თქვენთვის საინტერესო კითხვები

კითხვა:

გამარჯობათ! ძალიან მჭირდება რჩევა. 5 წელია რაც დაოჯახებული ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის ნორმალური უquestion mark with speech bubles, vector on the abstract backgroundრთიერთობა გვქონდა. არასდროს სერიოზული კონფლიქტი არ მომხდარა ჩვენს შორის. რამოდენიმე თვეა რაც სულ უხასიათოდ არი სულ გაღიზიანებჯლია თითქოს ერთგვარი დეპრესია აქ. ვიფიქრე ოაიმე პრობლემა ხო არ ააქვს და ვერ ამბობსთქო. სწორედ ამის გაგების მიზნით ვთხოვე სოციალური ქსელის პაროლი( რადგან მობილურში არასდროს ტოვებს შეტყობინებებს) მიზეზად რაღაცის გადამოწმება მოვიგონე და ჩემდა საუბედუროდ წავაწყდი ვიგაც გოგოსთან გამართულ დიალოგს მართალია რაღაც ფრაგმენტების სახით იყო და ბევრის არაფრის მთქმელი მაგრამ მაინც საკმაო ეჭვსაღძრავს. რათქმაუნდა ვერ მოვითმინე და ვკითხე და საკმაოდ აგრესიულად აქეთ შემომიტია და ყველაფერი იუარა. არ ვიცი როგორ მოვიქცე ეჭვებშიც რო ვერ ვიცხოვრებ ფაქტია. ამასთან გვყავს 4წლის შვილი და არც ის მინდა ასე ერთი ხელის მოსმით დავანგრიო ყველაფერი. გთხოვთ მირჩიეთ რამე. მადლობა წინასწარ!

პასუხი:

თქვენ უნდა კარგად გააცნობიეროთ, რომ კალენდარზე 2014 წელია და არა 1714. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანური, სქესობრივი, გენდერული ურთიერთობები არათუ შეიცვალა, არათუ უბრალოდ სხვანაირი გახდა და უკვე სულ სხვა სტატუს-ქვოსთან გვაქვს საქმე. ადამიანური ურთიერთობები პერმანენტულ, სწრაფ და ხშირად ამ დროების ადამიანისათვის სრულიად გაუგებარ გარდასხვაშია და ჯერ კიდევ კაცმა არ იცის სადამდე მივალთ. ამიტომ თქვენი პოზიცია, როდესაც საუბარს იწყებთ რაღაცის დანგრევაზე, უკვე ნიშნავს, რომ თქვენ სულგრძელი, ძლიერი, წინდახედული, მოაზროვნე, განათლებული და ა. შ. ადამიანის თვალით კი არ უყურებთ ამ პროცესებს, არამედ თქვენში ლაპარაკობს შუა საუკუნეების თემური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი, რომელსაც „ან ეს, ან ეს“ წარმოდგენა მართავს. შეეცადეთ ყველაფერი გონების კონტროლის ქვეშ მოაქციოთ – გაიაზროთ მიზეზები იმისა თუ რატომ შეიცვალა თქვენი მეუღლე, რა პრიორიტეტები აქვს, რა მოტივები ამოძრავებს, რა ხასიათი აქვს, რა წინააღმდეგობებს ხვდება თქვენიდან, ყოფიერებიდან, რას ვერ იკმაყოფილებს, პირადად თქვენ რას ვერ უკმაყოფილებთ, რას აძლევთ ჭარბად (ანუ ბოლო ჯამში მაინც იწვევთ მის უკურეაქციას!) და ა. შ.

შეაგროვეთ თქვენი თანატოლების, გათხოვილი ქალების მოსაზრებები და გამოცდილება ამ საკითხებთან დაკავშირებით, გაეცანით პოპულარული ენით დაწერილ წიგნებსა და სტატიებს ქალ-ვაჟური კომუნიკაციების თაობაზე, გაიარეთ კონსულტაციები ფსიქოლოგებთან, სექსოლოგებთან. ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ქორწინებაში, როგორც მინიმუმ (!) ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს მეტად დახელოვნებული პრაქტიკოსი “ფსიქოლოგი”. სხვანაირად გექნებათ ის, რასაც ვხედავთ დღეს მასობრივად:

  • ქორწინების ფასადს ამოფარებული ერთად მცხოვრები ქალი და მამაკაცი, სადაც ნაკლებად წარმატებული პარაზიტირებს მეტად აქტუალიზირებულსა და ცხოვრებისეულად ეფექტურზე და მის რესურსებზე;
  • ოჯახი ხდება ქალისა და მამაკაცის, აგრეთვე ბავშვების „დანგრევის“, ფსიქოლოგიური დამახინჯების და დაკომპლექსების უმთავრესი ადგილი. რა თქმა უნდა, ოჯახი სწორედ სახელმწიფო დაკვეთას ასრულებს – “აწარმოებს” ხელისუფლებისათვის სასურველ პროდუქციას კოდური სახელწოდებით “მოქალაქე”.

დაიმახსოვრეთ – გარშემომყოფთა და საერთოდ გარემოებების მართვა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის მართვის ხარისხის ამაღლებით, საკუთარი პიროვნების დახვეწით.

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: