მოთხრობები (2006 - 2015)

ვინ არის პასუხისმგებელი?


ვინ არის პასუხისმგებელი? 

სისხლი, სისხლი, სისხლი და არარაი სისხლის გარდა.
ღალატი, ღალატი, ღალატი და არარაი ღალატის გარდა.
სიბნელე, სიბნელე, სიბნელე და არარაი სიბნელის გარდა.

საქართველოს უახლესი ისტორია

ადამიანებო, რომლებიც თავს ქართველებად თვლით ან ქართველად ასაღებთ,
მიპასუხეთ:
ვინ არის პასუხისმგებელი 9 აპრილის სიხსხლიან ღამეზე?
ვინ არის პასუხისმგებელი მერაბ კოსტავას უდროო სიკვდილზე?
ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის ომის ჯოჯოხეთზე?
ვინ არის პასუხისმგებელი სამაჩაბლოს დაკარგვაზე და იქ დაღუპულ და დასახიჩრებულ ვაჟებზე, სახლებიდან გარეკილ ბავშვებზე, ქალებზე, მოხუცებზე, გაუბედურებელ ოჯახებზე?
ვინ არის პასუხისმგებელი ათასობით დაყაჩაღებულ, დასერილ თუ აკუწულ, ბნელ კუთხეებში თუ ქუჩებში, მუხანათური დანით დაკლულ და დახვრეტილ ადამიანებზე?
ვინ არის პასუხისმგებელი ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე? ვინ?
ვინ არის პასუხისმგებელი აფხაზეთის ომზე? ასი ათასობით ლტოლვილზე, მათ დახეიბრებულ ფსიქიკაზე?
ვინ არის პასუხისმგებელი აფხაზეთში ათასობით, ვიმეორებ, ათასობით განადგურებულ ქართველზე, მეომარზე თუ მშვიდობიან მაცხოვრებელზე, ვისაც ჩვენზე არანაკლებ სწყუროდა სიცოცხლე?
ვინ არის პასუხისმგებელი გია ჭანტურიას მკვლელობაზე?
ვინ არის პასუხისმგებელი შეკვეთებით დახოცილ მრავალ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეზე? ვინ?
ვინ არის პასუხისმგებელი ერის გამაიმუნებაზე?
ვინ არის პასუხისმგებელი ნაწამებ და გაბანძებულ ქართულ სულზე?
ვინ არის პასუხისმგებელი შეჭმულ მილიარდებზე და ერის მათხოვრად გადაქცევაზე?
ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს საქართველოს პოლიტიკაში “სუფთა” ხალხი თითქმის აღარ არის?
ვინ არის პასუხისმგებელი, რომ საცდელ ცხოველებად ვიქეცით? რომ გვაპამპულავებენ ათასი იდეებით, პუტჩებით, რევოლუციებით, “მხსნელებით” და ჩვენი ღირსებით თამაშობენ, როგორც მოეპრიანებათ, და ვაი რომ ვინ?
ვაი რომ არა მტრები!
ვინ არის პასუხისმგებელი სასიამოვნო შიშზე, საშუალო შიშზე, სასტიკ შიშზე, რომელიც მეფობს ქვეყანაში?
ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მელები წერენ მემუარებს და ვაჟკაცებს საცირკოდ წვრთნიან?
ვინ არის პასუხისმგებელი იმ უნუგუშო ტკივილზე, რომლითაც სავსეა ქართველი?
ვინ არის პასუხისმგებელი დაუნდობლობაზე, რომლითაც სავსეა ქართველი კაცი?
ვინ არის პასუხისმგებელი ათას საზიზღრობაზე, რასაც უახლოეს მერმისში გვიმზადებენ გ-ა-ნ-რ-ი-გ-ი-თ?
რა თქმა უნდა რომ არ ვიცით! არ ვიცით! და არც გვინდა გავიგოთ!
სანამ არ გვეცოდინება და სანამ ასეთი უსუსურები, “ყველაფრისმცოდნენი” ვიქნებით, არ აგვცდება მომავალთაგან გვემა და ლანძღვა, რადგან განწირულნი ვიქნებით მოჯადოებულ წრეში ვიკრუნჩხებოდეთ და ვბორგავდეთ.

11/06/2006

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: