პოეზია...

თქვენ, ალბათ?..


თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ვინც ამტკიცებს, რომ ბედნიერება კერძო საკუთრებაშია! დალიეთ, დალიეთ! ყავა გაგიცივდათ!
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ვინც ცხოვრებას ექსტერნად ამთავრებს?
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი უნდა იყოთ, სათქმელს სხვანაირად რომ ვერ ამბობს?
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ვინც წიგნებს ინტერნეტში კითხულობს თვითკმაყოფილებით?
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ვინც მტკნარი არსებებით ტვირთავს თავის წუთისოფელს?
თქვენ, ალბათ ერთერთი იმათგანი ხართ, ვინც მთელი სიცოცხლე აზუსტებს სათქმელს?
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, თავს რომ გველის პერანგივით იცვლის და იქვე კარგავს? და მერე ეძებს გონებადაბინდული მთელი ცხოვრება.
თქვენში იჭედება, ალბათ, სიყვარული… ეჭვების გრდემლზე?
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ვისშიც სულის ტკივილი კიაფობს ლეღვის ფოთლებით?
თქვენ ერთერთი იმათგანი უნდა იყოთ, ვინც გრძელი სიტყვების გამოყენების მომხრეა? სა-სო-წარ-კვე-თილება, მაგალითად!
თქვენ, ალბათ, არ გიყვართ მამაპაპური ბაკები?
თქვენ უნდა გძულდეთ ვივისექტორები, უსექსესოდ გამრავლებული ადამიანები და ავანგარდი!
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ვისაც ატონალური პასუხები და მუსიკა უყვარს!
ჰო, ზუსტად, თქვენ, ალბათ, ისა ხართ, ვინც ყვირის: ”ყურადღება! ყურადღება!” ხელოვნებაში არაფერი ახალი არ იქმნება! კაცობრიობა განწირულია! ყველა ადამიანი მარტოსულია!!! ვილაპარაკოთ სუფთა ქართულით!
თქვენ, ალბათ, ერთერთი იმათგანი ხართ, ღმერთს რომ ბედნიერებაზე ევაჭრება და მერე ამას რწმენას უწოდებს!
თქვენ ალბათ ერთერთი იმათგანი ხართ, ვინც… ბრძანებს: “ჰიგიენა ყველგან და ყველაფერში! ჰიგიენა სხეულის, სულის, აზრის და მეტყველების!!!”
თქვენ, ალბათ, ყველა მამაკაცში შანსს ეჭიდებით მეტ-ნაკლებობით!!!
და აქ… ჩვენი საუბარი უეცრად დამთავრდა… მას  მოსწყინდა ჩემი ირონია.
ყავის ჭიქაზე გაცნობილი ქალიშვილი ნალექის ლაბირინთში მიიმალა…

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “თქვენ, ალბათ?..

  1. ერთს დავამატებდი
    ,,შენ ალბათ ერთ-ერთი იმათგანი ხარ,ვინც თვლიის,რომ ერთ-ერთი იმათგანი არაა”

    Posted by შემოდგომისფერი | სექტემბერი 6, 2012, 9:27 AM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: