წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (8)


„ზეკაცის ბრძოლები“

“შენ უნდა ჯერ დაწვა საკუთარი თავი საკუთარ ცეცხლში: აბა რანაირად მოინდომებდი განახლებას, თუ მანამდე ფერფლად არ გადიქცეოდი!”

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე “ასე იტყოდა ზარატუსტრა”

დღესდღეობით აღარაა დასამალი, რომ პლანეტარული მასშტაბით მიმდინარეობს რიგი რთული და საწინააღმდეგო მოვლენების: რასობრივი ტრანსფორმაცია (მონღოლოიდური რასის ექსპანსია), ცხოვრების დონის დაცემა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება, მსოფლიო მოსახლეობის მასობრივი ზრდა, სოციალური დაცვის პროგრამების შემცირება, ესთეთიკურ-ფილოსოფიური კუთხით სიცოცხლის ფენომენის გაუფასურება. და აქ ძნელია ადამიანი არ გადაეშვას დეპრესიაში, შეინარჩუნოს წონასწორობა, არ წამოეგოს სხვადასხვა კონსტრუქციული თუ დესტრუქციული სექტების კაუჭზე, არ ჩარჩეს შეუმდგარობის ჭაობში ბაყაყებების და ქვეწარმავლების მხარდამხარ, მათ გასათელადა და დასაცინად.
…ყოველ დილით ჩვენს სიცოცხლეში კიდევ ერთი სიცოცხლე იწყება. უფრო სწორედ ყოველი დაძინებისთანავე, რადგან სიზმარი ახალ დღეს ეკუთვნის. ჩვენ ვიღვიძებთ, ვდგებით, დავდივართ, ვაკეთებთ რაღაც საქმეებს, მოვდივართ საღამოს სახლში, ვრთავთ ტელევიზორს და ვეძებთ. ვეძებთ, ვეძებთ შესაბამის არხს, ინფორმაციას, იდეას, სიტყვას, სითბოს. ვეძებთ იმას, რაც ასე გვაკლია.
ერთი წუთი – შემაჩერებთ თქვენ – რა გვაკლია? ვიცით კი?
შთაგონება გვაკლია, შთაგონება! სიხარული ქმნისა, აღმაფრენა, ძლიერი მოტივაცია, ეიფორია, ენთუზიაზმი და ისევ შთაგონება. როცა არ გჭირდება არავის თქმა, არავისი მინიშნება, მითითება, რჩევა, კარნახი. აკეთებ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და გზარავს თვით აზრი ასეთი რამის შესახებ. როცა ეძებ კალამს, ფუნჯს, საღებავებს, სიტყვებს, ინსაითებს, რომ არ დაკარგო ეს წამი. საწუთრო, სადაც სრულყოფილება იღვრება შენი არსებიდან, თითებიდან და თვალებიდან. როცა ვერავინ ვეღარ გცნობს, შენ ვერ სცნობ საკუთარ თავს, იმდენი ენერგია მოდის ხმიდან და მოძრაობებიდან. და ჩქარობ მოასწრო და უკვდავყო შენი ბრწყინვალების წუთები, განუმეორებელი აფორიაქების ზეიმი. შთაგონებული ხარ შეცვალო სამყარო, ქალაქები, სახელმწიფოები, პროექტები. ჩაუდო ადამიანებს გულში და გონებაში ახალი აზროვნებითი პროგრამები. მისცე ფრთები ყველას, ვისაც ხედავ და გრძნობ.
ვაღმერთებ შთაგონებას! ჩემსას და სხვისას! მაშინ ვგრძნობ, რომ ადამიანები ერთნი ვართ, ლოგოსის ნაწილაკები. როცა გულში ფეთქავს შთაგონება ებრძოლო უსუსურობას, ჩავარდნებს, აუტანელ ტკივილს, დადგე შენს საკუთარ ფეხებზე და აჩუქო გმირობის, საარაკო თავგადასავლების ამბები და, საერთოდ, შეუცვალო სახიერება დედამიწას.
შთაგონება თუ ექნება ადამიანს უსასრულოდ, ალბათ, არ იქნება არც შუღლი და არც მტრობა, დაცემები და ორპირობა. შთაგონება მოგვცემდა ძალას ვიყოთ ყველაზე ლამაზები, გამორჩეულები, მიმზიდველები, მომხიბვლელები და საზოგადოების ნამდვილი ლიდერები. შთაგონების ერთ-ერთი სახე, ენთუზიაზმი, თავისი არსით ესაა მდგომარეობა (ბერძნულიდან სიტყვასიტყვითი თარგმანით), როდესაც ადამიანი არის ღვთაების გავლენის ქვეშ ან მისით შეპყრობილი.
გაიხსენეთ დღე, როდესაც მზიანი დილით გამოდიხართ სახლიდან. მიდიხართ ისე ლაღად, თითქოს ყველა მზის სხივი თქვენში ირეკლავს თავს და ყოველ შემხვედრს თქვენი ღიმილის სახით პატარა მზეს სჩუქნით: ბავშვს თუ უფროსს, მოწყენილსა და დაღვრემილს, მოვარჯიშეს თუ ხეიბარს. უგზავნით სალამს მცენარეებს, ხეებს, ჩიტებს, ზეცას, ლეკვებსა და კნუტებს, მანქანებს, საოცარი ფერებით შემოსილ მიდამოს. თქვენში სიხარულია, ტრიუმფის გრძნობა სიცოცხლისა და ამასთანვე არავინ გრძნობს თქვენს სულიერ მდგომარეობას. მზად ხართ მზე მოიტაცოთ, ჰელიოსს ეტლი წაართვათ, ახვიდეთ მსოფლიო სცენაზე და ბოლო ხმაზე იყვიროთ, რომ ხართ ღმერთის შვილი, ყოვლისშემძლე და შეუძლებელი არაფერია თქვენთვის. სიტყვა ასეთი უცნობია თქვენთვის, ხოლო საქმენი დახვეწილია, მოზომილი, ცაში მსრბოლი ხართ ბოლოს და ბოლოს. რა სილამაზეა ყველაფერში, რა ჰარმონიული და შეხმატკბილებულია სამყარო, რა ლამაზია სიცოცხლე! ადამიანებო, რა ლამაზია სიცოცხლე!
და აქ მივედით ერთ-ერთ შესანიშნავ კანონამდე, რომელიც, მას შემდეგ რაც მივიღე და დავადგინე, ჩემთვის სიცოცხლე უფრო მეტად გამარტივდა. ეს კანონი კი ცხადყოფს: შინაგანი და გარეგანი ერთმანეთის ტოლი ან ტოლფარდია. მიკრო და მაკრო ერთმანეთის ტოლია, სული კაცისა და სული სამყაროსი თანხვედრაშია. უმცირესი და უდიდესი ერთმანეთის ასახვაა. რაც ხდება გარეთ, ირეკლება შიგნით, რასაც განიცდი შიგნით – გარესამყარო იმითვე გპასუხობს. ადამიანი მუდმივად ისეთ სიტუაციებს იქმნის, რაც მის არაცნობიერს სურს. კაცი იმ გარემოში მიილტვის, სადაც შინაგანი განიზრახავს და მხარს უჭერს ისეთი პროცესების წარმართვას, რაც შინაგანი იმპულსებიდან მოდის. თუ თქვენი შინაგანი სამყარო გსურთ ამოიცნოთ – თქვენი გარემო, გარემოცვა, ტიპიური ცხოვრებისეული შემთხვევები შეისწავლეთ. თუ გსურთ შეიცნოთ რა გჭირთ, შეისწავლეთ თქვენი ანტურაჟი.
შინაგანიდან გარესამყაროსაკენ ყურადღების ფოკუსის გადატანა ასევე არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ცხოვრებისეული წარმატებისა. გასათვალისწინებელია ის, რომ საჭიროა არა დიდი რაოდენობის ინფორმაცია, არამედ საკვანძო ინფორმაცია, რასაც ცხოვრებისეული ნიშნები წარმოადგენენ. გარესამყაროს ინფორმაციაზე ორიენტირებული ადამიანისათვის, რომელიც გაივარჯიშებს და აითვისებს გარკვეულ მეთოდოლოგიას, ძიება გარემოში უფრო ადვილია. ამ კანონის მიხედვით, თუ რამე გაგიჭირდათ, ამონახსენები ეძებეთ „გარეთ“; დააკვირდით ადამიანებს, სიტყვებს, ინტონაციებს, ქვეტექსტებს, მესიჯებს, ფერებს, მოვლენათა დინებას.
დააკვირდით ყოველ წამს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ. ეძიეთ ევრისტიკული მომენტი, ჩაუღრმავდით დეტალებს, რადგან სწორედაც რომ წვრილმანები აცოცხლებს სამყაროს. ისინი სიცოცხლის სხეულის უხილავი ნერვებია. როცა დეტალები უგულებელყოფილია, უგულუბელყოფილია მთლიანი სიხარული ყოფისა. წარმოიდგინეთ რაღაც პეიზაჟი, ნახატი. კი, ბატონო, მშვენიერებაა, დამეთანხმებით. თქვენ ტკბებით ამ ტილოთი და ლამის ტონუსი გიბრუნდებათ. მაგრამ აბა დაუმატეთ ამ სურათს ჩიტების ჟღურტულის ელემენტი, უმცირესი ნიუანსი, რამდენიმე პატარა ფრინველი – მერცხალი, ბულბული, ნიბლია, შროშანა და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ გული მომენტალურად ფეთდება სიყვარულით, გონება – ცნობისმოყვარეობით, როგორ შეუძლიათ ამ საოცარ არსებებს ასე უდარდელად ყოფნა. რადგან სადაც არიან ჩიტები იქ არ შეიძლება არ იყოს უსაფრთხოება, სიმშვიდე და ბედნიერება. შეხედეთ და გაიაზრეთ, რომ ერთი თითქოს და უმნიშვნელო დეტალი აცოცხლებს და ასულდგმულებს რეალობას.
ეიფორია, ენთუზიაზმი და შთაგონება! ამდენი ვილაპარაკეთ მასზე და ახლა დროა რამდენიმე სიტყვით შთაგონების გამოწვევის მეთოდებს შევეხოთ. ჩვენზე წინათ მცხოვრებ მრავალ ჭკვიან ადამიანს მოსვლია აზრად ეს კითხვა – „როგორ გამოვიწვიოთ ეს მდგომარეობა?“. იყო დრო, როდესაც მუზებს ხარებს უკლავდნენ, შემდეგ ზედაშეს სწირავდნენ. მერე ღვინის შექმნასთან ერთად თითქოს ეს პრობლემა გადავარდა. ახლაც არის ასეთი ცრუ მოსაზრება, რომ ალკოჰოლი იწვევს შემოქმედებითი ძალის მოვლინებას და ნაყოფიერ შედეგებს იძლევა (მაგალითად მოჰყავთ ნიკალა, გალაქტიონი, გრიგოლ ორბელიანი, ომარ ხაიამი და სხვა). საინტერესოა, რომ დუმან ისეთ ადამიანებზე, როგორებიც იყვნენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ბეთჰოვენი, მიქელანჯელო, რუსთველი და სხვები.
შთაგონების წარმატებით დაგვირგვინებისათვის უფრო მეტად მიზანშეწონილია გარკვეული ტექნიკის თუ ტექნოლოგიის ფლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ამოვიცნოთ სულის სიღრმიდან მომავალი სიგნალები და გადავიყვანოთ ისინი ძალიან კონკრეტულ წინადადებებში, გეგმებში, ბგერებში, რითმებში, ჩანაფიქრებში.
1. დიდი რაოდენობით ამაღელვებელი სენტიმენტალური თუ ჰეროიკული ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების ნიმუშების, ფოტოების, ფილმების, მუსიკის, “ქმედითი” ციტატების, კლიპების გაცნობა, შეგროვება, ჭვრეტა და ტკბობა.
2. „უჩვეულო“ რაღაცეების კეთება, განსაკუთრებით სხეულის მარცხენა ნაწილით (აქტიურდება ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო), ცაციებისათვის – პირიქით, მაგალითად, მარცხენა ხელით ჭამის დროს კოვზის, დანის, ჭიქის დაკავება, სალმის დროს მარცხენა ხელის ჩამორთმევა, “გამარჯობის” ნაცვლად, ვითომ შემთხვევით, “ნახვამდის” და ასე შემდეგ. რაც უფრო შემოქმედებითი და შაბლონის რღვევაზე ორიენტირებული გახდებით, მით უფრო მეტი შანსია შინაგანი ენერგიის განთავისუფლების და, შესაბამისად, შთაგონების მოპოვებისა.
3. ემოციების გამოშვება – თავისუფალი (ალბათ, გიჟური, „შამანური“) ცეკვა, გულშიჩამწვდომი სიმღერა, ბოლო ხმაზე ყვირილი, გაკაპასებული დარტყმები “მსხალზე”, ჰეროიკული და ტრაგიკული როლების შესრულება სარკესთან და კამერის წინ, მაქსიმალური ტემპით სირბილი და შემდეგ მომენტალურად ძალიან ნელი მოძრაობა, კონტრასტული შხაპი, სრულფასოვანი რელაქსაცია, იოგა, სიყვარულის მედიტაცია.
საბოლოო ჯამში ემოციური პალიტრის გაფართოება ძალიან კარგად მოქმედებს შთაგონებული მდგომარეობის გამოწვევაზე.
4. ინფორმაციით გადატვირთვა. ასე თუ ისე, რაღაც ინფორმაციის ზღვრული რაოდენობა იწვევს ცნობიერების კონტროლის გათიშვას და შემდეგ, როგორც წესი, ქვეცნობიერიდან საინტერესო ინფორმაციის გამოთავისუფლებას. ამიტომ კარგი არის ხანგრძლივი და შთაბეჭდილებიანი დღეების მოწყობა საკუთარი თავისათვის: ადრე გაღვიძება, მრავალი ადამიანების ნახვა/მონახულება, ახალი ამბების მოსმენა, შინაარსიანი და ფილოსოფიური საუბრები, „ზღვარზე“ მოქმედებები, განვლილი ცხოვრების დეტალური გახსენება, ცხოვრებისეული სცენების ცვლა და სხვა.
5. ლაშქრობები, მოგზაურობები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ბავშვებთან, “კაი” ქართული სუფრები.
6. ბავშვად გადაქცევა, ბავშვური საქმეების კეთება და ასე შემდეგ.
7. იდეების გენერაციის სპეციალური მეთოდების გამოყენება (ბრეინ-შტორმინგი, მაინდ-მეფინგი, მეოცნებე, რეალისტი, კრიტიკოსი – უოლტ დისნეის და სხვა) და მუდმივი შედარებების (მეტაფორიზაციის) პროცესი, რათა მოხდეს ქვეცნობიერების საგანგებო შთაგონების რეჟიმში გადაყვანა.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: