პოეზია...

უსუსურობა მაშფოთებს ჩემი


უსუსურობა მაშფოთებს ჩემი,
როგორც დიდ მოცარტს_თვის “რექვიემი”!
აღარც მუზები და აღარც ხემი.
თითქოს არაა სიცოცხლე ჩემი.

თავბრუ მეხვევა გაზაფხულისგან,
სპილოც მოფოფხავს თავის ქალაში.
კნუტი ფეთდება გაკვირვებისგან,
უცნობ სახისგან ნაცნობ ტალანში.

ფროიდი მწყრალი, გამოფატრული,
ყვითელ ბარათით პასებს მიკეთებს.
და წინ მოიწევს, სიტყვას ნატრული,
ოიდიპოსი, მეფე სიკეთის.

ადამიანი ილუზიური
ნივთიერება არის ღვთიური!
დროის ქსოვილზე მყვირალ ლაქებით,
წიგნში და ფიქრში ამაოდ ნაქები.

დროის ისრებმა ქალ-ვაჟის იერით,
ცეკვა დაიწყეს ვნებით ძლიერი.
დევნით და ხვევნით ზებიწიერით,
შემოდის ლხინი ზემიწიერი.

რა ლამაზია სიცოცხლე დილის,
ვით როკვა სისხლის დიდმარხვის შემდეგ,
როს ანთებული წყურვილის კვირტით,
არ ემალები მოქცევის შედეგს.

როს ფითრ ღიმილით მთვარეულისა,
მდორე ნაბიჯის მძაფრი შეგრძნებით,
უსაზღვრო სივრცეს სიყვარულისას
იმორჩილებ და ემორჩილები.

როცა ბალიში ისევ თბილია,
შენ კი მეტროში მგრგვინავ ბაქანზე,
თვალების ჭუტვით ხელი გივლია
ჯიბრზე განასკვულ ნაზ ყელსაბამზე.

უსუსურობა მაშფოთებს ჩემი,
როგორც დიდ მოცარტს – თვის “რექვიემი”!
აღარც სიმები და აღარც ხემი.
თითქოს არ არის სიცოცხლე ჩემი.

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,088 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: