პოეზია...

ქალი და ბაღლინჯო


ამასწინათ ერთმა ქალმა
ამაყმა და ხასიათით სალმა,
გულ-ღვიძლიდან გააძრო
მრავალფეხა ბაღლინჯო…

ან რაღაცა საზიზღარი სულიერი არსება!
ანტენმრავალი
და ქალთა მტარვალი!

ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა გმირმა…
ვისზედაც გაიგებთ რა დიაცია,
ნაზმა და ზეციურმა,
დააასოციაციურა (ნახეთ 3ა ერთ სიტყვაში?!:)
რომ მობ. ტელეფონი, ასხივებს რადიაციას,
კანცეროგენია კატეგორიით B2!..
შემდგომ
ბაღლინჯომოკვეთილმა ქალმა
დააასოციაცურა (აქაც ასო!),
რომ მისი მეგობარი მამაკაცი ერთხელ წაეუხამსა:

„გაიკეთე უკან ეგ შენი მობილური და ჩართე „ვიბროზე“!
ნაცადი რეცეფტია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ბევრი განვითარებული ადამიანისათვის!
ამიტომ მსოფლიო უკვე რეკავს მეორე მხრიდან და იქიდან საუბრობს!“.

ბაღლინჯოს ბაღლინჯოიზმებს ნაჩვევი ქალი
არ დაიბნა და რეპორტიორებთან საუბარში არ დაიდო სიტყვის ვალი:
„რისთვის გაჩნდა ქვეყანაზე პროეცირება?
ან ფალოსს მამაკაცი რისთვის მიაბეს?
ჩამოყალიბდა საუნაში პროსტიტუცია,
ან კრემლის წვერზე ვარსკვლავი ვინც აღმართა,
ხომ ტუტუცია?
რისთვის მოიჭრა ყური ვანო გოგიამ?
რისთვის შემოიღეს ფარდები თეატრში, ჩაანაცვლეს კორსეტი ლიფით?
და პირველმა სამურაიმ რისთვის დახატა კადრში
თავისი ხარას სისხლით
ბედისწერის უკანასკნელი იეროგლიფი?
რისთვის გოდებს მდედრი –
რომ სურს დამოუკიდებლობა?
და გენდერული თანასწორობა, „საკუთარი ფული“
საფულეში?
ავტომობილი,
თუ მამაკაცი, როგორც ძმობილი?

რისთვის ილოკავს თათებს კატა
და ადამიანი ძალის ფეტიშებზე ორალურად ცვდება თუ სცდება?
მე არ მჭირდება სიმართლე, მე მჭირდება ახსნა!

იქ დაიჭირეს, აქ გაუშვეს, იქ ჩამოხრჩხვეს, აქ გახარჯეს!
ვინ აგვიხსნის საით მიექანება ეს „პარავოზი“?
არც რითმა არც ზარი, მხოლოდ მუზა და ტრანსცენდენტში ბზარი…

ამის შემდეგ ჩვენმა ქალმა
ამაყმა და ხასიათით სალმა,
გადაწყვიტა მოსინჯოს
სულ სხვა…
ჟღალი ბაღლინჯო…

 

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: