ჩემი სიზმრები

სიზმარი – 21.09.2008


განათებული, ბრჭყვიალა სუპერმარკეტი. ძალიან უცხო და რაღაც ნაცნობი. ცარიელი და თავისი სიცარიელით მყვირალი, სინათლის და შეუმჩნეველი ჩრდილების ენით. შემთხვევითი ადამიანები იყურებიან დაბნეულ-გაოგნებულები, თითქოს კითხულობენ: „როგორ შეძლო ადამიანმა ამდენი სინათლის შექმნა?“ მართლაც, ამდენი სინათლე ცოტა ძნელი წარმოსადგენია თუ ხელეწიფებოდა ერთ გონებას მოსააზრებლადა და განსახორციელებლად.
ვაკვირდები წარწერებს, და საიდანღაც მებადება აზრი, რომ სასტუმროზეა მიბმული ეს სუპერმარკეტი (რამდენიმე წელიწადში მსგავსი ოდესაში ვნახე).
კონსულტანტი-გოგონები გაშეშებულები უყურებენ მონიტორებს. მივდივარ ერთ-ერთ მათგანთან და ვცდილობ გავარკვიო რა თანხა მაქვს საკრედიტოზე, რადგან მინდა ბარათი დეიდას დაუტოვო.
იქმნება სადაო სიტუაცია, კონსულტანტი მოთმინებით ამოწმებს ჩემს მიერ შეძენილი საქონლის ჩეკებს. ანგარიშები სავსეა შეცდომებით, ან ჩემთვის უცნობი შენაძენებით. მერე ვიღაც იძახის  „ბარათი არ არის რეგისტრირებული“. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს…
მერე მახსოვს რაღაც საფეხურები, ჩავრბივარ დაბლა სართულზე – სუპერმარკეტი დაკეტეს. მითხრეს – „შესვენების გამო“ – მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ჩემმა სკანდალურმა გამოსვლამ პერსონალში ალიაქოთი და პანიკა გამოიწვია…
სიუჟეტი გადადის რაღაც მრავალტერასიან სახლზე, რომელსაც ერთ მხარეს აქვს სრულიად ციცაბო დამრეცი კედელი. სახლი, ფაქტობრივად, წარმოადგენს პირამიდას. ნაგებობის ერთი მხარე ჯოსერის პირამიდას ჰგავს (ცისკენ მიმავალი საფეხურები-ტერასები). მეორე კი – ბრტყელია და მასზე, პირამიდის წვერიდან წყალი იშლება თხელ ფენად და ეშვება ქვემოთ გაკეთებულ დიდ შადრევანში.
უცებ ვხედავ როგორ აგდებს ვიღაც ჩემს ორ ლეკვს (საიდანღაც ვიცი, რომ ჩემი ლეკვები არიან) ტერასებიდან დაბლა. ლეკვები ვარდებიან სახლის მწვერვალიდან და ყრუდ და გულისგამგირავად ეხეთქებიან თითოეულ ტერესას, აიწევიან ჰაერში და მერე ისევ მოფრინავენ დაბლა მომდევნო ტერესაზე. ერთი ლეკვის ვარდნა იწვევს ქვათა ზვავს, მეწყერს. შემდეგ წამს ვხვდები, რომ ეს ჩემი ბრალია. ჩემი გიჟური ნაბიჯები ისეთ რეზონანსს ასიგრძეგანებს, თითქოს მთელი დედამიწა გუგუნებდეს. გავრბივარ,  რომ შევაჩერო ამ არსებების სიკვდილი… გადავარჩინო…
ბოლოს ვარ ბავშვობის სახლში და ჩემს წინაშე დორა წევს. მივდივარ, მომაქვს მისთვის საჭმელი. მოულოდნელად მას აგონია ეწყება, კონვულსიურად ფართხალებს, ფეხებს წელავს, მისი მუცლიდან მთელი მოცულობით გამოდის გულის ფორმის რაღაც უცნაური შინაგანი ორგანო. დორა კარგავს გონებას და კვდება. მისი თათი ჩემს ხელშია და ძაღლი საბოლოო ხუჭავს თვალებს…
ამ სცენის შემდეგ მოდის დეიდა. ვსაუბრობთ და ვპირდები ჩავიდე მათთან, ვიშოვო სამსახური და ცოტა ხანს იქ ვიცხოვრო. მას უხარია და მეც ვიწერ სახლის ტელეფონის ნომერს. ციფრებში ფიგურირებს 33 ან 66, ზუსტად აღარ მახსოვს. ვცდილობ დავიმახსოვრო ეს ნომერი…
მეღვიძება და მახსენდება რომ 33 წლის ვარ…

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: