წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (10)


35721489_kR3vCIni_cროდესაც ჩვენი ცხოვრების ფარდა იხსნება და პერფორმენსის ჟამი დგება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდე ვინ ხარ, რა რესურსებს ფლობ, განსაზღვრული გქონდეს საკუთარი ფსიქიკის როლებრივი ელასტიურობა, ზედმიწევნით იცოდე შენი პიროვნული ავტომატური რეაქციები, მავნე პროგრამები, იგივე ჩვევები, უნარ-ჩვევები, ძლიერი მხარეები და სიხარულის მარაგი, რომელიც გაგაჩნიათ. ამასთანავე დიდად მნიშვნელოვანია თვითმოტივირების უნარს ფლობდე; შეგეძლოს საკუთარი თავისათვის არნახული სიხარულის დაპირება ან იმ უბედურებით დაშინება, რომელიც უქმად ყოფნის ან ფუქსავატობის გამო მოგელის.
ცხოვრებაში ლანგრით არაფერს მოგართმევენ – კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ მხოლოდ ენერგიულს, შეუპოვარს, თამამსა და გაბედულს უმართლებს. აგრეთვე უმართლებს იმას, ვინც განსაკუთრებით ყურადღებიანი, მობილიზებული, შემტევი და დამპყრობლური ბუნებისაა. ეს თვისებები ბევრ ადამიანს ახასიათებს საწყის ეტაპზე, რაღაც დონემდე, მოვლენებამდე, სიტუაციების გარკვეულ რაოდენობით გამეორებამდე. ეს თვისებები ბავშვსაც აქვს, თუმც არც თუ მცირე რაოდენობის მშობელი მონდომებით ცდილობს ჩაკლას შვილში ძალაუფლებისაკენ ლტოლვა და შეცვალოს იგი ცხვრის ფარის “ბე-ბე-ბეს” მაგვარი ლუღლუღით, პოპ-კულტურითა და თითქმის ნულოვანი სიბრძნით. შესაბამისად, ყოველდღიურობაში ჩნდება უფრო ნაკლები გმირი, უფრო ცოტა რისკიანი ადამიანი, უფრო ცოტა დიდი იდეა, უფრო შეუმჩნეველი თავგანწირვა, უფრო ნაკლები ღვთისმოსაობა, ყველაფერი ღირსეული სულ უფრო ცოტა!
რა თქმა უნდა, ეს ნარკვევი სულ არ ეხება აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ხარვეზებს თანამედროვე საქართველოში. ამისათვის სხვა ადგილები და სხვა აუდიტორია არის საჭირო. თანაც გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა მაინც გლობალური მასშტაბის არის და არა ქართული და ლოკალური.
ჩვენი საუბრის თემა უფრო სასიამოვნო და სასიხარულოა.
მისი უდიდებულესობა სიხარული ან ეიფორია საოცარი იარაღია ადამიანური თვითრეგულირების, განცდის და აღტაცების. სიხარულია მრავალი ადამიანური საქციელის სათავე და მამოძრავებელი მოტივი. სიხარულით იწყება ყველა კარგი საქმე, სიხარულის ანტიციპაცია (წინასწარი გრძნობა) აძლევს პიროვნებას უჩვეულო ენერგიას და შთააგანობს მას საარაკო საქმეებისათვის.
ვინ ვართ ჩვენ? ბევრი რამე განისაზღვრება იმით რამდენი სიხარულის დატევა შეუძლია ჩვენს შიგნეულობას. როდესაც ვიძახი, რომ ამ ემოციისათვის ცხოვრობს ადამიანი, ზოგიერთი მსმენელი შეიშმუშნება ხოლმე და წამომართავს კრიტიკის მცელავ მახვილს (დაახლოებითი რეპლიკები – „არა, რატო, მარტო სიხარულისათვის არ ცხოვრობს?!“ და ა. შ. – სტილი დაცულია). და როდესაც ყურადღებით ვაკვირდები ასეთი ადამიანების სიტყვებს, სხეულის ენას, ჩავწვდები ქვეტექსტებს, ვხვდები, რომ ამ ხალხს, როგორც იძახდა ერთი ჩემი ბრძენი ნათესავი, „სიხარული აკლია“. კი, მგონი ასეა. მათ არ უხარიათ, და როდესაც არ უხარიათ, მაშასადამე წუხილში არიან. ჭრიან და კერავენ, კემსავენ საკუთარ სასიცოცხლო ტილოს, იზიზღებენ და ივიწყებენ საკუთარ თავს. ეძახიან სიყვარულს ბავშვურობას, დამანგრველ სიალალეს, მიამიტობას, უაზრო ემოციას, რომელიც სიფხიზლეს გაკარგვინებს და ამჯობინებენ „სერიოზულობას“. ამასობაში კი (რა შეხსენებაა საჭირო?) სიხარული კურნავს სულსა და ხორცს, აჯანსაღებს ურთიერთობებს, სახის გამომეტყველებას, მთლიანად გარეგნობას.
557402_418795508157022_470249637_nყოველ დილით ადამიანი იღვიძებს და ნარკომანივით გაუცნობიერებლად ეძებს, ელოდება, აქვს „ლომკა“ კარგი, ლაღი სიხარულის დოზისა, რაც მის იერს გაანათებს, მისი გულიდან სევდასა და შიშს ამოშლის. მაგრამ მიზნის ძიებაში ხდება მიზნის უარყოფა, რამეთუ საშუალო საზოგადოებებში სიხარულის გამოხატვა შეიძლება სხვის შეურაცხყოფად ჩაითვალოს. სიხარული აღარ ხდება და არ რჩება საზოგადოების წამყვან ღირებულებად. მის ადგილს იკავებენ მატერიალური ატრიბუტები, რომლებმაც ერთი შეხედვით თავისთავად უნდა უზრუნველყონ სიხარულის შემოტანა სულში. სიმბოლოებს, რომლებიც რაღაცნაირად მიბმულია სიხარულის აღძვრაზე ადამიანში – ფეშენებელური ვილა და ავტომობილი, საბანკო ანგარიშები, ტანსაცმელი და აქსესუარები haute couture და სხვა.
უდაოდ, მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანს მეტი ყოფითი სიხარული აქვს, ვიდრე იმას, ვინც ყოველდღიურად გააფთრებულ ბრძოლაში გაჭირვებას თვითგადარჩენისათვის ებრძვის. მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ მოგზაურობა სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში, ათასი საოცრებების ცოცხლად ხილვა, სხვა ადამიანებისათვის ფულადი თუ სულიერი დახმარების ბოძებით ახალი სიხარულისა მოპოვება, სამყაროს მაკრო თუ მიკროსკოპიული გაუმჯობესება და სხვა.
ყოველ წუთს ათასობით ადამიანი დედამიწის მასშტაბით სხვადასხვა სახის შველას ითხოვს და მხოლოდ ძლიერ და მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ გლობალური პრობლემების სისტემური ფორმით მოგვარება. შესრულებული თხოვნა ორივ მხარისათვისაა სიხარული – ბედნიერება! გულწრფელი თხოვნით მიმართვა კი იმ ადამიანს შეუძლია, ვინაც ქედი მოიდრიკა, შემოქმედის კანონები და პირობები მიიღო, ვინც სძლია მედიდურობას. ვინც გადადო თავისი გამოგონილი სერიოზულობა, შეუვალობა და როლი, ვინც შემოუშვა გულში უფალი და მიენდო სიტყვას – „ითხოვეთ და მოგეცემათ“.
თუ თქვენ სიყვარული გჭირდებათ, უნდა გასცეთ სიხარული, ხოლო თუ სიხარული გჭირდებათ, საკუთარი თავი უნდა გასცეთ, თანაც დაუზოგავად და თავგანწირულად.
იფიქრეთ, რა განიჭებთ ნამდვილ სიხარულს, ძლიერს, რომლის გულისათვის არ დაგეზარებათ შემოიაროთ მსოფლიო, ახვიდეთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე, მოიტაცოთ ვენერა, კოლიზეუმის არენაზე იბრძოლოთ და იყვიროთ „დიდება, კეისარს“, ჩახვიდეთ ყველაზე ღრმა ოკეანეს ყველაზე საშიშ ღრმულში, მიაღწიოთ დედამიწის უკიდურეს სამხრეთ წერტილს და სხვა.
რა განიჭებთ ამ სიხარულს? ან რაზე ფიქრი? საყვარელი ადამიანის სიცოცხლე, კარგად ყოფნა და სიხარული, შვილის მცირე წარმატება? რა განიჭებთ ძლიერი სიხარულის განცდას ან ამ სიხარულით მოლოდინით ტკბობას?
უნდა ითქვას, რომ მომავალი სიხარულის მოლოდინი საკმაოდ ძლიერი სტიმულია, რითაც შეიძლება თავის მართვა და წარმატებული საქმეების განხორციელება. გონიერი ადამიანი აცნობიერებს, რომ ნივთები კი ქმნიან შინაგანი კმაყოფილების გამშვებ მდგომარეობას, მაგრამ ნივთების გარემოცვაში ყოფნა არ არის სიხარულის მდგომარეობა. ეს სასიხარულო განცდების ერთობლიობა სპონტანურად წარმოიშობა, იღებს რა სათავეს ბავშვურ ფანტაზიებში – შინაგან სახეებში, რომლებითაც სავსეა პიროვნების ფსიქიკა.
განსაკუთრებით საინტერესოა შინაგანი აკრძალვა სიხარულზე, როდესაც სიხარული, აღფრთოვანება მოაიზრება, როგორც თავის დაკარგვის წინაპირობა. პიროვნება უკრძალავს თავს სიხარულს და თვლის მას განვითარების მუხრუჭად და იმავდროულად საკუთარი უსუსურობის გაშიშვლების ემოციად. იგი თვლის, რომ გახარებული საშუალებას აძლევს ათას ღირსეულ თუ უღირს მანიპულატორს ითამაშონ მის ნერვებზე, ატრიალონ „პლასტინკა“ თავის ჭკვაზე – წინ და უკან. ამიტომ სიხარულის განცდა და გამოხატვა ურჩევნია მიჩქმალოს და სიხარულის ნაცვლად ზომიერ ღიმილსა და თავშეკავებულობას მიმართოს.
ტაბუ სიხარულზე მოგვაგონებს იმ პერფექციონისტებს, რომლებიც მილიმეტრებს, გრადუსების მეათედებს ზომავენ, სანამ დარწმუნდებიან, რომ სიტუაცია სასიხარულოა და სახეზე მერე-ღა მოუშვებენ სიხარულის გამომხატველ ნიშნებს. სამწუხაროდ, სრულყოფილებამდე მათ ყოველთვის რაღაც დეტალი აკლიათ და ამიტომ მიმდინარე რეალობა სიხარულის საგნად არ მიაჩნიათ.
httpdogpic.com_.uakartinka-krasivyx-shhenkov-sharpeyaმაგრამ ნუთუ ასე ვიყავით ყოველთვის? ნუთუ სულ გარემოებების გათვალისწინება გვინდოდა, რომ თავისათვის სიხარულის უფლება მიგვეცა? არა, რა თქმა უნდა, როდესღაც მაინც თავისუფლები ვიყავით, თავისუფლები სიხარულში.
მარტივი კითხვა – რომელი ასაკის დაბრუნებას ნატრულობს ადამიანი ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად? სიბერეზე არ მსმენია, აი ახალგაზრდობას და ბავშვობას კი – ძალიან ხშირად და თითქმის კანონზომიერად. რისი ხაზგასმა ხდება ამ ნატვრით ყველაზე ხშირად? რისი? ვერ გავიგე…
ნამდვილად, უდარდელობის! ბავშვს თითქმის ყველაფერი უხარია, ზრდასრულ ადამიანს – იშვიათი რაღაც. ბავშვის აღქმა ორიენტირებულია სიამოვნების მიღებაზე, სამყაროს შეცნობაზე, უფროსის – ცხოვრების დროის გაყვანაზე. ბავშვი ერთობა იმ საქმით, რითაც დაკავებულია და მთელი არსებით ეძლევა მას. დიდი ადამიანი უმრავლეს შემთხვევაში ზიზღით და უყურადღებოდ აკეთებს საქმეს ჰგონია რა, რომ ბედმა დასწიხლა, როდესაც სწორედ ეს საქმე არგუნა და არ მიანიჭა, მაგალითად, გვირგვინის თავით ტარების იღბალი. ბავშვისათვის სიხარული პირველადია, დიდისათვის პირველადია – უსიამოვნებები, ჩავარდნები, საზოგადოებრივი აზრი და სხვა ნეგატიური ფაქტორები. ეს არ ხდება იმის გამო, რომ ბავშვი ნაკლებად გონიერია, ვიდრე ზრდასრული პიროვნება (სწორედ გაზრდილი 8-9 წლის ბავშვი წარმატებით წარუძღვება დიდი სირთულის ამოცანებსაც კი, ამას მეტყველებს მეფეების და არისტოკრატების ადრეული ასაკის ფენომენალური მიღწევები – სახელმწიფოს მართვა, პოლიტიკური სიბრძნე და სხვა).
სიხარულის შეჩერება და ნეგატიური ელემენტების დაწინაურება ნასწავლი ყოფაქცევააა, რომლის კულტივირება შეგნებულად ხდება საზოგადოების მართვადობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. უარყოფითი ემოციებით გაჟღენთილი ადამიანის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე პოზიტიური ემოციებით დამუხტულისა. საზოგადოება თვლის, რომ ნეგატიური შეფასება უფრო რეალურია, ხოლო სასიხარულო ემოციები გაზვიადებული, გაჯამბაზებული; ცუდი უფრო ადამიანურია და ხშირი, ვიდრე კარგი.
ისევე, როგორც ნებისმიერი უმცირესი რუ საბოლოოდ ზღვის წყლად იქცევა ხოლმე, ასევე ნებისმიერი სიხარულის მიზანია ადამიანი მუდმივი სიხარულის განცდაში გადაიყვანოს – მიწიერ სამოთხეში, გაცნობიერებულ-გაღვიძებულ მდგომარეობაში, საიდანაც არანაირი პრობლემა არ ჩანს გადაუჭრელად.
ასეთ მუდმივი გულწრფელი სიხარულის მდგომარეობაში, როდესაც სული თავისუფალია ნეგატიური ჭაპანისაგან, იხსნება ინტუიცია, ანუ კოლექტიური არაცნობიერის, მომავლის ჭვრეტისა და სმენის უნარი. ამას ჰქვია საკუთარ თავთან დაბრუნება, უძღები შვილის დაბრუნება, საკუთარი თავის მიღება ყოველგვარი ემოციებითურთ.
მინდა ასეთი რჩევა მოგცეთ. იმუშავეთ სიხარულის საიდუმლო ამოცანის ამოხსნაზე – გახსენით გული სიხარულისათვის. დაუბრუნეთ სულს სიმშვიდე, სანატრელი და ესოდენ სასიხარულო. გიხაროდეთ, როცა გიხარიათ, რამეთუ რა უნდა იყოს ამაზე სასიხარულო?
392427_433243250028470_100000283956753_1607108_1956943881_nგაიხარეთ ბავშვივით, უმიზეზოდ, აპრიორი!
გაიხსენეთ როგორი სულ სხვანაიარი იყო გარესამყაროს თქვენეული აღქმა პატარაობაში, როგორი სასიხარულო მოლოდინით იყო სავსე გული!
ჯერჯერობით კი იპოვეთ, აღმოაჩინეთ ერთი დიდი სიხარული, რომელიც გინდათ განიცადოთ ყოველდღე. იპოვეთ და იფიქრეთ მასზე.

დამიჯერეთ, რომ სიხარულზე ყოველ ფიქრთან და ოცნებასთან ერთად პოზიტიური ემოციები მოზღვავდება.

მოიპატიჟეთ სიხარული თქვენს ყოველდღიურობაში, რადგან სიხარულის შემოსვლას ყოველთვის სასწაული შედეგები მოსდევს.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: