მოთხრობები (2006 - 2015)

სამოქალაქო განათლებიდან – „ზომბობანამდე“


საკუთრების ფორმების გარდასახვა იწვევს სოციალურ-პოლიტიკური ფორმაციების ჩანაცვლებას. ამ ჭრილში შენი აზრით, ლევან, რატომ დაიწყო კაცობრიობამ ტოტალური გადასვლა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე?
–                     ჰაააააა? რააა???
–                     აი, რატომ შეიცვალა ფეოდალიზმი კაპიტალიზმით? რატომ გადავიდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ერთი სოციალურ-პოლიტიკური წყობილებიდან მეორეზე?
–                     ჰმმმმმ…. ეგრე იყო საჭირო და მაგიტო!
–                     მაას, შევარდნაძე უდიდესი პოლიტიკოსია, თქვით-რა, მასწ… იმიტომ რომ შეინარჩუნა და გადაარჩინა საქართველო!
–                     კაი, გასაგებია. აბა რა არის ვინ დააკომენტარებს შემდეგი სლაიდის გამოთქმას – „ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ“. „ჰომო“ – ნიშნავს…?
–                     ადამიანი…
–                     კარგია… „ლუპუს“, მე გეტყვით, ალბათ, არ გეცოდინებათ, რომ ნიშნავს მგელს. აბა რა გამოდის?
–                     მე ვიტყვი, მასწ!
–                     აბა…
–                     ადამიანი – მგელია!
–                     ისემც რა გითხარით! ადამიანი ადამიანისათვის მგელია! ლათინური გამოთქმაა. აბა დამიკომენტარეთ… რას ნიშნავს?
–                     ანუ, ეს ნიშნავს, რომ… ადამიანი ადამიანისათვის მგელია.
–                     რა ბრწყინვალებაა გონის!
–                     მგელი, მასწ, ბუნების სანიტარია! ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან წმენდავენ გარემოს! ანუ მგლობა კარგია და ადამიანების ერთმანეთის მიმართ მტრობაც…
–                     საწყალი, პლავტუსი, რაღა ვთქვა, მისი სული გაოგნებული ბობოქრობს საიქიოში…
–                     მასწ, თქვენ იცით, რომ ამერიკის კონსტიტუციაში მხოლოდ 1920 წელს შევიდა ცვლილება და  ქალებს მისცეს უფლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა? ან რა ძალა ედგათ, მასწ?
–                     მერე?
–                     ჰოდა, ქალები მაშინ რა უუფლებოები იყვნენ…
–                     გლახო, რას მეტყვი, ჩვენ დემოკრატი ერი ვართ თუ უფრო მემარჯვენეობისაკენ ვიხრებით? რა არის ჩვენში მეტი – ლიბერალიზმი თუ ტრადიციონალიზმი? თავისუფლებების დამკვიდრებისაკენ სწრაფვა თუ ღია ნაციონალიზმი? ბიჭო, მიპასუხე რა ჩამაშტერდი?… რა არის ქართული ღირებულებების შკალისათვის დამახასიათებელი – პოზიტიური-დემოკრატიული ღირებულებები თუ რეაქციულ-დესქტრუქციული?
–                     …. რრააა გგიიიინდაააა???!
–                     მე რა მინდა? გეკითხები რას იტყვი ჩვენს საზოგადოებაზე?
–                     მოიცა, მასწ, მოდით სოფლის ერთ-ერთ დღეობაზე ფლეშ-მობი გავაკეთოთ. მაგალითად, ზომბების შემოსვლა. აი, გლახოსაგან კაი ზომბი დადგება…
–                     ანუ?
–                     მასწ, მოდით ფიროსმანობაზე გავაკეთოთ „ზომბობბანა“.
–                     რა?
–                     ზომბების ჯგუფი შემოვიდეს ხალხთან… წარმოიდგინეთ რა დაემართებათ! მოდით დავდგათ ეხლავე… აბა დავდგეთ, ბავშვებო, მოდი ნუ ზიხართ!
–                     და ამით გინდათ აჩვენოთ, რომ თავისუფალი საზოგადოება ხართ?
–                     აბა რა?! მასწ, წარმოიდგინეთ შემოდის 30 ბავშვი სხვადასხვა მხრიდან და ზომბები, ჩატახილი მოძრაობები, თევზივით ამოტრიალებული თვალები, სისხლები და დორბლები და… მართლა-რა, არავის არ უნდა მოგვეხათროს!
–                     მოდი ეხლა რიგრიგობით გავივლით რეპეტიციას, მერე მერესი იყოს! მოდი-რა! წავიდა ზომბობანა!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: