დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა

your-questionsძვირფასო მეგობრებო!

დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები პრაქტიკული ფსიქოლოგიის, გადაუჭრელი ცხოვრებისეული სიტუაციების, მტკივნეული პრობლემების, გადაწყვეტილებების შესახებ და მიიღეთ პასუხები, რჩევები, კონკრეტული და ქმედითი რეკომენდაციები გამოცდილი კონსულტანტისაგან.
კითხვის დასმა შეგიძლიათ ამავე გვერდზე, კომენტარის სახით; აგრეთვე ფეისბუქის გვერდზე “ლიდერის გზა”. დააკლიკეთ ღილაკს „Message” (მარჯვენა მაღალ კუთხეში), შემდეგ აკრიფეთ კითხვის ტექსტი (სასურველია ქართული შრიფტით, “უნიკოდით”) და გამოგზავნეთ.
შეგიძლიათ აგრეთვე ისარგებლოთ ბმულით:
თქვენს მიერ დასმული პასუხგაცემული კითხვა მალევე განთავსდება აქვე, ბლოგზე, რუბრიკაში “თქვენთვის საინტერესო კითხვები”, გვერდზე „ლიდერის გზა“, ამასთანავე კითხვის ავტორის ვინაობა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაფარული იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!

დისკუსია

15 thoughts on “დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვა

  1. გამარჯობათ. ჩემს მეუგლეს დაუდგინდა შფოთვითი ფობიური აშლილობა. დიაგნოზის დასმამდე რამოდენიმეჯერ სიტყვიერი ჩხუბი მოგვივიდა , რის შემდეგაც გაუჩნდა ჩემს მიმართ შიში და დანახვა აგარ უნდა ჩემი. მე საზგვარგარეთ ვარ , თვითონ კი საქართველოშია და მეუბნება რო ჩამოვალ ერთად აგარ ვიცხოვრებთ აგარ მიყვარხარ და დრო მჭირდება რომ გავერკვეო… ერთი თვეა რაც ერთმანეთისგან შორი-შორს ვართ. გვყავს 4 წლის შვილი და გვაკვს 7 წლიანი ქორწინება. მთელი ეს პერიოდი ხმამაგალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, სიყვარულში და სიტკბოში გავატარეთ ეს დრო, მაგრამ ეხლა…. გთხოვთ მირცჩიოთ როგორ მოვიქცე რომ ჩემი შიში გაუქრეს, დაუბრუნდეს ჩემი სიყვარული და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ჩემს გვერდით. წინასწარ უღრმესი მადლობა რჩევისთვის.

    Posted by mamu77 | August 14, 2014, 2:30 pm
    • Gamarjobat,ese mitxres ,,me zalian damexmara kargi rchevebi momca”obda imedia mec damexmareba tqveni rchevebi. Eseigi otxi tbis winat moviwamle da vidat gavxvdi im dgis shemdeg mgonia ro raimes ro shevcham xudat gavxdebi da meshinia zalia, maqvs iseti gancda ro ragaca mchirs,yvela meubneba nervozi gaqvso geshinia cudat ar gaxdeo magram ravici aba,ratomgac mgonia ro rame momiva, ert welshi qorwili maqvs gmerts madloba sheyvarebultan kargi urtiertoba maqvs magram meshinia ro es bedniereba didxans ar gagrzeldeba ragaca momiva da arc qorwili meqneba da arc imis nedniereba ro mastan ertad bicxovro ar vici ra mouxerxo tavs,eqimtan viyavi araferi ar gchiro ese mitxres ubralod nerviulobo,tqvenc mirchiet rame ro es sikvdilis shishi momexsnas,ar vifiqro yoveltvis cudze zalian gtxovt

      Posted by ლინდა | October 12, 2016, 9:32 pm
  2. roca mobilizebuli var dzalian kargad var pxizlad urtiertobebic normaluri maq magram titqos zogjer tavisit vitishebi vimorcxveb vplavdebi mere uceb vacnobiereb yvelapers da titqos gamwarebuli gonze movdivar arvici es raaris da arminda memartebodes.madloba

    Posted by madi | September 5, 2014, 10:28 pm
  3. პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდასთან დაკავშირებული პრობლემებია. „შინაგანი დიდი“ ჯერჯერობით იმდენად ძლიერი და ჩამოყალიბებული არ არის, რომ აკონტროლოს „შინაგანი ბავშვი“, რომელიც დროდადრო საბოტაჟს აწყობს. გაარკვიეთ რა უნდა თქვენს „ბავშვს“ და ეცადეთ მისი ინტერესებიც გაითვალისწინოთ. აქ საჭიროა გარკვეული ფსიქოთერაპიული ტექნიკები, რომ შინაგან პროგრამა-წარმონაქმნს, „ბავშვს“ აუხსნათ, რომ მისი ყოფაქცევა სახალისო და კარგია სხვა დროში, სივრცეში და ვითარებაში, ხოლო ახლა, ამ საზოგადოებაში კი – თქვენი პიროვნებისათვის ზოგადად წამგებიანი და დამანგრეველია. რეგულარულად აწარმოეთ “ცხოვრებისეული ჩანაწერებისა და ანალიზის დღიური”, რომლის მეშვეობით თქვენს პიროვნულ ნაწილებთან გექნებათ კონტაქტი.
    და, რაც მთავარია, ეს მაინც აუცილებლად გააკეთეთ და არ გადადოთ, თორემ სხვანაირად კვლავ გააგრძელებთ წუწუნს, დროდადრო გათიშვას, ამგვარი კითხვების სხვა ფსიქოლოგებისათვის დასმას და “გვეშველება რამე?”-ზე ფიქრს. C’est la vie!

    Posted by sosomikeladze | September 8, 2014, 5:53 pm
  4. გამარჯობა, რამდენიმე ხანია რაც აგმოვაჩინე რომ ნებისმიერი საქმისგან, მეგობრისგან, არა აქვს მნიშვნებლობა რა ან ვინ იქნება ყოველთვის ცუდს ველოდები, მესინია თითქოს იმედგაცრუების და წინასწარ ვამზადებ საკუთარ ტავს ცუდისთვის, სესაბამისად სულ უარყოვითი განცდები მაქვს,რომელიც ჩვევაში გადამეზრდა, შემაცუხებელი გახდა, არ ვიცი საიდან უნდა დავიცყო რო შევცვალო რაღაცები, რა შეიზლება რო მირჩიოთ, მადლობა .)

    Posted by taaa | October 20, 2014, 5:35 pm
  5. სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ტიპიური სინდრომია, რომლის სიმბოლური და პირდაპირი შეგრძნებების შემდგომი ტრანსლირება (გადაცემა) ხდება ცხოვრების დანარჩენ სფეროებზე და ყველაფერი ერთბაშად ნაცრისფრად და უღიმღამოდ გეჩვენებათ. გამოსავალი თავისთავადი და ბუნებრივია: მოძებნეთ პარტნიორი, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, სულიერი და ფიზიკური თავსებადობა გექნებათ, დადებითი ემოციების მთელი კომპლექსი წამოვა თანაცხოვრებისაგან. ნუ ელოდებით დროს, როდესაც უფრო მიმზიდველი იქნებით, „30 წლის“ გახდებით, ნებართვას ან კურთხევას აიღებთ სასულიერო პირისაგან, გეწვევათ ფერია/პრინცი ან მეწყვილედ თავისით გეახლებათ ვინმე იდეალური არსება და ა. შ.
    თუკი პარტნიორი გყავთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მაინც არ არის სექსუალური დაკმაყოფილებულობის გარანტია. დაკმაყოფილებისათვის საჭიროა პარტნიორთან მჭიდრო ემოციური-ინტელექტუალური და ფიზიკური სიახლოვის გრძნობის არსებობა, რაც მიზანმიმართული პიროვნული ზრდის და ფსიქო-ფიზიოლოგიური პრაქტიკებით მიიღწევა.
    რატომ ვამახვილებ ყურადღებას სექსზე? პასუხი შეიძლება თქვენთვის ისედაც ცნობილი იყოს. სექსი, ისევე როგორც საკვები და ფიზიკური კომფორტი (სითბო, დაცულობა-უსაფრთხოება) არის ადამიანის უპირობა საჭიროება/მოტივაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად სანამ თქვენ, მაგალითად, ძლიერი შიმშილი გაწუხებთ, თქვენ ნაკლებად გადარდებთ თვითრეალიზაცია, ხელოვნება, ფილოსოფია, სულიერება, სხვისი აზრი თქვენს შესახებ და ა. შ. მხოლოდ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების შემდეგ თქვენ შეიძლება საკუთარი ძალები და მოტივები, შინაგანი ფსიქიური რესურსები სხვა მოტივების განსახორციელებლად გადაანაწილოთ – გარშემომყოფებთან ურთიერთობა, საქმე, ბიზნესი, პოლიტიკა და სხვა. გაიხსენეთ თქვენი მდგომარეობა, როდესაც ძლიერი შიმშილი გაწუხებთ: თავის ტკივილები, სისუსტე, აპათია, დათრგუნულობა, ფეთქებადობა და სხვა. ჩათვალეთ, რომ პრაქტიკულად იგივეა სექსთან დაკავშირებითაც – ბიოენერგეტიკულ დონეზე სექსი ხომ იგივე ენერგეტიკული „საკვების“ ფუნქციას ასრულებს.

    Posted by sosomikeladze | October 20, 2014, 11:00 pm
  6. გამარჯობათ! ძალიან მჭირდება რჩევა. 5 წელია რაც დაოჯახებული ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. არასდროს სერიოზული კონფლიქტი არ მომხდარა ჩვენს შორის. რამოდენიმე თვეა რაც სულ უხასიათოდ არი სულ გაღიზიანებჯლია თითქოს ერთგვარი დეპრესია აქ. ვიფიქრე ოაიმე პრობლემა ხო არ ააქვს და ვერ ამბობსთქო. სწორედ ამის გაგების მიზნით ვთხოვე სოციალური ქსელის პაროლი( რადგან მობილურში არასდროს ტოვებს შეტყობინებებს) მიზეზად რაღაცის გადამოწმება მოვიგონე და ჩემდა საუბედუროდ წავაწყდი ვიგაც გოგოსთან გამართულ დიალოგს მართალია რაღაც ფრაგმენტების სახით იყო და ბევრის არაფრის მთქმელი მაგრამ მაინც საკმაო ეჭვსაღძრავს. რათქმაუნდა ვერ მოვითმინე და ვკითხე და საკმაოდ აგრესიულად აქეთ შემომიტია და ყველაფერი იუარა. არ ვიცი როგორ მოვიქცე ეჭვებშიც რო ვერ ვიცხოვრებ ფაქტია. ამასთან გვყავს 4წლის შვილი და არც ის მინდა ასე ერთი ხელის მოსმით დავანგრიო ყველაფერი. გთხოვთ მირჩიეთ რამე. მადლობა წინასწარ!

    Posted by tamo | November 24, 2014, 3:55 am
  7. სკოლის ასაკიდან ვიყავი წარმატებული ადამიანი. 22 წლის ასაკში მეჭირა საკმაოდ სერიოზული პოზიცია და ვიყვავი საკმაოდ პოპულარული. დიდი და პატარ-პატარა პერმანენტული სტრესების ფონზე ჩამომიყალიბდა ნევროზი სიკვდილის და აქედან გამომდინარე მარტო ყოფნის შიშებით. წონაში მოვიმატე 40 კგ.-ზე მეტი ერთ წელიწადში. წლების მანძილზე ვიყავი ამ მდგომარეობაში. ახლა, დავუმეგობრდი რა საკუთარ საკუთარ თავთან დამეგობრების შემდეგ, სიამოვნებით ვცხოვრობ მარტო. მაგრამ ვარ წარუმატებელი, მიუხედავად ჩემი კარგი და მრავალმხრივი განათლებისა და სამუშაო გამოცდილებისა. არ მაქვს ოჯახი და პირადი ცხოვრება. ჩემს ახლანდელ ფინანსურ მდგომარეობას დუხჭირი შეესსატყვისება. ვფიქრობ, რომ არასწორად ვკონტაქტობ ჩემს შინაგან მესთან,სამყაროსთან, ღმერთთან. არასწორად მივმართავ ენერგიებს. პრობლემა ისაა, რომ ვერ ვხვდები რა გავაკეთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვის მივმართო დასახმარებლად, რომ მასწავლოს როგორ გავუმკლავდე თვითსაბოტაჟს, სასოწარკვეთილებას და ა.შ. ?… გმადლობთ ყურადღებისთვის.

    Posted by Stella | February 28, 2015, 8:04 pm
  8. მოგესალმებით, სოსო

    მეზობელი მყავს რომელიც ზედმეტად მოინტერესეა, სვამს აბსოლიტურად როგორც აზრიანს, ასევე უაზრო შინაარსის შემცვლელ კითხვებს, დღეს, მაგალითად, იმდენად ბევრი კითხვა დასვა ზედიზედ, რომ ცუდად გავხდი. ადამიანს, რომელსაც ასე ზედემეტად აინტერესებს სხვისი ცხოვრება, როგორი სახის ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა? ვგრძნობ, რომ არც დასაყრდენი ადამიანია, უყვარს სხვისი დაცინვა, გამუდმებით პრეტენზიები აქვს (შენი სახლიდან სუნი ამოდის საჭმლის, შენმა სიცილის ხმამ გამაღვიძა)
    ახალი მაცხოვრებელია, მოსკოვიდან ჩამოსული და აქვს მუდმივად პრეტენზიები მეზობლების მიმართ, რომ ხმაურობენ.
    რა ვქნა როგორ მოვიქცე, არც ის მინდა მოვიძულო მეზობელი, თან არ შემიძლია ასეთი მუდმივი კონტროლი მოქმედებს ძალიან, ვერ ვიგებ უკვე ვის ვენდო, ან როგორი კატეგორიის ადამიანია, სად მივდივარ, როდის დავიძინე, აბსოლიტურად ყველაფერი უნდა იცოდე, ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი.

    Posted by nata | August 10, 2015, 4:53 am
  9. მოგესალმები სოსო!
    ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში:
    7წელია რაც ოჯახი შევქმენი, სიმართლე გითხრათ იდეალრი ურთიერთობა მე და ჩემს მეუღლეს არასოდეს გვქონია თუმცა მსგავსი პერიოდი როგორიც ეხლა გვაქ არასდროს გვქონია. უბრალოდ გაუსაძლისია უკვე ასე ცხოვრება. ურთიერთობა აბსოლიტურად გაცივდა შეიძლება ითქვას, რომ მივალეობის მოხდის მიზნით გვაქვს ყველანაირი კავშირი. ერთმანეთს დღეში 2 საათით თუ ვნახულობთ დილით სამსახურში წასვლამდე და უკან დაბრუნებულები. მოკლედ ვგრძნობ რომ უნდა დამთავრდეს ჩვენი კავშირი მაგრამ პრობლემა ის არის რომ ვერ ვბედავ ეს საკუთარ თავზე ავიღო მითუმეტეს, რომ გვყავს 6 წლის ბიჭი. რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა და დავიწყე საუბარი განქორწინებაზე და ცოტახნით მშობლებთანაც წავედი თუმცა ისევ დავბრუნი ხვეწნა მუდარით. როგორც კი დავაპირებ ამ ნაბიჯის გადადგმას მაშინვე სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მეუღლის მიმართ, ბავშვის მიმართ და ამ ყოფაში გავიდა უკვე 2 წელი…
    რას მირჩევთ? ფაქტია რომ ვწვალობ მეც და ვტანჯავ მეუღლესაც. სქესობრივი ურთიერთობის სურვილიც კი არ მაქ და არც მისგან ვგრძნობ სწრაფვას.

    Posted by თამო | September 25, 2016, 2:33 pm
  10. თანამედროვე ქართულ რეალობაში თქვენ და თქვენი მეწყვილე გამონაკლისი არ ბრძანდებით. ფაქტიურად, ჩვენ ვიმყოფებით გრანდიოზული და გლობალური სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების მორევში, რომელიც ამსხვრევს არსებულ წყობილებას, სტერეოტიპებს, ღირებულებებს, მიდგომებს, მენტალობას, თითქმის ყველაფერს, რაც მარადიული გვეგონა. ვითარების ანალიზი და გაცნობიერება სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ – თქვენი ოჯახური პრობლემები მარტოოდენ თქვენი პიროვნებებიდან არაა წამოსული (!). ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს წყვილს ებრძვის შეუჩერებელი და მოუხელთებელი ეპოქალური ცვლილებების მანქანა. თუ ასე გაიაზრებთ მდგომარეობას, პასუხებსაც შესაბამისად მოიძიებთ. და პასუხებამდე დასვამთ სწორ კითხვებს:
    – რამდენად მზად ვართ ჩვენ, ორივე ერთად (!!!), გავიღოთ შესაბამისი ძალისხმევა და შევიცვალოთ დროის მოთხოვნების შესაბამისად?
    – რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირის არსებობა, გაძლიერება თითოეული წევრის ინდივიდუალური პიროვნული და სოციალური მდგრადობის შენარჩუნებისათვის?
    – რა წინააღმდეგობები, უარყოფით მხარეები, პრობლემები წარმოიშობა ერთობლივი ცხოვრების პროცესში, რაც არ მექნება მარტო ყოფნის დროს?
    თუკი შესაძლებელი იქნება, დასხედით და ერთად გააანალიზეთ ეს პრობლემები, თუ არა და მოძებნეთ ვინმე საოჯახო ფსიქოთერაპიის სპეციალისტი. განქორწინება დიდი სირთულე არ არის, მით უმეტეს მიმდინარე საოჯახო ინსტიტუტის კრიზისის პირობებში. მთავარია, რომ ის, რისი დაკარგვისაც გეშინიათ განშორების შემდეგ (სოციალური მდგომარეობა, ტკბილი ემოციები, მამაკაცური მხარდაჭერა და ა. შ.), ცხოვრებისეულ დამღად, კომპლექსად არ გექცეთ.
    რაგინდ ცინიკურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, როდესაც სასიყვარულო-რომანტიკულ ბოლს დროების ქარი მიმოფანტავს, წყვილებს უწევთ ცივი, პრაგმატული ანალიზის ჩატარება – რას მოიგებენ, რას დაკარგავენ, რომელ პარტნიორს ხასიათში რა ცვლილებებისაკენ აქვს მიდრეკილება, რა პოტენციალი გააჩნია, რის შენარჩუნებას ცდილობს წყვილი, რას არიდებთ თავს ქორწინების საშუალებით დ ა. შ.
    გადადეთ ემოციები, იმუშავეთ ფაქტებთან და რეალურ მონაცემებთან, ნამდვილ სიტუაციებზე!

    Posted by sosomikeladze | September 26, 2016, 12:44 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: