წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (11)


images (2)კომუნიკაცია, ფაქტობრივად, გადამწყვეტი პროცესია სასიცოცხლო წარმატების მისაღწევად. ამიტომაც ადამიანები, რომლებიც სკოლაში არაფერს სწავლობენ და სამაგიეროდ კომუნიკაციის საიდუმლოებს სკოლის კედლებს გარეთ მონდომებით ეუფლებიან, როგორც წესი, მალევე შორს ჩამოიტოვებენ ხოლმე თავიან „ხუთოსან“ თუ „ათოსან“ თანაკლასელებს. სამწუხაროდ, კომუნიკაცია, ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი, რეალურად საქართველოს მოზარდის თუ ბავშვის ყურადღების მიღმა რჩება. ხოლო მათი ის თანატოლები, რომლებიც ცხოვრების ფილოსოფიას ქუჩაში სწავლობენ, უფრო გონებაგახსნილები, საკომუნიკაციო ურთიერთქმედებაში და პირად ეფექტურობაში უფრო წინ წასულები არიან. ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან დასაბამიდან მასობრივი სასკოლო განათლების ერთ-ერთი მიზანია მართვადი “ავტომატების” (კოდური სახელწოდებით „მოსწავლე“, „მოქალაქე“) ჩამოყალიბება და ამ “მოქალაქეების” ყურადღების ფოკუსის ნაკლებად ცხოვრებისეული, ნაკლებპრაქტიკული, ამაოებითი თემებისაკენ გადანაცვლება.

ბევრი მაღალპრიმატიული ბავშვი გრძნობს განათლების სისტემის მთელ დესტრუქციულობას და ამიტომ ცხოვრებაში სხვა საინფორმაციო კონსტრუქტების და რესურსების ძიებას იწყებს. ასე იბადება ძალაუფლების ხალხი; ალტერნატიული შტო – მეწარმეების, პოლიტიკური ლიდერების, მაფიის, “შავების”, აქტიური მოქალაქეების და სხვათა სახით. თუ მიაქცევთ ყურადღებას, მათთვის კომუნიკაცია წმიდაწმიდაა. მათი ცხოვრების სტილია „გამუდმებული ტუსოვკა“, „ბირჟაობა“, კონტაქტების ექსპლუატაცია, ამ კონტაქტებიდან შედეგების გამოწურვა, საკუთარი ინტერესების პრეზენტაცია. ამასთანავე კომუნიკაციის პროცესში ეს პიროვნებები საკუთარი თავით და ნიჭით “ტკბებიან”; როგორები არიან და რა კარგად გამოსდით ამ როლის თამაში. ანუ მათ უკვე კარგა ხანია ადამიანურ ბაზარზე საკუთარი ნიშა აქვთ ნაპოვნი, სოციალური თეატრისათვის ყველაზე უფრო წარმატებული პერსონაჟი ჰყავთ გამოძერწილი და იმ შთაბეჭდილებებით, მიღწევებით „კაიფობენ“, რომლებსაც ყოველდღიურობაში იმკიან.

წარმატებული კომუნიკატორის გონება თავისუფალია თვითკრიტიკისაგან და მამუხრუჭებელი შინაგანი ხმისა და აზრებისაგან, რომლებიც წესისამებრ პასუხის სპონტანურობასა და სიჩქარეს ბოჭავენ. უნარი გამორთო შინაგანი დიალოგი (საუბრები და მსჯელობები „თავში“) და კონცენტრირება მთლიანად კომუნიკაციაზე გააკეთო – ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ცხოვრებაში.
შინაგანი დიალოგის შედეგად აწეული ემოციები, თუნდაც უმცირესი, თავისთავად ზედატვირთვით ამუშავებენ გონებას და ცვლიან ყურადღების ფოკუსის საგანს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მოსალოდნელია პიროვნების საკომუნიკაციო პასუხი, იმ დროს მისი გონება ვეღარ მართავს უზარმაზარ ინფორმაციას – ემოციებს, ასოციაციებს, სიმბოლოებს, ნიშნებს, ქვეტექსტებს, აზრებს, გათიშულია ან გათიშვის პირას დგას. შესაბამისად, პასუხიც, როგორც წესი არის უღიმღამო, არადამაჯერებელი, ნაკლებგამჭოლი და ვერ აღწევს სასურველ ძალასა და სიღრმეს.

High-speed-communicationახლა გაიხსენეთ რაოდენ წარმატებით მიდის სრულყოფილად მომზადებული პასუხები, ფრაზები, სადღეგრძელოები, ქათინაურები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, სადაც ნიუნასებამდე დამუშავებულია მიმიკა, ინტონაცია, ტემბრი, ვერბალური აქცენტები, ტექსტი! ასე რომ კომუნიკაციის წარმატებისათვის არსებობს მხოლოდ ერთი უბრალო გზა – პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა.

კომუნიკატორისათვის ნებისმიერი კომუნიკაცია არის იმპროვიზაცია, კომპოზიციის შედგენა, აღმაფრენა და მოსაუბრის გონების დაპყრობა. მართალია, კომუნიკატორი ბოლომდე ვერ დაგეგმავს ყველა დიალოგსა თუ ფრაზას (და ეს არცაა საჭირო), მაგრამ აქვს ალღო (წესისამებრ, გამომუშავებული) მტკიცედ შეასრულოს გარკვეული როლი, მიჰყვეს თავის ჩანაფიქრს, გამოაშკარაოს თუ მიანიშნოს გარესამყაროს საკუთარი ინტერესები, წაიყვანოს კომუნიკაცია ადგილისა და სივრცის კანონებით, მოაქციოს მოსაუბრე ლოგიკისა და ემოციურობის გავლენის ქვეშ, აღმოაჩინოს და სტიმულირება გაუკეთოს პარტნიორის ფსიქოკომპლექსებს და ასე შემდეგ.

communication strat.მთელი აზრი ის არის, რომ კომუნიკატორმა, ისევე, როგორც ჯაზმენმა, მსახიობმა, პოლიტიკოსმა თუ მოცეკვავემ იცის (არ გამოტოვოთ ეს აზრი!) საყოფაცხოვრებო სათამაშო მოდელების გარკვეული რეპერტუარი. მაგალითად, ჯაზმენმა გარკვეული ფრაზები იცის, რომლებსაც ეძახის „ევერგრინებს”. ეს ფრაზები წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული შაბლონებია, მაგრამ ისინი, უცნობი მუსიკალური თემის იმპროვიზაციული დამუშავების დროს, უბრალოდ შეუცვლელია. „ევერგრინები“ ეხმარება შემსრულებელს არ მოექცეს ემოციურ გაშეშებულობაში და მსმენელს ლაღი და სპონტანური იმპროვიზაცია შესთავაზოს. (გაიხსენეთ სიტუაცია, როდესაც არ იცით რა დაუკრათ, ან რა თქვათ, რა გააკეთოთ, რაზე იფიქროთ, იბნევით, თავში არაფერი აზრი არ მოგდით და სისულელის განსახიერებად იქცევით ხოლმე!).

წინასწარ მომზადებული სიტყვიერი “იარაღები” (ფრაზები, შედარებები, ისტორიები და ა. შ.) გაძლევთ საშუალებას ცნობიერებას დამთრგუნველი საინფორმაციო პრესი აარიდოთ. ამასობაში კი ქვეცნობიერება, არ იმყოფება რა დაძაბულობის ქვეშ, მომენტალურად ახდენს ათასობით ვარიანტის გენერირებას, ფილტრაციას და შემოთავაზებას, შესრულების ახალი დეტალებით დახუნძვლას, რაც აღაფრთოვანებს ხოლმე მსმენელს, მნახველსა თუ მოსაუბრეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეფექტური კომუნიკაციის მისაღწევად პიროვნებამ საკომუნიკაციო პროცესის შემდეგი საფეხურები უნდა დახვეწოს და დაამუშაოს.

  1. კომუნიკაციის მიზნის, პარტნიორისა და საკუთარი “სარგებლის”, მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგების დაგეგმვა, შესწავლა. აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს: რა იმიჯის შექმნა გვსურს პარტნიორის ცნობიერებაში? რისი გაგონება და გაკეთება გვსურს პარტნიორის მხრიდან? რა არის მთავარი მესიჯი, დამხმარე მესიჯები? “ნემსკავები”;
    2. როგორ ვაპირებთ მოვახდინოთ საკომუნიკაციო განწყობილების ფორმირება და ტესტირება;

3. კომუნიკაციის პროცესში ავტომატური ემოციური რეაქციების შეგნებული შენელება ან შენიღბვა;

4. მოსაუბრის ვერბალური და არავერბალური პასუხების გაშიფვრა (დეკოდირება), წაკითხვა და სწრაფი შეუმჩნეველი გააზრება.
5. მიმდინარე კომუნიკაციის მიზანზე ფოკუსირება, თუმც ერთდროული მზაობა მიიღო კრეატიული გადაწყვეტილება. მაგალითად, სიტუაციის მიხედვით გარკვეული მოკლევადიანი თუ ზოგადი მოგებების მისაღებად დათმობა ან შეტევაზე გადასვლა;

6. საკომუნიკაციო სცენის განსაზღვრა, როლი, დეკორაციები, ვიზუალური ფონი, კოსტიუმები, თავდაჯერებულობის ან, პირიქით, აქსესუარები, ნიშნები, სიმბოლოები, აუდიალური ფონი და სხვა;

7. კომუნიკაციის ეფექტური და დასამახსოვრებელი დასაწყისი და ფინალი;
8. პარტნიორის მიერ მისთვის გაგზავნილი სიტყვიერი მესიჯების  აღქმის გადამოწმება (მესამე პირების დახმარებით);

9. კომუნიკაციის პროცესში შესრულებული როლის ანალიზი, შეცდომების და ძლიერი მხარეების აღმოჩენა და უფრო ოპტიმალური მოდელის დადგენა.

ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. მაგრამ საქმე ის არის, რომ კომუნიკაცია არაა განყენებული სამსჯელო თემა, რომელიც დროს წაგართმევთ, სანაცვლოდ კი კვლავაც ცარიელ ჯიბეს, თავსა და სადილად ერბო-კვერცხს დაგიტოვებთ.

communicate-in-new-waysადამიანებთან ეფექტური ურთიერთობა იშვიათს შეუძლია, ამიტომაც კომუნიკაცია მაღალანაზღაურებადი საქმიანობაა და, როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვი, სასწავლო დაწესებულებებში სულაც არ ასწავლიან ადამიანური გულებისაკენ მიმავალ გზებზე სიარულს. იქ მოსწავლეებს კედლებისა და ციხესიმაგრეების შენებას ასწავლიან, რომლებსაც მომავალი მოქალაქეები საკუთარ უსუსურობას, ჩავარდნებს, ავადმყოფობებს ამოაფარებენ ხოლმე.

და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო სავარჯიშო.  კომუნიკაციის სწავლებაში, ისევე როგორც ყველაფერში, იოლი და მოკლე გზები არ არსებობს. საჭიროა, თავდაუზოგავი მუშაობა საკუთარ თავზე, სრულყოფილებისაკენ მიზანსწრაფვა, ხასიათში არსებული თვისებების ინტენსიფიკაცია, ახლების გამომუშავება და წინა პლანზე გადმოწევა.

1. მთელი დღის განმავლობაში ეცადეთ ყოველი შემხვედრი ადამიანის უმარტივესი საკომუნიკაციო სიგნალი დააფიქსიროთ. რაც უფრო უმცირეს დეტალს დააფიქსირებთ, მით უკეთესია (ხმის ოდნავი ვიბრაცია, თითის ოდნავი მოხრა, სუნთქვის რიტმის შეცვლა და ასე შემდეგ). ამ დღის მიზანი მხოლოდ „სიგნალების აღმოჩენა“ იქნება. უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ რეალურად ვერ ვხედავთ, ვერ გვესმის და ვერ „ვგძნობთ“ პარტნიორს, არამედ გატაცებული ვართ გონებაში მიმდინარე აურზაურით.
2. მეორე დღეს ყოველ შემხვედრ ადამიანთან კომუნიკაციის ვითარებაში თავს ასეთი კითხვები დაუსვით: “რისი თქმა უნდა ამ ადამიანს სინამდვილეში? რას მეუბნება სინამდვილეში? რა არის ამ ადამიანის ჩანაფიქრი? რას მიუთითებენ ეს სიგნალები?” ოღონდ ეცადეთ, რომ გუნებაში ამ მსჯელობის დროს, სადღაც არ გადაიხვეწოთ და მთლად არ დაიბნეთ. მთავარია ისწავლოთ ამ კითხვების წინა პლანზე წამოწევა.

3. მესამე დღეს ერთი მოკლე მესიჯი აიღეთ და “შეფუთეთ”, ვთქვათ, “მე ძალიან მაგარი ტიპი ვარ!”. ეცადეთ ყოველ შემხვედრ ადამიანს ეს შეტყობინება სხვადასხვა ინტენსივობით გაუგზავნოთ. დააკვირდით გზავნილის ტრანსლაციის ფორმებსა და საშუალებებს, რომლებსაც პირადად თქვენ იყენებთ; აგრეთვე დააკვირდით გარშემომყოფთა რეაქციებს. მესიჯის შეფუთვა და გაგზავნა ჭეშმარიტად დიდი სკოლაა!

4. მეოთხე დღე წინა დღის შებრუნებული ვარიანტი უნდა იყოს. შეგნებულად ეცადეთ არანაირი მესიჯი არ გაგზავნოთ. უბრალოდ, თქვენგან უნებური მესიჯების გავრცელებას დააკვირდით და ეცადეთ ამოიკითხოთ, რისი თქმა გინდოდათ. მაგალითად, მაღაზიაში მისული, როდესაც გამყიდველს რაღაცას ეკითხებით – გააცნობიერეთ თუ სინამდვილეში რისი თქმა გსურთ და რა სიტყვიერ თუ არავერბალურ არსენალს იყენებთ თქვენი მესიჯებისათვის. როგორ ახდენთ კოდირებას, რამდენად ნათელი და მარტივია სხვისათვის თქვენი მესიჯი, რამდენად ადვილად აღსაქმელია და გასაშიფრი?
5. ბოლო დღეს ყველაფერი ერთად გაკეთეთ!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,638 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: