ჩემი სიზმრები

სიზმარი – 29.08.2010


ვწევარ პირაღმა, ხისტად და დაძაბულად ვსუნთქავ, ვახველებ და პირიდან პატარა-პატარა პორციებით ვაშხეფებ წყალს… მთელი სხეული კონვულსიურად ილეწება და თხემი ძლიერად ეჯახება დაკეპნილ ქვიან ნიადაგს. წყალთან ერთად ტუჩებიდან პრეისტორიული, მხეცური ღრიალი ამომდის, ხოლო თვალებიდან ცრემლების მდინარე მოსჩქეფს. თითქოს ვცდილობ მთელი ეს ახლადგანცდილი საშინელება გულიდან ამოვირეცხო და ამოვანთხიო…
თითქოს ეს წყალდიდობა ვერაგულად შემოიპარა გულ-მუცელში. როგორც დაუნდობელმა მჟავამ ამოჭამა ორგანოების ზედაპირი და ამოწვა ყველაზე ლამაზი და ძვირფასი, რაც შიგნით მქონდა. და ამიტომ მინდა (თუმც უკვე სურვილი კი  არა ცხოველური ლტოლვები-ღა დამრჩა) ეს დასახიჩრებული ორგანოები, რომლებიც სტიქიამ დამიზიანა, გავატანო გოლიათური ტალღებს და დავრჩე უბრალო თიხა გადატანილი გრძნობების, დანაკარგების და მოგონებების გარეშე. თითქოს არაფერი არ ყოფილიყოს, მით უმეტეს ტკბილი და სასიამოვნო. სადღაც ფიქრს შლეიფში შეუმჩნევლად გასდევს შეგრძნება, რომ უნდა გავიღვიძო, გავიღვიძო, გავიღვიძო და წყალი, რომელიც ასე მიყვარს და მძულს საერთოდ აღარ იქნება.
ნუთუ წყალი შესაძლოა ქცეულიყო ბოროტებად? ნუთუ წყალი შესაძლოა ქცეულიყო ბოროტებად? ნუთუ?
ახლა რაღაც კუნძულისმაგვარ ხმელეთის მომცრო ნაწილზე ვწევარ და ტირილი, სასოწარკვეთილება, მარტოობა და ახდენილი კოშმარის შეგრძნებები აფეთქებს გულ-მკერდს. მითხრეს, გადამხდა, შემომანარცხა. წყალდიდობამ არ დატოვა არაფერი ირგვლივ…
წყალდიდობა და არარსებული ქალაქი ხშირად არის ჩემი სიზმრების ცენტრალური თემა. ტალღები, წყლით დაფარული ქუჩები, უკიდეგანოდ გადავარდნილი მდინარეები, მოულოდნელი წყლის ხაფანგები და ზამბარისებური მორევები, სახლში მომწყვდევა და უცნობების გავეშებული ყვირილი, რომ ყველგან წყალია და ჩვენ გამოსავალი აღარ გვაქვს, დატბორილი სარდაფები და სხვა… წყალი გახდა ჩემი სიზმრების აუხსნელი საიდუმლო. ხშირად ვხედავ, როგორ ვდგავარ ერთ გოჯ მიწაზე და მთელი სამყარო დატბორილია წყლით და მხოლოდ მე ვარ გადარჩენილი. ამასთან ეს ერთიბეწო კუნძული ნელ-ნელა იშლება, რამდენიმე წამში ერთხელ მას სწყდება მოზრდილი გორახი მიწისა…
ხან ვხედავ საკუთარ თავს თოლიად ჩაძირული ქალაქის თავზე. ხან იმას, როგორ ჩნდებიან მდინარეები იქაც, სადაც ისინი არ ყოფილან და თავისი დინებით ქმნიან ქალაქის ახალ განლაგებებს, უცნაურ არქიტექტურას, ციხოვან კედლებს. ის მივეჩვია დატბორილ მინდვრებს, დაჭაობებულ სივრცეებს, წყლის უეცარ შემოტევას იმ ადგილზე, საცა ვდგავარ ხოლმე… წყალი უხეშად და მოღალტეურად სარგებლობს ჩემი ნდობით.
…ახლაც ვბრუნდები ალაზნის ველის გავლით სახლში. „მარშრუტკიდან“ ვამჩნევ, რომ ალაზანი თანდათან გადმოდის ნაპირებიდან. წინ დიდი ხიდია, რომელიც უნდა მოვასწროთ და გავიაროთ, სანამდე წყალი დაგვეწევა და წაგვიღებს. უნდა მოვასწროთ რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ, სანამდე წყალი დაიპყრობს არემარეს. წყალი გვერდებიდან გვიტევს და თითქოს ცდილობს მარყუჟში ჩაგვკეტოს. საფეთქლები ბობოქრობს სიტყვით „ჩქარა-ჩქარაააააააააა!“. მგზავრებმა ვიცით, რომ ეს ერთადერთი შანსია. წამიც და ჩვენ ვასწრებთ წყლით მსუბუქად დაფარულ ხიდის საფარზე გადასრიალებას.
ალაზანი ემსგავსება მდევარს და არ ჯერდება ამ პატარა გამარჯვებასაც. ხიდი მისია, მაგრამ ჩვენ მივიწევთ უფრო მაღლა… ჩვენ მივდივართ და ალაზანი  მოჰქრის. თითქოს მთელი კავკასიონი დაირაზმა ჩვენს შესაპყრობად.
ჩვენ ავდივართ კლდოვან, ჩვენს წინაშე ზეაღმართულ მთაზე… „მარშრუტკით“. არაფერი არ მიკვირს, როცა სიკვდილს ებრძვი სასწაულები ჩვეულებრივ ამბებად იქცევა. ელავს აზრი, თითქოს ვიღაცას უკვე გადახდენია ასეთი რაღაც და მომავალი უბედურებების ასაცილებლად კლდეში გამოკვეთა ერთი სამანქანე გზა. ასეთი გზა არასოდეს მინახავს, მთელი ბილიკი თუ გზა ქვიანია, მოაჯირიც კი მონოლითური ქვა არის. ერთ მთლიან ქვაში ადის უღელტეხილი… მაგრამ მწვერვალამდე გზა ძალიან ვიწროვდება. ეტყოდა უცნობ ხუროს არ ეყო ძალები. „მარშრუტკა“ ვეღარ გაეტევა…
ჩვენს წინაშე ციცაბო აღმართია და საცალფეხო ბილიკი. გადარჩენილი მგზავრები ჩამოვდივართ და ვაწვებით მანქანას, როგორც სიზიფე, მერე ხელით მიგვაქვს „მარშრუტკა“ მწვერვალისაკენ.
პანიკა იმდენად ძლიერია, რომ არავინ აქცევს ყურადღებას – ჩვენ დიდი ხანია მოვწყდით წყალს. მდინარის სამანებს თვალი არ სწვდება, მაგრამ ჩვენ ღრმად ვართ ფიქრების წყვდიადში…

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 143,695 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: