცხლო ბრძოლის ეს პრემიუმ-საწვავი; ყურადღების თვისების მიღმა რჩება პიროვნების ჭეშმარიტი ინტერესები, თვითდაკვირვება.
ამასთანავე მეტად მცირე ყურადღება ექცევა სიცოცხლის სტრატეგიულ დაგეგმვას, მიზნების და ნამდვილი მისწრაფებების გამოვლინებას, პირადი მისიის დადგენას, საკუთარი ადგილის მოაზრებას თემში, ქალაქში, სახელმწიფოში, მსოფლიო და ისტორიული მასშტაბით. ყურადღება არ ექცევა სულიერ თვითდისციპლინას, საკუთარი თავის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას, დროის მართვას……(რას ნიშნავს დროის მართვა? ეს არის აპრიორი ჩამოყალიბებული პირობების “წყალწაღებულობის” შეცვლა საკუთარი წესებით, პირობებით – არა დროის საცოდავი მსხვერპლობა, არამედ დროის მბრძანებლობა). ყურადღების გარეშე რჩება ადამიანის საქმიანობის თანხვედრა მის სულთან, მოწოდებასთან. ყურადღების გარეშე რჩება რეალური საკომუნიკაციო პარტნიორის, ახლობლის განწყობილება, ადამიანი და ადამიანები ჩვენს წინაშე, სცენა, სადაც მიმდინარეობს სპექტაკლი ჩვენი არსობისა. ყურადღების გარეშეა უბრალო კითხვები: “რა მინდა მე სინამდვილეში? ნუთუ ეს ის არის სინამდვილეში, რაც მინდა?”.
ახლა კი გამოიჩინეთ მცირედი ყურადღება და უბრალოდ პასუხი გავცეთ კიდევ ერთ ელემენტარულ კითხვას – რა ფენომენის სიმცირე შეიმჩნევა თანამედროვე ადამიანში ზემოთქმულიდან გამომდინარე?
ყ-უ-რ-ა-დ-ღ-ე-ბ-ი-ს!!!
ფაქტია, რომ ჩვენი ყურადღება – პიროვნული განვითარების უმძლავრესი უნარ-ჩვევა -ექცევა ათასი ვიღაცის და რაღაცის გავლენის ქვეშ. ჩვენი პირდაპირი თანხმობის დაუკითხავად ჩვენი ყურადღება გადადის საინფორმაციო ნაგავზე. იგი გადაინაცვლებს ინტელექტუალურ ონანიზმში, დესტრუქციულ ფანტაზიებში, ნეგატიურ წარმოდგენებში, დაფანტულ ფიქრებში, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი ყოველწუთს მობილიზებულად ფიქრობდეს და ლესავდეს საკუთარ ყურადღებას და დაკვირვებულობას. ჩვენს ყურადღებას იტაცებს ვიღაცის ინცესტის თემა, წყალდიდობა შორეულ ინდონეზიაში, აზრები იმის შესახებ თუ რა მოხდება თუ მჟავიანი წვიმები მოუხშირებს, თუ სიყვარულს აგიხსნით ნაომი ქემფბელი, სად დაგვკრძალავენ თუ H1N1-მა ბოლო მოგვიღო, ვინ ითამადებს ქელეხში, ვინ იტირებს ყველაზე მეტად, თუ დროზე ადრე მოგვიკაკუნა მიქელ-გაბრიელმა და ა.შ. ჩვენ ყურადღებას მზაკვრულად იპარავს მასმედია, შემთხვევითი მოლაყბე, “ნავაროჩენი” ჩატი, ვამპირი-მეგობარი, უნიათო წიგნი, სადაც გმირები კი არ არიან, უბრალოდ სახელების ისტორიაა.
ჩვენი ყურადღებისათვის გააფთრებით იბრძვიან მსხვილი კორპორაციები, კომპანიები, მენეჯერები, პოლიტიკოსები, პოლიტიკოს-მენეჯერები, საცალო გამყიდველები, რეკლამის დამამზადებლები და სხვა. ჩვენი ყურადღების ფასეულობას აღიარებს და მისით სარგებლობს ყველა, ვისაც ყოფნის სიბრძნე მასში საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება დაინახოს.
ჩვენი ყურადღება, რაც ჩვენთვის პიროვნული სრულყოფილების ბაჯაღლო ოქრო უნდა იყოს (და სხვებისთვისაც არის დიდად მიმზდველი სამიზნე), ახლაუბრალო სიტყვად იქცა.არაფრისმთქმელი ბანალურობა, რომელიც ყველას პირზე აქვს მიწებებული – სამხედრო ინსტრუქტორს, სკოლის მასწავლებელს, კომუნიკატორს. ყურადღება იმდენად გაცვეთილი მოვლენა გახდა სწორედ იმის გამო, რომ მისი თვითფასეულობა შეგნებულად დაკნინდა. ყოველწამიერი საინფორმაციო ბომბარდირების პირობებში, რომლის ეპიცენტრშიც ჩვენი ცნობიერებაა მოქცეულია, საკმაოდ ძნელი გასაგებია რაზე უნდა დარჩეს პიროვნების ყურადღება და რა უნდა მიატოვოს მყისიერად.
ჩვენი ყურადღებისათვის გააფთრებით იბრძვიან მსხვილი კორპორაციები, კომპანიები, მენეჯერები, პოლიტიკოსები, პოლიტიკოს-მენეჯერები, საცალო გამყიდველები, რეკლამის დამამზადებლები და სხვა. ჩვენი ყურადღების ფასეულობას აღიარებს და მისით სარგებლობს ყველა, ვისაც ყოფნის სიბრძნე მასში საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალება დაინახოს.
ჩვენი ყურადღება, რაც ჩვენთვის პიროვნული სრულყოფილების ბაჯაღლო ოქრო უნდა იყოს (და სხვებისთვისაც არის დიდად მიმზდველი სამიზნე), ახლაუბრალო სიტყვად იქცა.არაფრისმთქმელი ბანალურობა, რომელიც ყველას პირზე აქვს მიწებებული – სამხედრო ინსტრუქტორს, სკოლის მასწავლებელს, კომუნიკატორს. ყურადღება იმდენად გაცვეთილი მოვლენა გახდა სწორედ იმის გამო, რომ მისი თვითფასეულობა შეგნებულად დაკნინდა. ყოველწამიერი საინფორმაციო ბომბარდირების პირობებში, რომლის ეპიცენტრშიც ჩვენი ცნობიერებაა მოქცეულია, საკმაოდ ძნელი გასაგებია რაზე უნდა დარჩეს პიროვნების ყურადღება და რა უნდა მიატოვოს მყისიერად.
ერთს გვეუბნება ტრადიცია, სულ სხვას – თანამედროვე სოციო-ფორმაციული ტენდენციები. სრულიად ახალი იდეალების, საქმიანობების გაჩენას მოასწავებს ღირებულებების თანდათანობითი ცვლილება და ჩანაცვლება. ამიტომ ახლადაღმოცენებული და ძველი ცხოვრების და აზროვნების წესების სიმრავლეში ძალიან რთულია შეარჩიო ჭეშმარიტი და არ გადაიქცე ქვეყნის მასხარად. ძნელია ყურადღების და ანალიზის საშუალებით მოახდინო სწორი პერმანენტული არჩევანი და არ დაკარგო მიზანსწრაფვა, ენერგეტიკა, სისავსე. ძნელია სისტემატური ყურადღების ფოკუსში გქონდეს გარკვეული სასიცოცხლო პრიორიტეტები, ამოცანები, იდეები და ეს ფოკუსი ბრინჯივით არ გაგებნეს გარე და შიდაშეტევების წყალობით.
ყურადღებას მართლაც სასწაულები შეუძლია! სხვა სიტყვებით, ყურადღების მეშვეობით შესაძლებელია გახდეთ სრულიად განხსვავებული და უნიკალური პიროვნება! ყურადღება გაძლევთ შანსს დაინახოთ მეტი, იგრძნოთ მეტი, გადასცეთ მეტი, მოახდინოთ სწორი რეაგირება: ზოგადად, შეაგროვოთ მეტი ხელსაყრელი და გამოყენებითი ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. ყურადღება ახდენს გრძნობათა ორგანოების აქტივიზაციას მათ აღქმით-შემეცნებით საქმიანობაში. ყურადღება აცოცხლებს მეხსიერებას, ახდენს რა მოკლე და გრძელვადიან მეხსიერებების გადახალისებას, ასოციაციების და განცდების რაციონალურ დახარისხებას. ამ ყველაფრის შედეგად ხდება ასაკობრივ სტიმულაციაც, საკუთარი თვითაღქმისკორექტირება, თვითშეფასების ამაღლება.
ყურადღება უმნიშვნელოვანესია ბიზნეს-საქმიანობის, კომუნიკაციის პროცესში, ხელოვნებაში, სწავლაში და სწავლებაში, კვლევებში და თვითჩაღრმავების დროს. ნებისმიერი აღქმული ინფორმაციის ხარისხი პირდაპირპროპორციულია გამოვლენილი ყურადღებისა. რაც უფრო მაღალია ყურადღების დონე, კონცენტრაცია, მით მეტი შანსი გაქვთ ჩასწვდეთ მიმდინარე მომენტის მინიშნებებს, თქვენი საკომუნიკაციო პარტნიორის ჩანაფიქრს, სწორი გადაწყვეტილების დადგომის დროს – თქვენს ვარსკვლავურ საათს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდეოკამერის მსგავსად ბოლო სიმძლავრით ჩართული ყურადღება, როგორც თვისება, მოგცემთ შესაძლებლობას შეისწავლოთ საკუთარი თავი, რეაქციები, როლებრივი მოდელი, აზროვნების და ყოფაქცევის პროგრამები, მოახდინოთ ამ ყველაფრის ოპტიმიზაცია.
ყურადღება ერთიორად, სამად, და ათადაც კი ზრდის პიროვნების კონკურენტუნარიანობას საზოგადოებაში. მინიმალურმა დაკვირვებულობამაც კი შეიძლება ადამიანს სახელი საქვეყნოდ გაუთქვას. ქრისტეს შემდეგ ადამიანები დიდად არ შეცვლილან – ისევ ისე ღალატობენ მოყვასს, გმობენ უფალს, ეძებენ ჭეშმარიტებას, ვერ ესმით და ვერ ხედავენ. ანუ პირდაპირი მნიშვნელობით არიან ყრუ-ბრმები. ისინი ვერ ხედავენ ელემენტარულ საგნებს, არ ესმით ყველაზე ხმაურიანი ხმები, უშვებენ უმარტივეს შეცდომებს, სვამენ და საკუთარ თავს უსვამენ ისეთ კითხვებს, რომლებსაც უმცირესად თავმოყვარე და დროისდამფასებელი პიროვნება, არასოდეს იკადრებდა. განსაკუთრებით საგულისხმოა, როდესაც კაცი კითხულობს გზას, დგას რა ვეებერთელა საგზაო ნიშან-მაჩვენებელთან.
ამიტომ სწრაფი ცხოვრებისეული დაწინაურების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ყურადღების შემადგენელი ნაწილების განვითარება – მაგალითად, მეხსიერების სავარჯიშოები ჩატარება (კარგად ცნობილია, თუ როგორ გაიხანგრძლივა სიცოცხლე ზოგიერთმა მხცოვანმა ადამიანმა უცხო ენის მიზანმიმართული შესწავლით!). გარდა ამისა, აუცილებელია დაკვირვებულობის მარტივი სავარჯიშოების გაკეთება.
დრო რომ არ დაკარგოთ, ვიზუალურად დეტალურად შეისწავლეთ ის ადგილები, ოფისი, პეიზაში, პროსპექტი, სადაც ხშირად გიწევთ ყოფნა. დააკვირდით, რამდენი დეტალი გამოგრჩათ – ვთქვათ, თქვენს საკუთარ უბანში (რამდენი ფანჯარა აქვს სახლებს, რა ფერის და ფორმის სახურავებია, რამდენი ხეა გზად!), რამდენ ინფორმაციას კარგავთ აღქმის შემდეგ, როგორ ფილტრავთ ინფორმაციას. დააკვირდით თქვენი თანამშრომლების ხელებს, თითების დამახასიათებელ მოძრაობას, იდაყვების პოზიციას, რამდენად ეთანხმება მათი ხელების ენა ენას ვერბალურს? დააკვირდით რას უფრო იყენებენ მეტყველებაში – ზმნებს, არსებით თუ ზედსართავ სახელებს. მიაქციეთ ყურადღება რამდენადრელევანტურად არის ეს სიტყვები გამოყენებული.
მოკლედ გახდით მკვლევარი და არა “ბრმა”, ბოლო ჯგუფის ინვალიდი. რამეთუ ადამიანი, ვინც არ ხედავს რეალობას, რომელშიც იმყოფება, ცოცხალი გვამია. ნუ უყურებთ არაფრისმომცემ ზმანებებს და ჰალუცინაციებს ცხადში. დაინახეთ, დაინახეთ, დაინახეთ ის, რაც ხდება თქვენს გარშემო და აქედან გამომდინარე თქვენს თავს. აქ და ახლა იბადება, თქვენი ხვალინდელი დღე. ნუ იქნებით ლოთი, რომლის ხედვა დაბინდულია, სმენა დახშული, გრძნობა და განცდა დამუხრუჭებული. შეხედეთ თქვენს გარემოცვას – ეს ჩლიფინით მოლაპარაკე კაცი რაღაც საინტერესო წინადადებით მოდის თქვენთან და თქვენ არ გესმით, იქ ვიღაც გირეკავთ და რაღაცას გთხოვთ, აი ვიღაც ხელს გიქნევთ, ვიღაც სექსუალურად გიღიმით. თქვენ კი ყველაფერი გერევათ ერთმანეთში და ცუდად გახსოვთ, სად ვის რა დაჰპირდით, სად გაიღიმეთ, სად ჩაფლავდით, რადგან გეძინათ იმ დროს, თვალგახელილს და დინებას მინდობილს.
ყურადღებიანი ადამიანს აქვს უნარი დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად მაოხდინოს კონცენტრირება გარკვეულ ერთეულ საგანზე ან სიმრავლეზე საგანთა. მას შეუძლია მოახდინოს რეაგირება გარემოს ცვლილებებზე, დააფიქსიროს ახლადგამოჩენილი პირობები, და გადასცეს გონების ანალიტიკურ აპარატს სათანადო დასკვნებისათვის საჭირო მონაცემები. ყურადღებიანი ადამიანი სასურველია იყოს ადექვატური სხვადასხვა გარემოებების და არ წააგავდეს აუტიზმით შეპყრობილ პაციენტს. ყურადღება მაინც ფსიქიკის თვისებაა და არა ფიზიოლოგიის, ამიტომ შეჭმუხნილი წარბები ყურადღებას ნამდვილად არ აძლიერებს.
და ბოლოს, ყურადღების განვითარების ერთ-ერთი კარგი სავარჯიშო იქნება თუ თქვენ ყურადღებით იფიქრებთ თუ რა არის ყურადღება. რა ახასიათებს მას? რას აღწევთ პირადად ამ თვისების საშუალებით? რას მიაღწიეთ დღემდე? შეეცადეთ თვითონ მოიგონოთ ახალი მარტივი სავარჯიშოები ყურადღების დონის ასამაღლებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სავარჯიშოების მოძიება ინტერნეტის ან მეგობრების საშუალებით. დააკვირდით, როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება თქვენს მიმართ, როცა თქვენ გათიშული არაამქვეყნიური ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან ყურადღებიანი და დახვეწილად მოაზროვნე ლიდერის პოზიციაში გადადიხართ. როგორ იცვლება წარმატების ხარისხი, როდესაც დაკარგული კაცის ნაცვლად თქვენს პარტნიორს, თუ ხელმძღვანელს დახვდებით საქმიანი, გააზრებული კითხვებით, ანთებული თვალებით და შორსმჭვრეტელობით შედგენილი გეგმებით.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,086 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: